Wednesday, June 15, 2011

მუყაო თავის დასაცავად - კრანიუმის ტექნოლოგიის საოცრება

Protect your head with... a cardboard helmet?
15 ივნისი

ველოსიპედისტების და მოტოციკლისტების თავების დასაცავად, წლების განმავლობაში იყენებენ ჩაფხუტებს, რომლებშიც ენერგოშთანმთქმელად პოლისტირენი გამოიყენება. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს მასალა კარგია მხოლოდ იმით, რომ დარტყმის ძალას, თავის მთელ ფართობზე, შეძლებისდაგვარად თანაბრად ანაწილებს. მაგრამ დარტყმის ენერგიის შთანთქმა მას ნაკლებად შეუძლია.


გამოკვლევებით დადგენილია, რომ ასეთი მასალით დამზადებულ ჩაფხუტს, ინციდენტების მხოლოდ 16 პროცენტში შეუძლია ადამიანის თავის დაცვა. ამგვარად, ის უსაფრთხოებას მხოლოდ მინიმალურად უზრუნველყოფს და ასეთი ჩაფხუტი თავის მოტყუება უფროა, ვიდრე რეალური დაცვა.

მაგრამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩაფხუტების დახვეწა მხოლოდ აეროდინამიკური და სტილისტური თვალსაზრისით ხდება. ჩაფხუტების მწარმოებლებს ახალი, ენერგოტევადი მასალების გამოყენების თვალსაზრისით, წინ ერთი ნაბიჯითაც არ წაუწევიათ. თუმცა, მალე შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს და თუ ასე მოხდა, ეს ჩვეულებრივი მუყაოს დამსახურება იქნება.

ბრიტანეთის სამეფო კოლეჯში აღმოაჩინეს, რომ მუყაოს ფურცლებით დამზადებულ საფენს (ტექონლოგია კრანიუმი), პოლისტირენზე ოთხჯერ მეტი ენერგიის შთანთქმა შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ ავარიის დროს, დაზარალებულის თავზე ოთხჯერ ნაკლები დარტყმა მოდის და შესაბამისად, ტრავმის ალბათობაც მნიშვნელოვნად მცირდება. ესეც რომ არა, ერთი დარტყმაც საკმარისია, რომ პოლისტირენის შუასადები უვარგისი გახდეს, მუყაოსი კი მინიმუმ ხუთ დარტყმას უძლებს და ამის შემდეგაც ვარგისია!

გარდა ამისა, პოლისტირენის გამოყენების შემთხვევაში, ძნელია ჩაფხუტის მორგება. თითქმის ყოველთვის, საჭირო ხდება დამატებითი სადებების გამოყენება. მაგრამ ამის შემდეგაც, ხშირია შემთხვევები, როცა დარტყმისას, ჩაფხუტი წაინაცვლებს და ამის გამო, დარტყმის ძალას ნაწილობრივ ღებულობს.

კრანიუმის ტექნოლოგია კი ისეთია, რომ მოითხოვს მომხმარებლის თავის ფორმის სკანირებას. ეს მთავარი გარანტიაა იმისა, რომ მრბოლს ჩაფხუტი კარგად მოერგება და მაქსიმალურად დაიცავს მას რთულ სიტუაციებში. სკანირების აუცილებლობის მიუხედავად, ასეთი ინდივიდუალიზებული ჩაფხუტის დამზადება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თანაც, სკანირების შემდეგ აღებული მონაცემები ინახება და როცა ჩაფხუტი შესაცვლელია, მრბოლს ახლის დამზადება გაცილებით იაფი უჯდება.

ველოსიპედისტის ჩაფხუტი პირველია, რომელშიც ბრიტანული სამეფო კოლეჯის სპეციალისტებმა კრანიუმის ტექნოლოგია გამოსცადეს. ახლო მომავალში ისინი ამავე ტექნოლოგიას სხვა სფეროებშიც გამოსცდიან.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123