Sunday, December 25, 2011

ჩინურ სოფელში 328–მეტრიანი ცათამბჯენი ააგეს

25 დეკემბერი
ჩინური დასახლება ჰუაქსი სოფელია, დიდი სოფელი, თუმცა ახლახანს იქ უზარმაზარი, სოფლისთვის აშკარად შეუფერებელი სასტუმრო, სახელად „ლონსი“ წამოჭიმეს, შენობა, რომელიც თავად ამ სოფლის მცხოვრებთა მიერ შეგროვებული თანხით აშენდა. სასტუმროს სიმაღლე 328 მეტრია და მას 74 სართული აქვს. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 800 ნომერია და მასში ერთდროულად თითქმის 2000 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

Wednesday, December 21, 2011

„კაიტგენი“ ქარის ენერგიას ჰაერში მოიპოვებს

KiteGen looks to get wind-power off the ground
21 დეკემბერი
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს შორის, ქარის ენერგია ყველაზე მეტადაა ათვისებული და მას სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ. დღეისათვის, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს ქარის ტურბინები, რომელთა დახმარებითაც, ქვეყნები ჰაერში გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის მოცულობას სულ უფრო ამცირებენ.

Tuesday, December 13, 2011

ექსოსკელეტონები ამერიკელი ჯარისკაცების სამსახურში

HULC
13 დეკემბერი
ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია „ლოკჰიდ მარტინმა“ უნივერსალური სატვირთო ექსოსკელეტონი HULC (ჰუმან იუნივერსალ ლოუდ ქარიერ) შექმნა, რომელიც ჯარისკაცებს მძიმე ეკიპირების გადატანაში დაეხმარება. კომპანიამ უკვე გააფორმა პენტაგონთან პირველი კნტრაქტი, რომელიც ამერიკის არმიისთვის 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების HULC–ის მიწოდებას ითვალისწინებს.

ექსოსკელეტონი ამერიკელი სამხედროების სამსახურში


„ვოიაჯერმა“ ახალ რეგიონს მიაღწია

NASA's Voyager Hits New Region At Solar System Edge
13 დეკემბერი
უკვე 34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ორი კოსმოსური ხომალდი, „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“ კოსმოსში, შორეულ მისიაში გაუშვა და ახლახანს, ერთ–ერთმა მათგანმა ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია.

Wednesday, December 7, 2011

მოდულური სახლი ოთახების 64 კომბინაციის საშუალებას იძლევა

Modular housing concept boasts 64 possible combinations
7 დეკემბერი
იტალიელმა დიზაინერმა გაბრიელ არამუმ შეიმუშავა მოდულური სახლის კონცეპცია, რომელიც ოთახების უამრავი კომბინაციის შემუშავების საშუალებას იძლევა. ავტორმა თავის კონცეპციას უცნაური სახელი – „სლაიდინგ ჰაბ“ (მოსრიალე თავშესაყარი) უწოდა.

ავსტრალიელები ტალღის ენერგიას ითვისებენ

New wave of ocean energy to be trialed off the coast of Australia
7 დეკემბერი
წყლის ზედაპირზე მოდებულ წყალმცენარეებზე დაკვირვებამ, ავსტრალიურ კომპანია „ბიოუეივ სისტემზის“ მკვლევარები საინტერესო იდეამდე მიიყვანა, რომლის გაანალიზების შედეგადაც, მათ ტალღურ ენერგიაზე მომუშავე საინტერესო ენერგეტიკული დანადგარი შეიმუშავეს. ამ დანადგარის თავისებურება ისაა, რომ ის ზღვის და ოკეანის ტალღების ენერგიას, ელექტროენერგიად გადაამუშავებს.

