Wednesday, December 8, 2010

ამერიკული საიდუმლო უპილოტო შატლი კოსმოსიდან დაბრუნდა
Secret X-37B Robot Space Plane Lands in Calif.
8 დეკემბერი

ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების საიდუმლო რობოტიზებულმა კოსმოსურმა ხომალდმა, სახელად X-37B, კოსმოსში დამოუკიდებელი ფრენა შეასრულა და კალიფორნიაში, ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვა. მისიის საიდუმლობის მიუხედავად, ვანდენბერგის ბაზის 30-ე კოსმოსური ფრთის პერსონალს, ხომალდისთვის ფოტოების გადაღების უფლება მისცეს.

ხომალდმა, კოდური სახელწოდებით OTV-1 (ორბიტალ ტესტ ვეჰაიქლ), კოსმოსში 240 დღე გაატარა, თუმცა მას იქ 270 დღით დარჩენა შეეძლო. მაგრამ მისიის დროს, აპარატი დაზიანდა, რის გამოც, მართვის ცენტრმა, მისი ვადაზე ადრე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ხომალდი კოსმოსში მზიდმა რაკეტა ”ატლას 5-მა” გაიყვანა.

კოსმოსში ხანგრძლივი ფრენის დროს, X-37B-მ რამდენიმე მანევრი შეასრულა, რომელთა დროსაც, ორბიტებს იცვლიდა. სამხედრო-საჰაერო ძალები საიდუმლოდ ინახავენ უპილოტო ხომალდის მისიის მიზნებს. თუმცა ცნობილია, რომ ფრენის დროს, მისი სანავიგაციო სისტემის, მართვის მოწყობილობების, ფიუზელაჟის თერმომედეგი საფარის, სხვადასხვა ელექტრომექანიკური სისტემისა და ბევრი სხვა ელემენტის შემოწმება მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, X-37B-ზე ასევე დაყენებული იყო მაღალი გარჩევადობის სათვალთვალო აპარატურა, რომლის გამოსაცდელადაც, კოსმოსში მეორე სატესტო აპარატის გაგზავნა იგეგმება.
X-37B-მ აბსოლუტურად ავტონომიურ რეჟიმში განახორციელა დაჯდომა. ჯერ კიდევ ორბიტაზე ფრენისას, მან მზის ელემენტების პანელი დაკეცა, საიდანაც მისი ელექტრონული სისტემები ენერგიას ღებულობენ. შემდეგ, ასევე გარედან ჩარევის გარეშე, ორბიტას მოსცილდა და ზიგზაგისებრი ტრაექტორიით, გეზი ხმელეთისკენ აიღო.

რა თქმა უნდა, ფრენას თვალყურს ხმელეთიდან, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალისტები ადევნებდნენ და ისინი მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, აპარატის ელექტრონიკის პარამეტრები შეეცვალათ. მაგრამ ჩარევა საჭირო ერთხელაც არ გამხდარა - X-37B-მ თავიდან ბოლომდე, მის ელექტრონულ ტვინში წინასწარ შეყვანილი პროგრამის შესაბამისად იფრინა. თუმცა, დაჯდომის დროს, უპილოტო აპარატის ერთ-ერთი საბურავი გასკდა, რაც შესაძლოა, ზედმეტად ხისტი დაჯდომის შედგი ყოფილიყო.
უნდა ითქვას, რომ უპილოტო აპარატის შემქმნელმა, ავიაკოსმოსურმა გიგანტმა ”ბოინგმა” და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალისტებმა, X-37B დამოუკიდებლად დაჯდომაში ბევრი ავარჯიშეს - ვერტმფრენების და სატრანსპორტო თვითმფრინავების მეშვეობით, ის გარკვეულ სიმაღლეზე აჰყავდათ და აგდებდნენ. ტესტების დროს, აპარატის ამოცანა იყო ფრენის ტრაექტორიის დამოუკიდებლად გასწორება და უსაფრთხოდ დაჯდომა. ტესტების დროს, ხომალდს ჩართული ძრავებით აგდბდენენ, სიჩქარეს კი ის ტავისუფალი ვარდინსას კრეფდა.
კოსმოსში ფრენის დროს, კოსმოსურ ნაგავთან შეჯახებებისას, X-37B-მ რამდნიმე დაზიანება მიიღო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობა მაინც განიხილება. არაა გამორიცხული, რომ მეორე მისიაც იმავე აპარატით შესრულდეს.
აღსანიშნავია, რომ ”ბოინგმა” X-37B-ს შემუშავება თავიდან NASA-ს შეკვეთით 1950-იან წლებში დაიწყო. მაშინ, ამ აპარატის მეშვეობით (მას სახელს ხშირად უცვლიდნენ), კოსმოსში პილოტირებადი საფრენი აპარატების ტექნოლოგიები მუშავდებოდა. 2004 წელს, აპარატი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხელში გადავიდა, რომელმაც ის გაასაიდუმლოვა.
X-37B-ს სიგრძე 8.38 მეტრი, ფრთაშლილობა კი 4.5 მეტრია. უპილოტო კოსმოსური აპარატი თითქმის 5 ტონას იწონის და მას ზღვის დონიდან 200-900კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლია. აჩქარებას მას ერთი ამაჩქარებელი სარაკეტო ძრავი ანიჭებს. აპარატს აქვს სატვირთო განყოფილება, რომლის გაბარიტებიც 1.24X2.14 მეტრია. მისი მეშვეობით, მსუბუქი თანამგზავრის, ან ლაბორატორიული მოწყობილობის გადატანა შეიძლება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123