Thursday, December 2, 2010

მსოფლიოში უიდიდესმა მზეზე მომუშავე გემმა ატლანტიკა გადაკვეთა
World’s largest solar-powered boat in world record circumnavigation attempt
2 დეკემბერი

დაახლოებით ორი თვე დასჭირდა მსოფლიოში უდიდეს მზის ენერგიაზე მომუშავე გემ ”ტურანორ პლანეტსოლარს” იმისათვის, რომ ატლანტის ოკეანე გადაეცურა და მონაკოდან კუბის ნაპირამდე მიეღწია. მოგზაურთა მთავარი მიზანი ჩვენი პლანეტის გარშემო ცურვაა და ატლანტიკის გადაცურვა, ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპია. იმავდროულად, ამ მოგზაურობისას, გემის ქმედუნარიანობაც შემოწმდა.

შვეიცარულ-ფრანგულმა გუნდმა, რომელსაც ”პლანეტსოლარი” ეწოდება, შეიმუშავა მზის ენერგიაზე მომუშავე კატამარანი, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობა გერმანელმა სპეციალისტებმაც მიიღეს. გემის სიგრძე 31 მეტრია, მისი გემბანი კი 537 კვადრატული მეტრი ფართობის მზის ელემენტებითაა დაფარული, რომელთა საშუალებითაც, 93.5 კილოვატი ენერგიის გენერირებაა შესაძლებელი. ელემენტები ენერგიით ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკს კვებავენ, რომელიც ენერგიის დამგროვებლის ფუნქციასაც ასრულებს და ელექტროძრავებსაც ამუშავებს.

თავის მხრივ, ელექტროძრავები კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ უზარმაზარ ხრახნებს ამოძრავებენ, რომელთა დიამეტრიც ორ მეტრს აღწევს. ეს კი ამ ზომის გემისთვის საკმაოდ დიდია. სამაგიეროდ, ხრახნები წყალში მხოლოდ ნაწილობრივაა ჩაძირული. ამგვარი კონსტრუქცია კატამარანის მანევრულობას ზრდის და რაც მთავარია, მას აღარ სჭირდება ტრადციული საჭის მექანიზმი.
კუბის შემდეგ, ”ტურანორის” (რაც მზის ძალას ნიშნავს და ეს სახელი პროექტის ავტორებმა ”ბეჭდის მბრძანებლიდან” ისესხეს) მარშრუტი მაიამიზე, მექსიკის კურორტ კანკუნზე, სან ფრანცისკოზე, სიდნეიზე, სინგაპურსა და აბუ დაბიზე გადის, რის შემდეგაც, მზის ხომალდი მონაკოს დაუბრუნდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123