Wednesday, November 30, 2011

ესპანელმა ინჟინერმა მსოფლიოში ყველაზე პატარა V12 ძრავი შექმნა

Spanish engineer crafts "world's smallest" V-12 engine
30 ნოემბერი
ესპანელ ინჟინერს, სახელად პატელო, 1200 საათი დასჭირდა, რათა თავისი დიდი ხნის ოცნება – V12 კონფიგურაციის მინიატურული შიდაწვის ძრავი შეექმნა. მანვე დახაზა, თავადვე ჩარხავდა და ბურღავდა. მასალად ალუმინს, ბრინჯაოს და უჟანგავ ფოლადს იყენებდა. და როგორც თავადვე ამბობს, მსოფლიოში ყველაზე პატარა V12 ძრავი შექმნა.

შოტლანდიაში ორფრთიან გიგანტურ ქარის გენერატორს ააგებენ

30 ნოემბერი
მალე შოტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, ქარის უზარმაზარი კოშკური ტურბინა აღიმართება, რომელსაც სამის ნაცვლად, მხოლოდ ორი ფრთა ექნება. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ მასზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც მოაწყონ. ყოველ შემთხვევაში, პროექტი ამას ითვალისწინებს.

ამერიკელებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადეს

30 ნოემბერი
17 ნოემბერს, ამერიკელებმა სრულიად ახალი ტიპის საბრძოლო იარაღი – „მოწინავე ჰიპერბგერითი ჭურვი“ (AHW – ედვანსდ ჰაიპერსონიკ უეპენ) გამოსცადეს. აპარატმა, რომელსაც ორსაფეხურიანი რაკეტა ემსახურებოდა, სტარტი ჰავაის არქიპელაგზე მდებარე პოლიგონ „პასიფიკ მისლ რეინჯიდან“ აიღო და ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 3 700 კილომეტრით დაშორებულ ატოლ კვაჯალეინზე მდებარე პოლიგონ „რეიგან ტესტ რეინჯზე“ მდებარე სამიზნე გაანადგურა.

Monday, November 21, 2011

ამერიკელებმა ახალი სუპერბომბი დაამზადეს, რომელსაც ვერსად დაემალები

USAF takes delivery of the GBU-57A/B Penetrator - now there's nowhere to hide
21 ნოემბერი
„GBU-57A/B მასივ ორდენს პენეტრატორი“ (ასაფეთქებლების მასიური შემღწევი) – ასე ეწოდება სრულიად ახალ ჭურვს, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ სიღრმეში არსებული, ბეტონის სქელი კედლებით გამაგრებული ბუნკერების განადგურება შეუძლია. ბომბი 13 620 კილოგრამს იწონის და მას ბეტონით აშენებული, 61 მეტრის სიღრმეზე არსებული ბუნკერის განადგურება შეუძლია.

Wednesday, November 9, 2011

”ჰონდას” ანდროიდ ”ასიმოს” უკვე წყლის დასხმაც შეუძლია

Honda's new ASIMO robot can now pour you a drink all on its own
9 ნოემბერი
ვინც არ იცის: ”ჰონდა” მარტო ავტომობილებს როდი უშვებს. იაპონური კომპანია მოტოციკლების, საზღვაო ხომალდების ძრავების, ელექტროგენერატორების, რეაქტიული ბიზნეს თვითმფრინავების და... რობოტების მწარმოებელიცაა. ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს კი ჰუმანოიდურ რობორ ”ასიმოს” წარმოებისას იყენებს. ”ასიმო” ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ვერსიების დონეზე მზადდება და მისი ყოველი მომდევნო მოდიფიკაცია ყოველთვის გვაკვირვებს თავისი შესაძლებლობებით.

