Sunday, August 19, 2012

ქარის ენერგია ელექტრომობილებისთვის (ვიდეო)


UGE installs its first wind-powered EV charging station
19 აგვისტო
ბარსელონაში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა, ქარის ენერგიაზე მომუშავე დამმუხტავმა სისტემამ, რომელიც ენერგიას აბსოლუტურად დამოუკიდებლად გამოიმუშავებს. სისტემას „სანია სკაიპამპი“ ჰქვია. მასში ინტეგრირებულია ამერიკულ კომპანია „ურბან გრინ ენერჯის“ (UGE) 4-კილოვატიანი ტურბინა და „ჯენერალ ელექტრიკის“ დამმუხტავი სისტემა „ვატსტეიშნი“. ამ დანადგარის წყალობით, შესაძლებელი იქნება ელექტრომობილების აბსოლუტურად სუფთა მეთოდებით გამომუშავებული ენერგიით დამუხტვა.
„სანია სკაიპამპი“ უპირველესად კომერციული და სახელმწიფო შემკვეთებისთვისაა განკუთვნილი. პირველი დანადგარი სწორედ ასეთი შემკვეთისთვის - ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე კომპანია „ცესპასთვის“ დამონტაჟდა. ამ დანადგარში შედის 13 მეტრი სიმაღლის ანძა, რომელიც გალვანიზებული ფოლადისგანაა დამზადებული. მის შუა ნაწილში მდებარეობს ღამის განათების ნათურა, რომელიც თხევადკრისტალური ელემენტებისგან შედგება. ანძის კენწეროში კი UGE-ს წარმოების ქარის 4-კილოვატიანი ტურბინაა მოთავსებული.
„ჯენერალ ელექტრიკის“ „ვატსტეიშნი“ (იგივე დურასტეიშნი) დანადგარის ქვედა ნაწილში მდებარეობს. მასში მოთავსებულია ელექტროდასამუხტი მოწყობილობა, რომელსაც სხვადასხვა რჟიმში მუშაობა შეუძლია. მას აქვს სენსორული მონიტორი, რომლის დახმარებითაც, ელექტრომობილის მფლობელს დამუხტვის რერჟიმის შერჩევა შეუძლია.
UGE-ს მატეო ჩასკელის თქმით, „სკაიპამპი“ ელექტროქსელშია ჩართული, რაც მის მფლობელს, დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. მაგალითად, თუ ავტომობილი დასამუხტი არაა, ქარის ტურბინის მიერ გამომუშავებული ენერგია ქსელში მიდის. სამაგიეროდ, როდესაც ქარი არ უბერავს და შესაბამისად, დანადგარიც ენერგიას ვერ გამოიმუშავებს, მაშინ ავტომობილის დასამუხტად დანადგარი ქსელის ენერგიას იყენებს.
ჩასკელის თქმით, „სკაიპამპით“ ელექტრომობილის დამუხტვას (საშუალოდ) ოთხი საათი სჭრდება. ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ თუ დანადგარს ისეთ ადგილებში გამოიყენებენ, სადაც ადამიანი დიდი ხნით ჩერდება (ღამის სადგომებზე, სავაჭრო კომპლექსებთან, სამსახურების სადგომებზე, რესტორნებთან და სხვა), შესაძლებელი იქნება ელემენტების ბლოკის სწრაფდამმუხტავთან შეერთება და ასე აკუმულატორის დიდი ნაწილი შეივსება.

ვიდეო

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123