Wednesday, May 16, 2012

დუბაის წყლის დისკური სასტუმრო წყალქვეშ ძილის მსურველთათვის


Dubai Water Discus hotel will allow guests to sleep underwater
16 მაისი

გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, დუბაიში მშენებლობათა ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა, ბევრი პროექტი გაიყინა, თუმცა ამის მიუხედავად, ემირატების ქალაქში მაინც ბევრი საინტერესო რამ ხდება. იქ მსოფლიოს უმაღლესი შენობა ააგეს, მის მახლობლად, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო მოლია, სანაპიროსთან კი მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულები განლაგდა. იქვე უდიდეს დახურულ სამთო კურორტზე დასვენებაცაა შესაძლებელი...

Thursday, May 10, 2012

„ფოლკსვაგენის“ ვირტუალური მონავარდე ბორბალი (ვიდეო)


Volkswagen People's Car Concept Hovers its Way into Virtual Reality
10 მაისი
კონცეპტუალურ და იმავდროულად, მხოლოდ ვირტუალურად არსებულ უცნაურ ავტომობილს, რომლის ასევე ვირტუალური ვიდეოც, კომპიუტერის გამოყენებით შეიქმნა, „ფოლკსვაგენმა“ „მონავარდე მანქანა“ უწოდა.

პედლებიანი სუპერავტომობილი (ვიდეო)


Pedal-powered 'supercar' isn’t the wheel dea
10 მაისი
ამ მანქანას სუპერ ავტომობილისა მხოლოდ გარეგნობა აქვს - ის „ფერარი FFX-ის“ სტილშია შესრულებული, თუმცა ისეთი ნელია... აბა რა იქნება, მას ხომ ძრავის ნაცვლად, ადამიანი ამოძრავებს. უფრო სწორედ, მისი ფეხები. ავსტრიელმა მხატვარმა ჰანეს ლანგედერმა თავისი უცნაური ახირება რეალობად აქცია. პლასტიკური მილების, კილიტასა (ფოლგის) და მუყაოსგან, იტალიური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის ასლი შექმნა. და მას „ფარადი ფარფალა“ უწოდა.

იაპონური სათამაშო ტრანსფორმერი ( ვიდეო)


Japanese man makes the best Transformers model we've ever seen
10 მაისი
ფილმი ტრანსფორმერები ვის არ უნახავს. ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია იმისა, თუ რა მექანიზმი უნდა ჰქონდეს მანქანას, რომელიც წამებში ლითონის მონსტრად გარდაიქმნება. მაგრამ ზოგს ფანტაზიის იმდენად მდიდარი უნარი აქვს, რომ არამხოლოდ წარმოუდგენია, არამედ მსგავს სტრუქტურებს, ტანაც მასშტაბური მოდელის სახით, თავად ქმნის...

Wednesday, May 9, 2012

ძველი ბორანი მცურავი საცურაო აუზის როლში


Ferry converted into movable floating swimming pool to open in August
9 მაისი
აუზი მდინარეზე - ეს გართობის სფეროს სიახლეა, რომელიც ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩინელმა არქიტექტორმა დონ-პინ ვონმა ნიუიორკელებს საინტერესო იდეა შესთავაზა - მოტივტივე საცურაო აუზი მდინარე ჰადსონზე. პროექტი, სახელად „+პულ“, ჯერ არ განხორციელებულა. სამაგიეროდ, ევროპაში უკვე ორი მსგავსი აუზი მოქმედებს.

Wednesday, May 2, 2012

ისრაელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს


Breakthrough: Israel is Developing Cancer Vaccine
2 მაისი
ებრაულმა კომპანია „ვაქსილ ბიოთერაპევტიკსმა“ შეიმუშავა თერაპიული ვაქცინა, რომელსაც კიბოსთან ბრძოლის საქმეში, ნამდვილი გარღვევის მოხდენა შეუძლია. მისი შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის დახმარებით, კიბოზე ნამკურნალებ პაციენტთა 90 პროცენტი, დაავადების დაბრუნებისგან დაცული იქნება.

ელექტრული თვითმფრინავი რეალობას უახლოვდება

Inside The First Production-Ready Electric Airplane
2 მაისი
დიდი ხანია, ავიაინჟინრები ელექტროენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნას ცდილობენ, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში, ორი მთავარი წინააღმდეგობა უშლით ხელს. ჯერ ერთი, ელემენტები, რომლებმაც ელექტროძრავები ენერგიით უნდა უზრუნველყოს, მეტისმეტად მძიმეა და მეორეც, იმავე ელემენტების ენერგო ტევადობა არაა საკმარისი იმისათვის, რომ თვითმფრინავმა უსაფრთხო, მეტნაკლებად შორეული ფრენა შეასრულოს. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, მეტისმეტად დიდია ავარიის შესაძლებლობა - აკუმულატორში ენერგიის ამოწურვას გარდაუვლად მოჰყვება ავარიული დაშვება...