”ჰონდამ” ”ასიმოს” წყლის დასხმაც ასწავლა (ვიდეო)



Monday, November 7, 2011

ავსტრალიაში ქარის ”მოჩურჩულე ტურბინა” შექმნეს

Virtually noise-free Eco Whisper Turbine unveiled

7 ნოემბერი
ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ბაზირებულმა კომპანია ”რენიუვეიბლ ენერჯი სოლუშნმა” (RESA) ახალი ტიპის ქარის გენერატორი შეიმუშავა, რომელსაც უხმაურობის გამო, ”ეკო მოჩურჩულე ტურბინა” შეარქვა. შექმნილია პირველი რეალური დანადგარი, რომელიც 20 კილოვატ ენერგიას იძლევა და რომელსაც ანალოგიური სიმძლავრის სამფრთიან გენერატორებზე, ფრთის ორჯერ მცირე ზომის დიამეტრი აქვს. ამასთან, მუშაობის პროცესში, დანადგარს ქარის მხარეს მიბრუნების უნარიც გააჩნია, რაც მის ეფექტურობას ზრდის.

Wednesday, November 2, 2011

ამერიკელებმა ახალ მებრძოლი რობოტის პროტოტიპი შექმნეს (ვიდეო)

2 ნოემბერი
ამერიკულმა კომპანია ”ბოსტონ დაინემიქსმა”, აშშ-ის არმიის მიერ შეკვეთილი საბრძოლო რობოტ ”პეტმენის” ახალი ვერსია შეიმუშავა და საზოგადოებას მისი შესაძლებლობები უჩვენა. ”პეტმენი” ეფექტურად გამოიყურება და რაც მთავარია, დაახლოებით ისეთივე შესაძლებლობები აქვს როგორითაც ფილმებიდან ცნობილი ტერმინტორი გამოირჩევა.

იაპონელებმა პირველი სფერული მფრენი შექმნეს (ვიდეო)

2 ნოემბერი
ამ ფოტოების მნახველებს, ალბათ ვარსკვლავური ომები გაგახსენდებოდათ... მაგრამ თუ ამ ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ფილმებში მეტწილად მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის შედეგები ჩანდა, ეს ფოტოები რეალურ სურათს წარმოგიდგენთ. თანაც, ექსპერიმენტული სფერული საფრენი აპარატის შესაძლებლობების დემონსტრაცია, საზოგადოების წინაშე იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ ითავა.

Wednesday, September 7, 2011

ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს

7 სექტემბერი
რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. ბრიტანულმა სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა ”BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიასდ ”ადაპტივ” შეარქვეს და მას საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ.

გენეტიკოსებმა კიბოს უჯრედები გაანადგურეს

7 სექტემბერი
შვეიცარიის (ციურიხი) ფედერალური უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის (კემბრიჯი, აშშ) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგებმა, გენების ჯაჭვი შეიმუშავეს, რომელსაც კომპიუტერივით მუშაობა შეუძლია და უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ლოგიკურ ოპერაციებს ასრულებს - უჯრედის მდგომარეობას აანალიზებს და კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე, მისი განადგურების ოპერაციას ასრულებს.

ფილიპინებზე გიგანტური ნიანგი დაიჭირეს

7 სექტემბერი
ფილიპინების სოფელ კონსუელოს მახლობლად, სპეციალურმა ჯგუფმა გიგანტური ნიანგი დაიჭირა, რომელიც შესაძლოა, მალე გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანონ. ნიანგს სახელად ლოლონგი შეარქვეს. ის ზღვის (ეგრეთ წოდებულ სავარცხლისებრთა) სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ამ ნიანგებს შორის ყველაზე დიდია.

Wednesday, August 31, 2011

”ბეემვემ” ავტომობილს დამოუკიდებლად მოძრაობა ასწავლა

BMW Joins Skynet’s Army with Ultimate…Self-Driving Machine
31 აგვისტო
ეს უკვე რეალობაა - ავტომობილს მძღოლის გარეშე გადაადგილება შეუძლია და მართალია, ამ საქმეში ბავარიული კომპანია პიონერი არაა, ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აპროექტი სწორედ მისმა ინჟინრებმა შექმნეს. და არამხოლოდ შექმნეს, არამედ წარმატებული ხაგრძლივი ტესტებიც ჩაუტარეს.

