Showing posts with label არქიტექტურა. Show all posts
Showing posts with label არქიტექტურა. Show all posts

Thursday, November 8, 2012

მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი შენობა სინგაპურში შენდება

World’s largest dome roof taking shape in Singapore
8 ნოემბერი

სინგაპურის უბან კალანში, უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ჯერ კიდევ შარშან უნდა აშენებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, მშენებლობის დასრულება კი არა, დაწყება შარშან ძლივს მოხერხდა. კომპლექსი 35 ჰექტარ ფართობს დაიკავებს და ის მწყობრში 2014 წელს ჩადგება. ეს კომპლექსი იმითაა გამორჩეული, რომ მის მთავარ ნაგებობას - ეროვნულ სტადიონს, მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი სტრუქტურა ექნება.

Wednesday, May 30, 2012

ბაქოსთან მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი აშენდება


World's tallest building proposed for Azerbaijan
30 მაისი
ორი წელია, მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის სტატუსი, დუბაის „ბურჟ ხალიფას“ ეკუთვნის, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია. მაგრამ არაა გამორიცხული, მალე ეს საპატიო წოდება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს საკუთრება გახდეს. საქმე ისაა, რომ ბაქოს სანაპირო ზოლში, ხელოვნური არქიპელაგის გაშენებაა გადაწყვეტილი, რომლის ერთ-ერთ ცენტრალურ კუნძულზეც, 1050 მეტრი სიმაღლის „აზერბაიჯან ტაუერი“ აიგება. ეს კი, საუდის არაბეთში მშენებარე „კინგდამ ტაუერის“ სიმაღლეზე 50 მეტრით მეტია.

Tuesday, May 29, 2012

„პანასონიკი“ „მდგრად ინტელექტუალურ ქალაქს“ ააშენებს


Panasonic Plans to Build a 'Sustainable Smart Town' in Japan by 2014
29 მაისი
იაპონიაში შარშან მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, ქვეყანაში ერთიმეორის მიყოლებით იხურება ატომური ელექტროსადგურები, რასაც შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტი მოჰყვა. მართალია, ამ დეფიციტის შევსება ხერხდება, მაგრამ ამის მიუხედავადაც, იქ სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება. ამ საქმეში კი ერთ-ერთი ავანგარდისტი ხდება ელექტრონიკის მწარმოებელი გიგანტი „პანასონიკი“, რომელმაც მომავლის ქალაქის პროექტი - „ეკოლოგიურად მდგრადი ინტელექტუალური ქალაქი“ შეიმუშავა და თავის რვა პარტნიორ კომპანიასთან ერთად, მის განხორციელებას აპირებს.

Wednesday, May 16, 2012

დუბაის წყლის დისკური სასტუმრო წყალქვეშ ძილის მსურველთათვის


Dubai Water Discus hotel will allow guests to sleep underwater
16 მაისი

გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, დუბაიში მშენებლობათა ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა, ბევრი პროექტი გაიყინა, თუმცა ამის მიუხედავად, ემირატების ქალაქში მაინც ბევრი საინტერესო რამ ხდება. იქ მსოფლიოს უმაღლესი შენობა ააგეს, მის მახლობლად, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო მოლია, სანაპიროსთან კი მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულები განლაგდა. იქვე უდიდეს დახურულ სამთო კურორტზე დასვენებაცაა შესაძლებელი...

Sunday, December 25, 2011

ჩინურ სოფელში 328–მეტრიანი ცათამბჯენი ააგეს

25 დეკემბერი
ჩინური დასახლება ჰუაქსი სოფელია, დიდი სოფელი, თუმცა ახლახანს იქ უზარმაზარი, სოფლისთვის აშკარად შეუფერებელი სასტუმრო, სახელად „ლონსი“ წამოჭიმეს, შენობა, რომელიც თავად ამ სოფლის მცხოვრებთა მიერ შეგროვებული თანხით აშენდა. სასტუმროს სიმაღლე 328 მეტრია და მას 74 სართული აქვს. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 800 ნომერია და მასში ერთდროულად თითქმის 2000 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

Wednesday, December 7, 2011

მოდულური სახლი ოთახების 64 კომბინაციის საშუალებას იძლევა

Modular housing concept boasts 64 possible combinations
7 დეკემბერი
იტალიელმა დიზაინერმა გაბრიელ არამუმ შეიმუშავა მოდულური სახლის კონცეპცია, რომელიც ოთახების უამრავი კომბინაციის შემუშავების საშუალებას იძლევა. ავტორმა თავის კონცეპციას უცნაური სახელი – „სლაიდინგ ჰაბ“ (მოსრიალე თავშესაყარი) უწოდა.

