Dubai Water Discus hotel will allow guests to
sleep underwater
16 მაისი
გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, დუბაიში მშენებლობათა
ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა, ბევრი პროექტი გაიყინა, თუმცა ამის მიუხედავად, ემირატების
ქალაქში მაინც ბევრი საინტერესო რამ ხდება. იქ მსოფლიოს უმაღლესი შენობა ააგეს, მის
მახლობლად, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო მოლია, სანაპიროსთან კი მსოფლიოში უდიდესი
ხელოვნური კუნძულები განლაგდა. იქვე უდიდეს დახურულ სამთო კურორტზე დასვენებაცაა
შესაძლებელი...
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, დუბაიში კიდევ
ერთი მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, სახელად „ჰიდროპოლისი“, მაგრამ
სამწუხაროდ, ის ვერც კი დაიწყეს. ჯერ ერთი, მეტისმეტად ძვირი ღირდა და მეორეც,
გლობალურ კრიზისს დაემთხვა.
პროექტი „უოტერ დისკუს“, პოლონურმა კომპანია „დიპ ოუშნ ტექნოლოჯიზმა“ შეიმუშავა. სასტუმრო ორი ნაწილისგან შედგება - წყალსზედა და წყალქვეშა. ნომრები მეორეში მოთავსდება, რომლის გამჭვირვალე კედლების წყალობითაც, სტუმრები წყალში ცხოვრების ეფექტით ისიამოვნებენ.
იმისათვის, რომ თავისი არქიტექტორების ჩანაფიქრი რეალობას მიუახლოვოს, „დიპ ოუშნ ტექნოლოჯიზი“ შვეიცარიულ საინვესტიციო-საკონსულტაციო გიგანტ BIG-ს და დუბაიში ბაზირებუ, დოკების მშენებლობაზე ორიენტირებულ კომპანია „დრაიდოკს უორლდს“ დაუკავშირდა. სწორედ „დრაიდოკსი“ იკისრებს დისკოს ფორმის სტრუქტურების შემუშავებას.
პროექტის მიხედვით, სასტუმრო ორი ძირითადი - ზღვის ზედა და ზღვის ქვედა ნაწილისგან შედგება. წყალქვეშა ნაწილი ერთი დიდი დისკო იქნება და ის ფსკერზე „დაჯდება“. წყალზედა ნაწილი კი რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურის კომბინაცია უნდა იყოს. მთავარი, რითაც მან ტურისტები უნდა მიიზიდოს, წყალქვეშა ნაწილი იქნება, რომელსაშიც გამჭვირვალე კედლებით გამოირჩევა. ეს კი წყალში ცხოვრების შეგრძნებას გამოიწვევს და თანაც, იქ მცხოვრებთ, წყალქვეშა „პეიზაჟით“ ტკბობის საშუალებას მისცემს.

სასტუმროს წყალქვეშა ნაწილი, ზღვის ზედაპირიდან 10
მეტრის სიღრმეში მოთავსდება. მისი ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი
იქნება. იქ 21 ორადგილიანი სასტუმრო ოთახი განლაგდება. გარდა ამისა, სასტუმროს
ექნება ყვინთვის ცენტრი და დეკომპრესიის კამერა, სადაც ტურისტები ყვინთვის დროს
ადამიანზე მოქმედ ძალებს მიეჩვევიან. სტუმრების დასვენებას გაამრავალფეროვნებს სპა
სალონი, ბაღი, ზყალზედა სეგმენტში მოთავსებული ტერასა. ერთ-ერთ დისკურ სტრუქტურაზე
კი ვერტმფრენის დასაჯდომიც აქვს.
იმ შემთხვევისთვის, თუ ეკონომიკური, ან გარემო
პირობები შეიცვლება, „უოტერ დისკუსის“ სტრუქტურის შეცვლაა შესაძლებელი. მაგალითად,
მას ცალკეულ დისკურ სტრუქტურებს მოხსნიან, ან წყლის ზედაპირზე დაუშვებენ, რათა
თავისუფლად იტივტივოს. ამგვარად, მათი სამაშველო მცურავ საშუალებად გამოყენება იქნება
შესაძლებელი.
წყალქვეშა და წყალზედა მთავარი დისკოები
ერთმანეთთან კოშკით იქნება დაკავშირებული. კოშკში ლიფტი იმუშავებს. გარდა ამისა,
შესაძლებელი იქნება ქვედა და ზედა დონეებს შორის კიბით დაკავშირება. თანაც, კოშკის
კედლები ნაწილობრივ გამჭვირვალე იქნება და კიბეზე ასვლა-ჩასვლისას, სტუმრებს ზღვის
სამყაროს დათვალიერების საშუალებაც მიეცემათ. მთავარი კოშკის გარდა, ნაგებობის სტრუქტურაში
კიდევ სამი დამატებითი საყრდენი სვეტი შევა, რომელთა დანიშნულებაც, პატარა დისკოების
წონასწორობის შენარჩუნებაა.
კომპანია BIG-ის პრეზიდნტი ბოგდან გუტკოვსკი ამბობს, რომ „უოტერ დისკუსს“
ტურიზმის სფეროს გამრავალფეროვნება შეუძლია. თუმცა მომავალში, ამ პროექტს შეიძლება
სხვა მიმართულებაც მიეცეს. მაგალითად, კუნძულოვან მხარეებში ამ ტიპის
საცხოვრებლების აშენებაც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, „უოტერ დისკუსის“
მსგავსი ნაგებობების გამოყენება, ოკეანის საკვლევი ლაბორატოიებისთვისაც მისწრება
იქნება...
No comments:
Post a Comment