Tuesday, August 30, 2011

იაპონელებმა სამბორბლიანი მთვარემავალი გამოსცადეს
11 მაისი

ამერიკელებმა მთვარის პროგრამა შეაჩერეს, მაგრამ ჩვენი პლანეტის სატელიტის გამოკვლევა სხვა განმვითარებულ ქვეყნებსაც სურთ, რომელთა შორისაც იაპონიაცაა. იქმნება უამრავი შორიდან მართვადი რობოტიზებული მანქანა, რომელიც მთვარესა და მარსზე დამოუკიდებლად მოძრაობას და სხვადასხვა მანიპულაციის შესრულებას შეძლებს. ბევრი მათგანი ვერასდროს მოხვდება მთვარეზე, თუმცა მათი შემქმნელები, არაერთ საინტერესო კონცეპციას გვთავაზობენ, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, რეალურ პროექტებში გამოიყენონ.
მეცნიერებმა უჯრედის დაბერების პროცესის კონტრლი ისწავლეს
11 მაისი

შვედმა გენეტიკოსებმა ცილების მთელი ჯგუფი გამოავლინეს, რომელთა დაბლოკვის შემთხვევაშიც, რადიკალურად იცვლება მიტოქონდრიების (უჯრედის მცირე ნაწილი, რომელსაც ხშირად უჯრედის ენერგოსადგურებსაც უწოდებენ) ფუნქციონირების პროცესი. ამას კი შედეგად უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და ადამიანის, ან ცხოველის ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელება მოჰყვება.
ისლანდიელმა მკვლევარებმა ვულკანის მაგმური კამერა დაათვალიერეს
11 მაისი
ისლანდიელმა მეცნიერებმა მათი ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 100 კილომეტრით დაშორებულ მძინარე ვულკან ტრიჰნუკაგიგურის გულში შეაღწიეს. ჩვენს პლანეტაზე არსებულ ვულკანებს შორის, ეს ერთადერთი ვულკანია, რომლის მაგმური კამერის მონახულებაც ყოველგვარი ხიფათის გარეშე შეიძლება. ამას კი ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ კამერა მიწის ზედაპირიდან, სულ რაღაც 200 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

Sunday, August 21, 2011

საუდის არაბეთში კილომეტრიან ცათამბჯენს ააშენებენ

21 აგვისტო
სულ ახლახანს, მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის წოდება, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში აღმართულმა ”ბურჟ ხალიფამ” მიიღო, შენობამ, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია. მისი სიმაღლე კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო, რადგან დუბაის ხელისუფლებას სურდა, რომ მათს ცათამბჯენს მსოფლიოს უმაღლესის წოდება დიდი ხნით შერჩენოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ის ამ წოდებას მალე დაკარგავს.

ყველაზე სწრაფი მორბენალი რობოტი მსოფლიოში


21 აგვისტო
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ორფეხა რობოტი, რომელსაც მუხლებიც აქვს, მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯგუფმა შეიმუშავა. რობოტს ”მეიბლი” დაარქვეს და მან ახლახანს მაქსიმუმ 3 მეტრი წამში (10.8 კმ/სთ) სიჩქარით გადაადგილება შეძლო. მისი შემქმნელების განცხადებით, რობოტი ადამიანის ბიომექანიკას იმეორებს და ამ მხრივ, მას მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება.

Sunday, August 14, 2011

”გუდიარი” თვითდაბერვად საბურავებს შეიმუშავებს

Goodyear developing self-inflating tires
13 აგვისტო


საბურავების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ახალ სისტემაზე მუშაობს, რომელიც მალე კომპრესორებს და საბურავის წნევის საზომებს დაგავიწყებთ. ეს სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, თავად დაბერავს საბურავს საჭირო წნევამდე. ამასთან, ის საბურავის შიგნით მოთავსდება და დამატებითი მოწყობილობები არ დასჭირდება.