Thursday, July 1, 2010

”საბ-ბიოსფერო 2” - ჩაკეტილი სისტემა წყალქვეშ ცხოვრებისთვის
1 ივლისი
ფილ პოული ლონდონელი დიზაინერია და საკმაოდ უცნაური კონცეპტუალური ნამუშევრებითაა განთქმული. მისი ერთ-ერთი ბოლო კონცეპცია - ”საბ-ბიოსფერო 2”, ეკოლოგიურად სუფთა, წყალში მოტივტივე სტრუქტურის აგებას გვთავაზობს, რომელიც თვითუზრუნველყოფადი უნდა იყოს. დიზაინერი განმარტავს, რომ მისი ბიუსფერო აკვანავტების, ტურისტებისა და ოკეანოგრაფებისთვის მისწრება იქნება. გარდა ამისა, ამ ნაგებობაში შესაძლებელი იქნება ხანგრძლივად ცხოვრება.

Wednesday, June 30, 2010

ჩინეთში ყვავილოვან ენერგეტიკულ კოშკს ააგებენ
30 ივნისი
ვუჰანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შენობა მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ იმავდროულად, ეფექტურიც იქნება. არქიტექტორების ჩანაფიქრით, მას ყვავილ კალას ფორმა ექნება, სახელად კი ”ვუჰან ენერჯი ფლაუერს” დაარქმევენ. ამ უცნაურ შენობას ორი ჰოლანდიური კომპანია - ”ხრონტმიხი” და ”სიოტერს ფან ელდონკ არქიტექტენი” ააგებენ.

Wednesday, April 28, 2010

სამგანზომილებიანი მეგა-პრინტერი შენობებს ააგებს
28 აპრილი
ენრიკო დინი
...............................
გარდა იმისა, რომ ბევრ დროსა და მუშახელს მოითხოვს, მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები იმითაც გამოირჩევა, რომ მნიშვნელოვნად ზღუდავს არქიტექტორთა ფანტაზიებს. მაგრამ მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედს იძლევა ერთი იტალიელი ინჟინრის გამოგონება, რომელიც მშენებლობისთვის სამგანზომილებიანი პრინტერის გამოყენებას ითვალისწინებს.

Thursday, April 8, 2010

პერლ რივერ ტაუერი - მსოფლიოს ყველაზე ”მწვანე” ცათამბჯენი
Pearl River Tower
8 აპრილი

ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ გუანჯოუში დასასრულს უახლოვდება 71-სართულიან ცათამბჯენ ”პერლ რივერ ტაუერის” მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა, ”მწვანე” ცათამბჯენადაა მონათლული. უკვე ამოყვანილია შენობის ძირითადი სტრუქტურა, მისი საექსპლუატაციოდ ჩაბარება კი ამ წლის მიწურულს იგეგმება.

Friday, March 5, 2010

”ეარკრუიზი” - სასტუმრო ცაში
5 მარტი

სასტუმროთი, რომელშიც ხუთი ჩვეულებრივი, ოთხი ორსართულიანი ნომერი და ერთი პენტჰაუსია, ვერავის გააკვირვებ. მაგრამ თუ გეტყვით, რომ ეს სასტუმრო დაფრინავს, ალბათ თქვენს ინტერესსაც გამოვიწვევთ. თუმცა, თქვენი ყურადღება ალბათ სათაურმა უკვე მიიქცია და ერთი სული გაქვთ გაიგოთ, რა მფრინავ სასტუმროზე ვაპირებთ მოყოლას.

Friday, January 15, 2010

”ბურჟ ხალიფა” – 21-ე საუკუნის ბაბილონის კოშკი
15 იანვარი

2010 წლის 4 იანვრიდან, მსოფლიოს უდიდესი ნაგებობის წოდება, დუბაიში ახლახანს დასრულებულ გიგანტ ”ბურჟ ხალიფას” მიენიჭა. თანამედროვე არქიტექტურის ახალი შედევრის სრული სიმაღლე 828 მეტრია და ის 300 მეტრზე მეტით მაღალია ”ტაიპეი 101-ზე”, რომელიც მანამდე იყო მსოფლიოს უდიდესი ნაგებობა.

მთვლელი 123