Wednesday, June 29, 2011

„ნორთროპ გრუმენის“ უპილოტო/პილოტირებადი მზვერავი

29 ივნისი

ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია „ნორთროპ გრუმენმა“ უცნაური თვითმფრინავი შეიმუშავა, სახელად „ფაიერბირდ“, რომელიც საჭიროების შესაბამისად, შეიძლება იყოს პილოტირებადიც და უპილოტოც. მას საკმაოდ მოზრდილი ტვირთის ტარება შეუძლია, როგორიც შეიძლება იყოს დაზვერვის ერთდროულად რამდენიმე საშუალება. ამგვარად, „ფაიერბირდი“ პოტენციურად დაზვერვის უნივერსალური მანქანაა.

Tuesday, June 21, 2011

მომავლის ავიალაინერი გამჭვირვალე სალონით

21 ივნისი
ლე ბურჟეს ავიასალონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე, ევროპულმა ავიამწარმოებელმა კომპანია „ეარბასმა“ მომავლის ავიალაინერის ინტერიერის კონცეპცია - „კონსეპტ ქებინი“ წარადგინა. კონცეპციის ესკიზების ნახვის შემდეგ იფიქრებთ, რომ ევროპელი ავიამწარმოებლები ილუზიებში დაცურავენ და არარეალური იდეების შემოთავაზებას მიჰყვეს ხელი.

Wednesday, June 15, 2011

მუყაო თავის დასაცავად - კრანიუმის ტექნოლოგიის საოცრება

Protect your head with... a cardboard helmet?
15 ივნისი

ველოსიპედისტების და მოტოციკლისტების თავების დასაცავად, წლების განმავლობაში იყენებენ ჩაფხუტებს, რომლებშიც ენერგოშთანმთქმელად პოლისტირენი გამოიყენება. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს მასალა კარგია მხოლოდ იმით, რომ დარტყმის ძალას, თავის მთელ ფართობზე, შეძლებისდაგვარად თანაბრად ანაწილებს. მაგრამ დარტყმის ენერგიის შთანთქმა მას ნაკლებად შეუძლია.

Wednesday, June 8, 2011

ესპანეთში ღამით მომუშავე მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
8 ივნისი

ესპანეთის ქალაქ სევილიას მახლობლად, პატარა ქალაქ ფუენტეს დე ანდალუსიასთან, მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა კომერციულმა (მსგავსი ტიპის პირველი სატესტო სადგური სევილიაში ადრეც მუშაობდა) ელექტროსადგურმა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და ამისათვის, სარკე-კონცენტრატორებს და ერთ ცენტრალურ კოშკ-დამგროვებელს იყენებს. სადგურს აქვს დიდი ზომის ენერგიის შემნახველი, რომელშიც სითბოს დაგროვება თხევადი მარილის მეშვეობით ხდება.

Tuesday, June 7, 2011

დანიელებმა სუბორბიტული ხომალდი გამოსცადეს
Homebuilt $70,000 single-person spacecraft tested
7 ივნისი

პატარა დანიურმა კომპანიამ, სახელად „კოპენჰაგენ სუბორბიტალსმა“, წარმატებით გამოსცადა მის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მომავალში კოსმოსის საზღვარზე, თავზეხელაღებული ტურისტები უნდა გაიყვანოს. დანიელების წამოწყება მით უფრო საინტერესოა, რომ მათ რაკეტის შექმნა მხოლოდ 70 000 დოლარი დაუჯდათ და ის ლამის კუსტარულ პირობებში ააგეს.

მთვლელი 123