Tuesday, August 9, 2011

TIV-2 - 6.4-ტონიანი ჯავშნიანი „დოჯ რემი“ ტორნადოსთან საბრძოლველად


The TIV-2 is 14,000-Pound Armored Dodge Ram Storm Chaser
7 აგვისტო
ტორნადო, იგივე ქარბორბალა, გაბრაზებული ბუნების ერთ-ერთი იმ გამოვლინებათაგანია, რომლის მოთვინიერებაც, ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც დიდი ხიფათის მიუხედავად, თავიანთი ცხოვრება ამ სტიქიური უბედურების შესწავლას მიუძღვნეს. ასეთ ადამიანებს „დისქავერი ჩენელმა“ გადაცემათა მთელი ციკლი მიუძღვნა სახელწოდებით „შტორმ ჩეისერზ“ (შტორმზე მონადირეები).

Friday, August 5, 2011

ბრიტანეთში უსადენო დასამუხტ ტექნოლოგიას ამუშავებენ

U.K. Company Develops Wireless EV Charging Technology
5 აგვისტო
დღეს უკვე ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ მალე საავტომობილო ბაზარზე ელექრომობილების ინტენსიურად დამკვიდრება დაიწყება. ამიტომ, ყველა საავტომობილო კომპანია ცდილობს, შესაბამის ტექნოლოგიას დაეუფლოს და ის წარმოებაში დანერგოს.

Wednesday, July 27, 2011

„დინამიკური დამუხტვა“ ელექტრული სარბოლი ავტომობილებისთვის

'Dynamic charging' might let electric race cars juice up while moving
27 ივლისი
ფორმულა 1-ში მალე ამოქმედდება ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მოთხოვნითაც, პილოტები პიტლეინზე ჩართული შიდაწვის ძრავებით ვერ გაივლიან. რეგლამენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რა საშუალება უნდა გამოიყენონ გუნდებმა იმისათვის, რომ პიტლეინზე მანქანა არ გაუჩერდეთ და პიტ სტოპის შესრულების შემდეგ, ადგილიდან დაძვრა და ტრასაზე დაბრუნება შეძლონ.

Monday, July 25, 2011

მსოფლიოს უმძლავრესი დიზელი 108 902 ცხენის ძალას იძლევა

RTA96-C, World's Most Powerful Diesel Engine Delivers 108,920hp
25 ივლისი
არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილის ძრავში, მისი მუშაობის დროს ჩაიხედოთ? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. არამხოლოდ იმიტომ, რომ ძრავი პატარაა, არამედ იმიტომაც, რომ დიდიც რომ იყოს, მუშაობის დროს მისი გახსნის შემთხვევაში, სამუშაო პარამეტრები დაირღვევა და აგრეგატი დაზინდება.

Thursday, July 14, 2011

„ტერაფუჯა ტრანსიშნ“ - ავტომობილიც და თვითმფრინავიც

14 ივლისი
ამ მანქანას დიდხანს ქმნიდნენ და ცდიდნენ, ის ხშირად ხვდებოდა მას-მედიის ყურადღების ცენტრში, რადგან ის ძალიან უცნაური ქმნილებაა - „ტერაფუჯა ტრანსიშნ“ არის ავტომობილი, რომელსაც ფრენა შეუძლია. მერე რა, იტყვის მავანი, ასეთი მანქანა ხომ არაერთხელ შეუქმნიათ და დაუვიწყებიათ კიდეც, ამასაც ალბათ იგივე ბედი ელისო. არაა გამორიცხული, მაგრამ ახლახანს, „ტერაფუჯა ტრანსიშნ“ გახდა პირველი მანქანა, რომელსაც გზებზე მოძრაობის ლიცენზიაც აქვს და ფრენისაც. და ორივე საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს.

