Sunday, October 10, 2010

ფიზიკა
ანდრე გეიმი (ჩვენგან მარცხნივ) და კონსტანტინ ნოვოსელოვი
..............................
ფიზიკის დარგში ნობელის პრემია რუსული წარმოშობის ორ მეცნიერს მიენიჭა, რომლებიც მანჩესტერში, გრაფენზე ატარებენ ექსპერიმენტებს. მათ ერთი ატომის სისქის ნახშირბადის სტრუქტურა გამოაცალკევეს და მისი თვისებები შეისწავლეს. ამ აღმოჩენამ კვანტური ფიზიკა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკისთვის გამოსადეგი გახადა.
ქიმია
აკირა სუზუკი
..............................
ქიმიაში ერთბაშად სამი მეცნიერის - ორი იაპონელისა და ერთი ამერიკელის გარჯა დაფასდა. მათ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც რთული ორგანული ნივთიერებების სინთეზის საშუალებას იძლევა. ასეთი სინთეზები კი ადრე მხოლოდ ბუნებაში იყო შესაძლებელი.

Wednesday, October 6, 2010

კოსმოსური აფროსნები ინფორმაციის გადასატანადაც გამოდგება
4 ოქტომბერი

კოსმოსური სივრცის ათვისების საქმეში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოლიდური მოცულობის ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად გადაცემას. მაგრამ შორი მანძილების გამო, საპლანეტთაშორისო მისიებისას, ეს პროცესი შეზღუდულია როგორც მოცულობით, ისე ხარისხით. იმისათვის, რომ სახმელეთო ანტენებმა კოსმოსური სადგურიდან გამოგზავნილი ინფორმაციის ათვისება შეძლონ, გადმომცემი არხის გამტარუნარიანობას დღეში ერთ გიგაბაიტამდე ამცირებენ. ეს კი ძალიან ცოტაა.
ბრიტანელების საცდელი თვითმფრინავი ელერონების გარეშე დაფრინავს
4 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც ძმებმა რაიტებმა თვითმფრინავი შექმნეს, საფრენი აპარატების მართვა ელერონების და სხვა ფრთის მსგავსი ელემენტების მეშვეობით ხდება. მართვის ასეთი სისტემები თვითმფრინავების კონსტრუქციას ართულებს, ამძიმებს, აძვირებს, აეროდინამიკას აუარესებს და რაც მთავარია, ზრდის საფრენი აპარატების დაზიანების ალბათობას. ამიტომ, მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ გზებს, რომ თვითმფრინავის მართვა გამარტივდეს.

Wednesday, September 29, 2010

კანადური თვითმფრინავი ადამიანის კუნთის ძალით დაფრინავს
29 სექტემბერი

ტორონტოს უნივერსიტეტის კანადური აეროკოსმოსური ინსტიტუტის სტუდენტებმა, პუატიეს (საფრანგეთი) და დელფტას (ჰოლანდია) უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, უცნაური საფრენი აპარატი შექმნეს, რომელიც ადამიანის კუნთის ძალის საშუალებით დაფრინავს. ამ საინტერესო პროექტის ავტორებმა, თავიანთ ნახელავს ”სნოუბირდი” უწოდეს.

Tuesday, September 28, 2010

”სიკორსკის” X2-მა ვერტმფრენების სიჩქარის რეკორდი გააუმჯობესა
Sikorsky’s X2 demonstrator sets unofficial world record speed of 250 knots
28 სექტემბერი

ვერტმფრენების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია ”სიკორსკიმ” თავისი უახლესი მანქანაX2 ჩაიფიქრა, როგორც მსოფლიოში უსწრაფესი ვერტმფრენი და თავის მიზანს, აპარატის საგამოცდო ფრენებისას უკვე მიაღწია - სადემონსტრაციო X2-მა 250 კვანძი (დაახლოებით 460 კმ/სთ) სიჩქარე განავითარა.

Saturday, September 25, 2010

”ვოლვო” რევოლუციურ აკუმულატორებზე მუშაობს
Volvo Working on Revolutionary Battery
25 სექტემბერი

საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი რევოლუცია მზადდება, მისი ავტორი კი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გაჩინურებული შვედური კომპანია ”ვოლვო” გახდება. რევოლუცია კი აკუმულატორებს შეეხება. თუ ”ვოლვომ” თავისი გამოგონების დანერგვა შეძლო, მალე აკუმულატორები ახლანდელ სახეს დაკარგავენ და... ავტომობილის ძარის ელემენტების სახით მოგვევლინებიან!

Tuesday, September 14, 2010

მეცნიერებმა დაბერების მექანიზმის შენელების საშუალებას მიაგნეს
Telomere-activating compound puts researchers on the 'cusp of curing aging'
14 სექტემბერი


ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ის ადამიანები, რომლებიც შემდგომი 20-30 წლის შემდეგაც ცოცხლები იქნებიან, 125 წლამდე იცოცხლებენ. და მნიშვნელობა არ ექნება, თუ რა მდგომარეობაში იქნება მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის ჯანმრთელობა. ასეთი დასკვნების საფუძველს იძლევა ის აღმოჩენები, რომლებსაც ბიოტექნოლოგიაში ნამდვილი გარღვევის მოხდენა შეუძია.

