Wednesday, December 30, 2009


საჩუქრები, რომელთა ყიდვასაც ახალი წლისთვის ვერ შეძლებთ
...გაგრძელება
5. ელექტრომობილი ”აუდი e-ტრონი”. გერმანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი ფრანკფურტის გამოფენაზე წარადგინა და ყველა გააკვირვა იმით, რომ მაბრუნი მომენტის გრაფაში წარმოუდგენლად დიდი რიცხვი - 4 500 ნიუტონმეტრი ეწერა. მაინც, რატომაა ასეთი ავტომობილის შეძენა შეუძლებელი? ჯერ ერთი, მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა. მეორეც, წარმოუდგენელია, რომ ოთხი ძრავი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 313 ცხენის ძალას არ აღემატება, 4 500 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს ავითარებდეს. პრეს რელიზში დაშვებულ შეცდომას დავაბრალოთ ყველაფერი? მაგრამ ის ხომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს თავად ”აუდის” წარმომადგენლებს არ შეემჩნიათ, ან პრესკონფერენციაზე ამის შესახებ კითხვა მაინც არავის დაესვა? ინგოლშტადტელები კი აქამდე სდუმან...

6. კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლები სწრაფი ტემპით ავითარებენ სამგანზომილებიან ტექნოლოგიებს და შორს არაა ის დრო, როდესაც ასეთი ტექნოლოგიებით დამზადებული კომპიუტერები და მონიტორები მასობრივ ბაზარს მიაღწევენ. ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერები კი უფრო შორსაც მიდიან და ისეთ სამგანზომილებიან სისტემას გვპირდებიან, რომლის მეშვეობითაც, საგნებზე შეხებაც შესაძლებელი იქნება. მაგალითად, შეხვალთ ჰოლოგრაფიულ სივრცეში, სადაც წვიმა მოდის და ტანზე წვეთების დაცემას იგრძნობთ...
7. ავსტრალიურმა კომპანია ”ენტეჩომ” მარტივი მფრინავი თეფშის მოქმედი პროტოტიპი შექმნა. საფრენი აპარატის მოქმედების პრინციპი მარტივია და საერთო არაფერი აქვს უცხოპლანეტელთ ჰიპოთეტურ სატრანსპორტო საშუალებასთან, რომელზეც უამრავი ლეგენდა დადის. ავსტრალიური ”თეფშის” კონსტრუქსია ისეთია, რომ ზედა ნაწილში ჰაერს იწოვს და ქვედა ნაწილში არსებული საქშენებიდან დიდი წნევით გამოსტყორცნის, რაც აფრენის საშუალებას აძლევს. ამ აპარატის ყიდვაც იმიტომაა შეუძლებელი, რომ ის ჯერ არ იწარმოება.

8. რამდენად ხშირად ხდება, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალების შექმნის შესახებ გებულობთ? ახლა სწორედ ამის დროა - ავსტრალიურმა კომპანია ”სკარპარმა” სკეიტბორდის მისებური ვერსია (პაუაბორდ) დაამზადა, რომელსაც ხმელეთზე თითქმის ნებისმიერი სახის უგზოობის პირობებში შეუძლია თქვენი ტარება. ტარება იმიტომ, რომ ის მოტორიზებულია (მინიატურული შიდაწვის ან ელექტრო ძრავით) და ორი მუხლუხებიანი გამწევი გააჩნია. ეს მოტორიანი დაფა 60 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების საშუალებას იძლევა. მას კომპაქტური მართვის პულტი აქვს, რომელსაც აჩქარების და დამუხრუჭების ფუნქციები ევალება. მართვის პულტი ”მხედარს” ხელში უჭირავს და თითებით იძლევა ბრძანებებს.
”პაუაბორდი”, თუ მის საწარმოებლად ”სკარპარმა” ინვესტორს მიაგნო, სულ რაღაც 2 000 აშშ დოლარი ეღირება და აქედან გამომდინარე, ჩვენს სიაში ყველაზე ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა...
9. დაბოლოს, კოსმოსური ტურიზმი. თუ 2012 წელს 200 000 დოლარს გაიმეტებთ და შესაბამის განაცხადსაც გააკეთებთ, კოსმოსის ზღვარზე ფრენის საშუალება მოგეცემათ. ამ თავგადასავალს ბრიტანულ-ამერიკული კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკი” გპირდებათ, რომელმაც ახლახანს, საზოგადოებას თავისი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი, ”სპეისშიპ თუ” წარუდგინა. მოკლედ, თუ ფული გაქვთ, 2012 წლამდე მოითმინეთ...


ვირჯინ გალაქტიკის დამაარსებელი სერ რიჩარდ ბრენსონი სპეისშიპ თუ-ს პრეზენტაციაზე
.............................................................

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123