Monday, April 2, 2012

ქარის მფრინავი ტურბინა იაფფასიან ენერგიას იძლევა

Floating wind turbines to produce low cost renewable energy
2 აპრილი
ამერიკულმა კომპანია „ალტაეროს ენერჯიზმა“ უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა. ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.
პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდ, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

„ენვიამ“ რეკორდულად ტევადი ელემენტი შეიმუშავა

Envia Systems claims energy density record for lithium-ion batteries
2 აპრილი
კალიფორნიაში ბაზირებულმა კომპანია „ენვია სისტემზმა“ გამოაცხადა, რომ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ენერგიის რეკორდულად მაღალ სიმკვრივეს მიაღწია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტული ელემენტების ენერგოტევადობამ კილოგრამზე 400 ვატ-საათს მიაღწია. ეს კი ორ-სამჯერ მეტია იმ ელემენტების ტევადობაზე, რომლებსაც თანამედროვე ელექტრომობილებზე იყენებენ. უფრო მეტიც, „ენვია“ ირწმუნება, რომ მისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ელემენტები არსებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებზე ორჯერ იაფიც ეღირება.

Sunday, April 1, 2012

ჰიდროგელი გულის დაზიანებულ ქსოვილს აღადგენს

Hydrogel could grow new heart tissue, without the need for surgery
1 აპრილი
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და მეცნიერები ბევრს ფიქრობენ და შრომობენ იმაზე, რომ გულის შეტევის შედეგად დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების აღდგენა შეძლონ. მართალია, ორგანიზმი თავად ახერხებს გულის დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, მაგრამ ახალი ქსოვილი იმ თვისებებით არ გამოირჩევა, რაც გულს სჭირდება. ასე რომ, ადამიანის მთავარი მამოძრავებელი აგრეგატი ძალას თანდათან კარგავს.

ჯეიმს კამერონმა მარიანის ღრმული მოინახულა

James Cameron Completes Record-Breaking Mariana Trench Dive
31 მარტი
კანადური წარმოშობის ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯეიმს კამერონმა, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა, ოღონდ ამჯერად არა კინოს სამყაროში. ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც ეულად მოინახულა ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ადგილი - მარიანის ღრმული. ამასთან, ის გახდა მესამე ადამიანი, ვისაც ოდსმე ამ სიღრმისთვის მიუღწევია.

Monday, March 26, 2012

ახალი ტექნოლოგია მზის ელემენტების ფასს შეამცირებს

New production process could cut solar cell prices by half
25 მარტი
მზის ენერგიის უფრო ეფექტურად ასათვისებლად, ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად, მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდაა მიჩნეული. არის მეორე გზაც - ამ ელემენტების გაიაფება. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ენერგიის მისაღებად, ელემენტების რიცხვის ზრდაც საკმარისი იქნება. მისისიპიში ბაზირებულმა კომპანია „ტუინ ქრიკს ტექნლოჯიზმა“ შეიმუშავა მზის ელემენტების წარმოების სრულიად ახალი პროცესი, რომელიც უფრო მეტი და ეფექტური ელემენტის ორჯერ იაფად წარმოების საშუალებას იძლევა.

Friday, March 16, 2012

„გუდიარი“ კოსმოსის მკვლევარებისთვის „ზამბაროვან საბურავებს“ ქმნის

Goodyear develops new 'Spring Tire' for space exploration
16 მარტი
„გუდიარის“ სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ. ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.

Tuesday, March 6, 2012

ლოტუსი, რომელიც მზის სხივებს აგროვებს

Multi-use solar collector inspired by lotus flower
5 მარტი
რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ყვავილ ლოტუსსა და ენერგეტიკას შორის? პირდაპირი არც არანაირი. მაგრამ თურმე, ყვავილის ბუნების შესწავლით, მეცნიერებმა შეიძლება შთაგონების ისეთი წყარო მიიღონ, რომელიც მათ ძალიან სასარგებლო სიახლის შექმნამდე მიიყვანს.
სწორედ ასე მოხდა კომპანია „მონარხ პაუერის“ შემთხვევაში, რომლის ინჟინრებმაც, დანადგარი სახელად „მონარხ ლოტუსი“ (თავიდან მას სოლარ ამბრელა, ანუ მზის ქოლგა ერქვა) შეიმუშავეს. მას სწორედ ლოტუსის ფორმა აქვს და განსაკუთრებით ეფექტურად აგროვებს როგორც სითბოს, ასევე შეუძია, ამ სითბოს ელექტროენერგიად გარდაქმნა.

Monday, March 5, 2012

„გოუჯეტ“ - უპილოტო თვითმფრინავი რეკორდული სიჩქარით

Record-breaking supersonic UAV jet in the works
4 მარტი
კოლორადოს უნივერსიტეტის აეროკოსმოსური დარგის ინჟინერი რაიან სტარკი მუშაობს უპილოტო ჰიპერბგერით თვითმფრინავზე, რომელიც მისი თქმით, თავის კლასში ყველაზე სწრაფიც იქნება და რომელიც საწვავის ეკონომიური ხარჯვით უნდა გამოირჩეოდეს.

მთვლელი 123