Tuesday, October 23, 2012

„ლიკვიდპისტონზის“ ზეეფექტური როტორული ძრავი


LiquidPiston Explains Ultra-Efficient X2 Rotary Engine
23 ოქტომბერი
თითქმის 150 წელია გასული მას შემდეგ, რაც ადამიანმა შიდაწვის ძრავი გამოიგონა. ამ დროის განმავლობაში, ის ძალიან დაიხვეწა, ეფექტური, სუფთა და ეკონომიური გახდა, რაც ძრავის სხვადასხვა ნაწილებით აღჭურვის შედგია - ტურბო და მექანიკური დამჭირხნები, ჰაერის, საწვავის და ზეთის ფილტრები, კატალიზატორები, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემები, ფრქვევანები და უამრავი რამ, სწორედ ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება.

მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეია იმასთან შედარებით, რა პოტენციალიც არსებობს. საქმე ისაა, რომ თანამედროვე შიდაწვის ძრავების თერმოდინამიკური ეფექტურობა 50 პროცენტსაც ვერ უახლოვდება. ძალიან ეფექტურ დიზელის აგრეგატებსაც კი უჭირს ამ ზღვართან მიახლოება. ამასობაში კი, ნავთობის მსოფლიო მარაგი ამოწურვისკენ მიდის და მალე შიდაწვის ძრავები ისეთივე იშვიათობა გახდება, როგორიც ამ საუკუნის დასაწყისში ელექროძრავი იყო.
მაგრამ როგორც ჩანს, შიდაწვის ძრავების განვითარების პროცესი მაინც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, კომპანია „ლიკვიდპისტონმა“ ახლახანს გამოაქვეყნა თავისი ახალი პროექტის აღწერილობა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი სპეციალისტების მიერ შექმნილ როტორულ ძრავ X2-ის თერმოდინამიკური ეფექტურობა 75 პროცენტს აღწევს!
უნდა ითქვას, რომ ამ აგრეგატის კონსტრუქცია ვანკელის ტიპისაა, თუმცა მასში ასევე გამოყენებულია როგორც როტორული, ასევე ბენზინისა და დიზელის ძრავების თავისებურებანი. ამან კი ინჟინრებს საშუალება მისცა, ძალიან ეფექტური ძრავი უჩვეულოდ მცირე გაბარიტებში (ჩვეულებრივი ძრავის დაახლოებით მეათედში) მოექციათ.
ექსპერიმენტული ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალაა. მას არ სჭირდება გაგრილების სისტემა და შესაბამისად, რადიატორიც (წყალს უშუალოდ წვის კამერაში აფრქვევენ, რითაც გაგრილების გარდა, გაფართოების ეფექტსაც აძლიერებენ - გახურებული წყალი ორთქლდება, რაც დამატებით წნევას წარმოქმნის). უფრო მეტიც, მაყუჩის გარეშეც უხმაუროდ (მის წვის კამერაში შესული საწვავი თითქმის სრულად იწვის და შესაბამისად, მისი გამოშვებისას, გამომშვებ სისტემაში წვის პროცესი არ გრძელდება და ხმაურსაც აღარ იწვევს) მუშაობს. ჩვეულებრივ შიდაწვის ძრავებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მაკომპლექტებელი ნაწილი (მხოლოდ 13 ძირითადი და 3 მოძრავი ნაწილი) აქვს და შესაბამისად, მისი საექსპლუატაციო ხარჯებიც არნახულად მცირე იქნება. მოკლედ, ნამდვილი სასწაულია.
„ლიკვიდპისტონზს“ X2-ისტესტების პირველი ეტაპი ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ საპარტნიორო ტესტებისთვის ძრავი მზად მერმისს იქნება. კიდვ ერთი წლის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება წინასერიული პროტოტიპის შექმნა და ტესტირება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123