Sunday, August 29, 2010

მეცნიერები ელექტროენერგიის ციდან მოპოვებას იმედოვნებენ
Scientists hope to collect electricity from the air
29 აგვისტო


იყო დრო, როდესაც ნიკოლა ტესლა ელექტროენერგიის ციდან მოპოვებაზე ოცნებობდა, თუმცა თავისი ოცნების განხორციელება შესაბამისი ტექნოლოგიების უქონლობის გამო ვერ შეძლო. მაგრამ როგორც ჩანს, ეს იდეა განუხორციელებელი არაა. ყოველ შემთხვევაში, ამაში დარწმუნებულები არიან კამპინაშის (სან პაულუ, ბრაზილია) უნივერსიტეტის სწავლულები.

Monday, August 23, 2010

ცხენის ძალების ნაცვლად კაცის ძალები
Imagine PS, the People Powered Car
22 აგვისტო
ასეთი მანქანის ამძრავი აგრეგატის სიმძლავრის ცხენის ძალებით შეფასება ნამდვილად არ ივარგებს, რადგან მას ძირითადად ადამიანის ძალა ამოძრავებს. ისე კი, მას ადამიანის ძალის მიერ გამომუშავებული ენერგიის დაგროვებაც შეუძლია და მაშინ კი ბატონო, ძრავის სიმძლავრე ცხენის ძალებით შევაფასოთ.

Wednesday, August 18, 2010

ბაჰამელი სტუდენტის ”ჰიუნდაი” წყალზე მუშაობს
Young Bahamian Builds a Water Powered Car
18 აგვისტო

აველანიო მაკგიბონი (მარცხნივ) და ჯეიმს ტაჩელი თავიანთი შედევრის პრეზენტაციაზე
..............................

რა თქმა უნდა, მარტო წყალზე არა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტის სტუდენტმა დიდი ბაჰამებიდან, ჯეიმს ტაჩელმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს ”ჰიუნდაი ელანტრას” (1997 წელს გამოშვებულის) მოდიფიკაცია, რომელიც საწვავად ნაწილობრივ წყალს იყენებს და ამის წყალობით, დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

Tuesday, August 17, 2010

შოტლანდიაში მოქცევის უდიდესი ტურბინა ამუშავდება
World’s Largest Tidal Turbine will generate enough power for 1,000 homes
17 აგვისტო
რაც დრო გადის, სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგიის ორგანული (ნავთობი, გაზი) წყაროების განახლებადით ჩანაცვლების საკითხი. ჯერ ერთი, ამაზე ზრუნვას ნავთობის და გაზის ფასების ზრდა განაპირობებს. მეორეც, ეს წყაროები ამოწურვადია და მალე იმ დროსაც მოვესწრებით, როდესაც მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. და მესამეც, გარემო დაცვას საჭიროებს, ორგანული საწვავის გამოყენება კი ატმოსფეროს აბინძურებს.

Thursday, July 8, 2010

ფელიქს ბაუმგარტნერი ზებგერითი თავისუფალი ვარდნისთვის ემზადება
8 ივლისი
”რედ ბულ სტრატოს”, ასე ჰქვია შოუს, რომელსაც ექსტრემალური სპორტის დიდი მეცენატი, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბული” ამ წლის ბოლოს მოაწყობს. მისი მთავარი პერსონაჟი კი ”უშიშარი ფელიქსის” სახელით ცნობილი ავსტრიელი ექსტრემალი ფელიქს ბაუმგარტნერი იქნება. შოუს მიზანს, არც მეტი, არც ნაკლები, თავისუფალი ვარდნისას, ზებგერითი სიჩქარის აკრეფა წარმოადგენს.

Wednesday, July 7, 2010

”გრინ ქრი” - ჯუჯა ელექტრონული თვითმფრინავი
7 ივლისი
პარიზში ჩატარებულ ეკოლოგიური თვითმფრინავების შოუზე, რომელიც ”პარის გრინ ეარ შოუს” სახელითაა ცნობილი, ევროპული აეროკოსმოსური სააგენტოს (EADS) საკვლევმა ჯგუფმა ”EADS ინოვეიშნ უორკსმა” და ფრანგულმა კომპანია ”აერო კომპოზიტსმა” წარადგინეს ორიგინალური ნამუშევარი, სახელად ”გრინ ქრი”, რომელმაც შოუს დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია.

Thursday, July 1, 2010

”საბ-ბიოსფერო 2” - ჩაკეტილი სისტემა წყალქვეშ ცხოვრებისთვის
1 ივლისი
ფილ პოული ლონდონელი დიზაინერია და საკმაოდ უცნაური კონცეპტუალური ნამუშევრებითაა განთქმული. მისი ერთ-ერთი ბოლო კონცეპცია - ”საბ-ბიოსფერო 2”, ეკოლოგიურად სუფთა, წყალში მოტივტივე სტრუქტურის აგებას გვთავაზობს, რომელიც თვითუზრუნველყოფადი უნდა იყოს. დიზაინერი განმარტავს, რომ მისი ბიუსფერო აკვანავტების, ტურისტებისა და ოკეანოგრაფებისთვის მისწრება იქნება. გარდა ამისა, ამ ნაგებობაში შესაძლებელი იქნება ხანგრძლივად ცხოვრება.

მთვლელი 123