Wednesday, June 29, 2011

„ნორთროპ გრუმენის“ უპილოტო/პილოტირებადი მზვერავი

29 ივნისი

ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია „ნორთროპ გრუმენმა“ უცნაური თვითმფრინავი შეიმუშავა, სახელად „ფაიერბირდ“, რომელიც საჭიროების შესაბამისად, შეიძლება იყოს პილოტირებადიც და უპილოტოც. მას საკმაოდ მოზრდილი ტვირთის ტარება შეუძლია, როგორიც შეიძლება იყოს დაზვერვის ერთდროულად რამდენიმე საშუალება. ამგვარად, „ფაიერბირდი“ პოტენციურად დაზვერვის უნივერსალური მანქანაა.

Tuesday, June 21, 2011

მომავლის ავიალაინერი გამჭვირვალე სალონით

21 ივნისი
ლე ბურჟეს ავიასალონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე, ევროპულმა ავიამწარმოებელმა კომპანია „ეარბასმა“ მომავლის ავიალაინერის ინტერიერის კონცეპცია - „კონსეპტ ქებინი“ წარადგინა. კონცეპციის ესკიზების ნახვის შემდეგ იფიქრებთ, რომ ევროპელი ავიამწარმოებლები ილუზიებში დაცურავენ და არარეალური იდეების შემოთავაზებას მიჰყვეს ხელი.

Wednesday, June 15, 2011

მუყაო თავის დასაცავად - კრანიუმის ტექნოლოგიის საოცრება

Protect your head with... a cardboard helmet?
15 ივნისი

ველოსიპედისტების და მოტოციკლისტების თავების დასაცავად, წლების განმავლობაში იყენებენ ჩაფხუტებს, რომლებშიც ენერგოშთანმთქმელად პოლისტირენი გამოიყენება. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს მასალა კარგია მხოლოდ იმით, რომ დარტყმის ძალას, თავის მთელ ფართობზე, შეძლებისდაგვარად თანაბრად ანაწილებს. მაგრამ დარტყმის ენერგიის შთანთქმა მას ნაკლებად შეუძლია.

Wednesday, June 8, 2011

ესპანეთში ღამით მომუშავე მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
8 ივნისი

ესპანეთის ქალაქ სევილიას მახლობლად, პატარა ქალაქ ფუენტეს დე ანდალუსიასთან, მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა კომერციულმა (მსგავსი ტიპის პირველი სატესტო სადგური სევილიაში ადრეც მუშაობდა) ელექტროსადგურმა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და ამისათვის, სარკე-კონცენტრატორებს და ერთ ცენტრალურ კოშკ-დამგროვებელს იყენებს. სადგურს აქვს დიდი ზომის ენერგიის შემნახველი, რომელშიც სითბოს დაგროვება თხევადი მარილის მეშვეობით ხდება.

Tuesday, June 7, 2011

დანიელებმა სუბორბიტული ხომალდი გამოსცადეს
Homebuilt $70,000 single-person spacecraft tested
7 ივნისი

პატარა დანიურმა კომპანიამ, სახელად „კოპენჰაგენ სუბორბიტალსმა“, წარმატებით გამოსცადა მის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მომავალში კოსმოსის საზღვარზე, თავზეხელაღებული ტურისტები უნდა გაიყვანოს. დანიელების წამოწყება მით უფრო საინტერესოა, რომ მათ რაკეტის შექმნა მხოლოდ 70 000 დოლარი დაუჯდათ და ის ლამის კუსტარულ პირობებში ააგეს.

Wednesday, May 25, 2011

„ვოიაჯერები“ ვარსკვლავთშორის სივრცეში
Voyager spacecraft head for interstellar space
25 მაისი

ვოიაჯერი
..............................
33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) ღია კოსმოსში ორი შორს მფრენი კოსმოსური ხომალდი - „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“ გაუშვა. ორივე ხომალდი (ისინი დაახლოებით მსუბუქი ავტომობილის ზომისანი არიან) ამჟამად მზის სისტემის საზღვრებსაა გაცდენილი და ვარსკვლავთშორის სივრცეს, დაახლოებით 60 000 კმ/სთ სიჩქარით უახლოვდება. მათგან პირველ ხომალდს 17 მილიარდი კილომეტრი აქვს გავლილი, მეორეს კი - 14 მილიარდი.

