Wednesday, May 9, 2012

ძველი ბორანი მცურავი საცურაო აუზის როლში


Ferry converted into movable floating swimming pool to open in August
9 მაისი
აუზი მდინარეზე - ეს გართობის სფეროს სიახლეა, რომელიც ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩინელმა არქიტექტორმა დონ-პინ ვონმა ნიუიორკელებს საინტერესო იდეა შესთავაზა - მოტივტივე საცურაო აუზი მდინარე ჰადსონზე. პროექტი, სახელად „+პულ“, ჯერ არ განხორციელებულა. სამაგიეროდ, ევროპაში უკვე ორი მსგავსი აუზი მოქმედებს.

ერთი ბერლინშია, მდინარე შპრეეზე. აუზს, რომელიც მთელს მსოფლიოში უგრძესია (745 მეტრი), „ფლუსბადი“ ეწოდება. ფაქტობრივად, ის სპეციალურად გაჭრილ არხში მდებარეობს, რომელშიც შპეერის წყალია შეშვებული. მეორე აუზი კი მალე გაიხსნება და ის მართლაც უნიკალური იქნება.
„ბედბუტ ლიდო“ მალე ქალაქ ანტვერპენში (ბელგია) ამოქმედდება. მისი თავისებურება ისაა, რომ ის ძველი ბორანის კონსტრუქციაშია ჩასმული და საჭიროების შემთხვევაში, მდინარეზე გადაადგილებასაც კი შეძლებს.
„ბედბუტ ლიდო“ არქიტექტურულ კომპანია „სქალპ(იტ)“-ის სპეციალისტებმა, პიტერ პეერლინგსმა და სილვია მერტენსმა შეიმუშავეს. ფაქტობრივად, ეს არის მცურავი გასართობი კომპლექსი სრული ინფრასტრუქტურით. პლატფორმის სიგრძე 120 მეტრია, მასში მოთავსებული საცურაო აუზისა კი - 40 მეტრი. კომპლექსი ღიაა და ზამთარში საციგურაო მოედნად გადაკეთდება.
მცურავ კომპლექსში შედის აუზი, რესტორანი, კოქტეილ ბარი და ტერასები. მთლიანობაში, „ბედბუტ ლიდოს“ ერთდროულად 600 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია და ამგვარად, ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ღია საცურაო ცენტრია.
„სქალპ(იტ)“-ის შეკვეთით, პროექტის ავტორებმა, გარემოსადმი მაქსიმალურად მეგობრული კომპლექსი შეიმუშავეს. „ბედბუტ ლიდო“ აღჭურვილია წყლის გამსუფთავებელი და გამამტკნარებელი კომპლექსით. აუზის ქვედა ნაწილში, ბორანის ტრიუმში მოთავსებულია სეგმენტი, რომელშიც უქმეობისას, სუფთა წყალი ინახება. წყლის შენახვა, სუფთა წყლის აორთქლების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. გარდა ამისა, კომპლექსის გასანათებლად მთლიანად შუქ-დიოდური სისტემაა გამოყენებული, რაც ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს.
„ბედბუტ ლიდოს“ მშენებლობა თებერვალში დაიწყო და სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123