Pedal-powered 'supercar' isn’t the wheel dea
10 მაისი
ამ მანქანას სუპერ ავტომობილისა მხოლოდ გარეგნობა
აქვს - ის „ფერარი FFX-ის“ სტილშია შესრულებული, თუმცა ისეთი ნელია...
აბა რა იქნება, მას ხომ ძრავის ნაცვლად, ადამიანი ამოძრავებს. უფრო სწორედ, მისი
ფეხები. ავსტრიელმა მხატვარმა ჰანეს ლანგედერმა თავისი უცნაური ახირება რეალობად
აქცია. პლასტიკური მილების, კილიტასა (ფოლგის) და მუყაოსგან, იტალიური კომპანიის
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის ასლი შექმნა. და მას „ფარადი ფარფალა“
უწოდა.
ამ სახელში ფარადი გერმანულად ველოსიპედს ნიშნავს,
ფარფალა კი იტალიურად პეპელაა. ეს ასე უნდა გაიშიფროს - ველოსიპედის მამოძრავებელი
კონსტრუქციის მქონე, პეპელასავით მსუბუქი მანქანა. „ფარადი ფარფალა“ ორადგილიანია
და მისი ორივე მგზავრის კუნთების ძალას იყენებს. ის მხოლოდ 100 კილოგრამს იწონის.
საინტერესოა, რომ საზრიანმა კონსტრუქტორმა, თავის პედლიან სუპერ ავტომობილს
ტრანსმისიაც დაუმზადა, რომელსაც 11 საფეხური (!) აქვს. რა თქმა უნდა, პეპელასავით მსუბუქი
სუპერ პედლიანი ველოსიპედის ბორბლებზე დგას. და, ყველაზე საინტერესო: ამ
ავტომობილს ღამით მოძრაობაც შეუძლია, რადგან მას პატარა გენერატორი აქვს, რომელიც 200
შუქდიოდურ ფარს ენერგიით კვებავს.
აღსანიშნავია, რომ ეს ლანგედერის პირველი მსგავსი
ნამუშევარი არაა. „ფერარიმდე“ მან „პორშე 911-ზე“ წაივარჯიშა. და არც „ფარადი
ფარფალაზე“ გაჩერდება, რომელსაც მალე ქალაქ ლინცის (ავსტრია) თანამედროვე
ხელოვნების მუზეუმში წარადგენს. მას უკვე შემდეგი სუპერ პედლიანის სახელიც
მოფიქრებული აქვს - „ვეირონ UC“. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ
ავტომობილს „ბუგატი ვეირონის“ გარეგნობა ექნება.
დაბოლოს, ლანგედერის პედლებიანი სუპერ ავტომობილი 1.5
მილიონი ევრო ღირს...
ვიდეო
No comments:
Post a Comment