Sunday, October 10, 2010

ქიმია
აკირა სუზუკი
..............................
ქიმიაში ერთბაშად სამი მეცნიერის - ორი იაპონელისა და ერთი ამერიკელის გარჯა დაფასდა. მათ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც რთული ორგანული ნივთიერებების სინთეზის საშუალებას იძლევა. ასეთი სინთეზები კი ადრე მხოლოდ ბუნებაში იყო შესაძლებელი.

რიჩარდ ჰეკი
..............................
ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ: რიჩარდ ჰეკი, ვინც 1989 წლამდე დელავერის უნივერსიტეტში მუშაობდა, პარდიუს უნივერსიტეტის ეი-იჩი ნეგიში და აკირა სუზუკი, ვინც სამეცნიერო მოღვაწეობა 1994 წელს, ჰოკაიდოს უნივერსიტეტში დაასრულა. ნობელის კომიტეტის განსაზღვრებით, ”მათ პალადიუმით კატალიზირებადი რეაქციები შეიმუშავეს, რომლის დროსაც ორგანულ სინთეზში ჯვარედინი შეხამება ხდება”.


ეი-იჩი ნგეიში
..............................
ქიმიაში არსებობს რეაქციები, რომლებიც ამ სამი მეცნიერის სახელს ატარებენ. ამ რეაქციების წყალობით კი წამლები, ადრე წარმოუდგენელი თვისებების მქონე პლასტიკური მასები, რთული ელექტრონული მოწყობილობები შეიქმნა, როგორებსაც ახლა მთელს მსოფლიოში აწარმოებენ. თუმცა, მათი წარმოება ადრე წარმოუდგენელი იყო.
იაპონელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ნახშირბადოვანი ატომების ერთგვარი ინერტულობის პრობლემა გადაჭრეს. ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს, ეს ატომები მარტივი ორგანული ნივთიერებების ჩონჩხს ქმნიდნენ, მაგრამ რთულ სტრუქტურებად მათი ჩამოყალიბება არ ხერხდებოდა. არადა, ბუნებაში ასეთი ნაერთები უამრავია. მათი დახმარებით, ყვავილები სხვადასხვა შეფერილობას ღებულობენ, ზოგიერთი ცხოველი კი მტაცებლებისგან თავს ძლიერი შხამით იცავს...
მოკლედ, პალადიუმის ”შუამავლობით”, მეცნიერებმა ნახშირბადის ატომები გრძელ ჯაჭვებად ჩამოაყალიბეს და ცალკეულმა მსხვილმა ორგანულმა მოლეკულებმა კი ერთმანეთზე რეაგირება დაიწყეს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღნიშნული რეაქციების დროს, მცირე რაოდენობით მავნე პროდუქტი წარმოიქმნება. შედეგად, სინთეზი უფრო ხარისხიანია, მისი მასობრივად გამოყენება კი იოლიცაა და იაფიც.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყოველ დარგში ნობელის პრემიის ფულადი მოცულობა 10 მილიონი შვედური კრონია (დაახლოებით 1.5 მილიონი აშშ დოლარი) და მათ შვედეთის სამეფო აკადემია გასცემს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123