Wednesday, April 27, 2011

ესპანეთში მზის მაღალწნევიანი დანადგარი გამოსცადეს
27 აპრილი

როდესაც მზის ენერგიის ათვისებაზე ვლაპარაკობთ, ბევრს ალბათ წარმოუდგენია, რომ საქმე ეხება მზის სხივების ფოტოსინთეზს, რომლის შედეგადაც, ელექტროენერგია მიიღება. მაგრამ არსებობს ამ ენერგიის გადამუშავების სხვა, გაცილებით ეფექტური საშუალებები, რომელთაგან ერთ-ერთი მზის ენერგის კონცენტრირებული გარდამქმნელებია.
ამერიკელებმა საზღვაო საბრძოლო ლაზერი გამოსცადეს
27 აპრილი

ამერიკულმა კომპანია „ნორთროპ გრუმენმა“ და ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ერთობლივი გამოცდა ჩაუტარეს პირველის მიერ შექმნილ მყარტანიან მძლავრ ლაზერს, რომელიც საბრძოლო ხომალდ „USS პოლ ფოსტერზე“ იყო დამონტაჟებული. გამოცდის დროს, ლაზერულმა დანადგარმა ადვილად გაანადგურა მოძრავი სამიზნე.

Sunday, April 3, 2011

„ბოინგის“ განახლებულმა სუპერგიგანტმა პირველი ფრენა შეასრულა
All new Boeing 747-8 Intercontinental completes maiden flight
3 აპრილი
42 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბოინგმა“ სუპერგიგანტ 747-ის წარმოება დაიწყო და ის დღესაც სერავს მთელი მსოფლიოს საჰაერო სივრცეს. მაგრამ ძველი მხოლოდ სახელი შერჩა. სხვა მხრივ, აბსოლუტურად ახალი და ექსპლუატაციაში მეტად მოსახერხებელი თვითმფრინავია. ახლახანს კი, ჰაერში მისი მორიგი მოდიფიკაცია აიჭრა, ლაინერი, რომელიც ტექნოლოგიურად უფრო რევოლუციურ „787 დრიმლაინერს“ ჰგავს, ვიდრე პირველ 747-ს.

Saturday, April 2, 2011

სევილიაში მსოფლიოს უდიდესი ხის ნაგებობა ააშენეს
2 აპრილი

ამიერიდან, ესპანეთის ქალაქ სევილიას ცენტრს ერთი მეტად უცნაური ნაგებობა დაამშვენებს, რომელიც მთლიანად ხისგანაა აგებული და რომლის დანიშნულებაც, ქალაქში ტურისტების მოზიდვა და გართობაა. ნაგებობის სახელია „მეტროპოლ პარასოლი“ და ის ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედან პლასა დე ლა ენკარნასიონს ამშვენებს.

Friday, March 25, 2011

იაპონია დანგრეულიც გვაოცებს
Japanese repair quake-ravaged road in just six days
25 მარტი

იაპონია რომ 9-ბალიანმა მიწისძვრამ შეარყია და მერე 10-მეტრიანმა ცუნამიმ მიწასთან გაასწორა, ბევრს დაებადა კითხვა - რა დრო დასჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ სტიქიით გაპარტახებულ პრეფექტურებში ნორმალური ცხოვრების რეჟიმი დააბრუნოს.
ამომავალი მზის ქვეყანას ელექტროენერგიის რამდენიმე სერიოზული წყარო მოაკლდა, იგრძნობა წყლის და საკვების დეფიციტი, დასაბინავებელია ხალხი, გაჩერებულია ქარხნები. მოკლედ, სტიქიის რეგიონში ცხოვრება თითქოს პარალიზებულია, თუმცა როგორც ამ ფოტოებიდან ჩანს, არც ასეა საქმე.

