Wednesday, August 1, 2012

ნანორობოტი C ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ - პირველი გამარჯვება

Nanorobot takes on hepatitis C virus, wins
31 ივლისი
ფლორიდს უნივერსიტეტის მკვლევარებმა, პროფესორებმა, ჩარლზ ცაომ და ჩენ ლიუმ შეიმუშავეს ნანო მოწყობილობა, რომელსაც მეცნიერებაში ახალი გარღვევის მოხდენა შეუძლია. ამ მოწყობილობას სამკურნალო დანიშნულება აქვს და მისი იმგვარად მომართვა შეიძლება, რომ დაავადების გამომწვევი ორგანიზმების, ვირუსების და ბაქტერიების გენების აქტივობა დაარღვიოს.
ლაბორატორიულ პირობებში, ამ მოწყოვილობის საშუალებით, მოხდა ის, რის მიღწევასაც მეცნიერები აქამდე ვერაფრით ახერხებენ - დაიბლოკა C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის გამრავლების უნარი, რამაც დაავადებული პაციენტის ღვიძლში, ინფექციის განკურნება გამოიწვია. მოწყობილობის მთავარი ღირსება ისაა, რომ მისი საჭირო დავალებით დაპროგრამება და სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება შეიძლება.
საოცარ მოწყობილობას, მისმა შემქმნელებმა ნანოზიმი (ნანო ფერმენტი) უწოდეს. მისი ზედაპირი ორი ძირითადი ბიოლოგიური კომპონენტისგან შედგება. პირველია ფერმენტი, რომელიც დაავადების გამომწვევი პროტეინის გენეტიკური რეცეპტის მატარებელ რნმ-ს ანადგურებს. მეორე ნაწილი სისტემის მზვერავი ნაწილია, დნმ ოლიგონუკლეოტიდი, რომელიც გასანადგურებელი მასალის იდენტიფიცირებას ახდენს და არასასურველი ობიექტის კოდის პროტეინის განადგურების ბრძანებას, პირველ კომპონენტს - ნანოზიმს აწვდის.
C ჰეპატიტი უმძიმესი დაავადებაა, რომელსაც ღვიძლის დაზიანება და ციროზის გამოწვევაც კი შეუძლია. მისი სამკურნალო საშუალება ჯერ არ არსებობს. არსებობს მკურნალობის ხანგრძლივი, 48-კვირიანი კურსი, რომლის დროსაც, ინტერფერონს და რიბავირინს იყენებენ. განკურნების ალბათობა 50 პროცენტზე ნაკლებია. ამასთან, კურსის ბოლომდე გავლას ბევრი ვერ ახერხებს, რადგან ვითარდება ანემია, მძიმე დეპრესია და ძლიერი დაღლილობა.
ნანო მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში კი გვერდითა უარყოფითი ეფექტები მნიშვნელოვნად მცირდება, რადგან ის არ იწვევს ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმების გააქტიურებას, რაც ხშირ შემთხვევაში გართულებების გამომწვევია ხოლმე.
და ეს ყველაფერი არაა, რაც ნანო მოწყობილობას შეუძლია. დოქტორ ჩენ ლიუს თქმით, ახალი ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენებაა შესაძლებელი. მისი დახმარებით, ნებისმიერი გენის მიზანში ამოღება, შეცვლა, ან სხვა მანიპულაცია შეიძლება. რაც მთავარია, ასეთი ტექნოლოგიით, კიბოც განკურნებადი გახდება.
გარდა ამისა, პერსპექტივაში, ნანო ნაწილაკები მედიკოსებს პაციენტების გამოკვლევაში დაეხმარება. ასეთ ტექნოლოგიებს უკვე იყენებენ კიდეც. მაგალითად, გენეტიკური ტესტირების დროს, ასევე დაავადების გენეტიკური მარკერების განსასაზღვრად.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მიესალმებიან მედიცინაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც ნანობოტების (ნანორობოტების) ეპოქადაც მოიხსენიებენ. ასეთ მიკრო მოწყობილობათა კარგი თვისება ისაა, რომ მათ მხოლოდ დაავადებულ ორგანიზმში და უჯრედებში შეღწევა და მოქმედება შეუძლიათ და პრაქტიკულად არ შეეხებიან ჯანსაღ უჯრედებს. ამასთან, გამოყენების წინ, ისინი პროგრამირების წინასწარ კურსს გაივლიან, რათა განსაზღვრული მეთოდებით იმოქმედონ. უფრო მეტიც, ასეთი ნანობოტების მთელი არმადის ორგანიზმში შესაშვებად, ჩვეულებრივი ტაბლეტების გამოყენება იქნება შესაძლებელი.
C ჰეპატიტთან დაკავშირებული ექსპერიმენტის შესახებ: ლაბორატორიული კვლევის დროს, ნანოზიმის გამოყენების შემდეგ, დაავადების გამომწვევი უჯრედების რიცხვი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა. ამასთან, თანმდევი უარყოფითი ეფექტები არ დაფიქსირებულა...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123