Sunday, March 13, 2011

მეზობელი ვარსკვლავებისკენ თერმობირთვული „იკარუსი“ გაფრინდება
13 მარტი

„დედალუსი“
==============================

ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ვარსკვლავთშორისი ფრენებისთვის ვარგისი ხომალდის კონცეპციის შემუშავებას იწყებენ. ხომალდის, რომლითაც მეზობელ ვარსკვლავებამდე 50-100 წელიწადში მიღწევა იქნება შესაძლებელი. ასეთი ვადები ორიენტირად იმისთვის აირჩიეს, რომ მათ, ვინც აპარატის გაშვებაში მიიღებს მონაწილეობას, თუნდაც მცირე შანსი ჰქონდეთ იმისათვის, რომ მიზნის მიღწევის სიგნალის მიღებას მოესწრონ.

Tuesday, March 8, 2011

ისრაელში მზის მცურავი ელექტროსადგური მოიგონეს
8 მარტი
ებრაულმა კომპანია „სოლარის სინერჯიმ“ მზის გამოსხივებაზე მომუშავე უჩვეულო ელექტროსადგურის პროექტი შეიმუშავა, რომელიც სადგურის წყლის ზედაპირზე განთავსებას ითვალისწინებს. „სოლარის სინერჯის“ სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ სადგურის ცალკეული ელემენტები ტივტივა სტრუქტურაზე დაამაგრონ და ეს ელემენტები ზღვაში (ან ტბაში და წყალსაცავში) გაუშვან, სადაც მათს საფუძველზე, სადგური აიგება. ამგვარად, შესაძლებელი იქნება მზის სადგურის აშენება ისე, რომ მან ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი არ დაიკავოს.
პენტაგონმა მეცნიერებს რობოტები შეუკვეთა
8 მარტი
როგორც ჩანს, მალე ამერიკის შეიარაღებულ ძალებში რობოტი ჯარისკაცები გამოჩნდებიან. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობაა ის ფაქტი, რომ აშშ-ის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA - დიფენს ედვანსედ რისერჩ პროჯექტს ეგენსი) და კომპანია „ბოსტონ დაინემიქსმა“ გააფორმეს მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლის შესაბამისადაც, რობოტების შექმნაზე სეციალიზებულმა „ბოსტონ დაინემიქსმა“ ორი ტიპის საცდელი რობოტი უნდა დაამზადოს.

Sunday, February 20, 2011

აფრიანი ელექტრომობილით ავსტრალიის გასწვრივ
Wind-powered car completes cross-continental journey
20 თებერვალი
გერმანელმა ენთუზიასტებმა - ინჟინერმა შტეფან ზიმერერმა და ტელეწამყვანმა დირკ გიონმა უცნაური მოგზაურობით გაითქვეს სახელი, რომლის დროსაც, სამი რეკორდიც დაამყარეს. უცნაური კონსტრუქციის ელექტრომობილით, რომელიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში, თითქმის მთლიანად ქარის ენერგიის ხარჯზე გადაადგილდებოდა, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ, ქალაქ ოლბანიდან სიდნეიმდე, 4 800-კილომეტრიანი გზა 18 დღეში დაფარეს. და ამ დროის განმავლობაში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან, მხოლოდ 10 ევროს საფასურის ელექტროენერგია მოიხმარეს.

Wednesday, January 26, 2011

ჩინური სტელსი ამერიკულს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს
Chinese Stealth Fighter Looks Pretty Familiar...
26 იანვარი

J-20 ბლექ იგლ
..............................
ჩინელებს ბევრი რამის მიბაძვა სჩვევიათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვისი ტექნოლოგიების გამოყენებაზეა ლაპარაკი. მათ საათების, აუდიო და ვიდეოაპარატურის, მობილურების და ასე განსაჯეთ, ავტომობილების გაყალბება ეხერხებათ. მაგრამ თუ იგივეს სამხედრო ავიაციაშიც შეძლებდნენ, ამას ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.

მთვლელი 123