5 აგვისტო
დღეს უკვე ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ მალე საავტომობილო ბაზარზე ელექრომობილების ინტენსიურად დამკვიდრება დაიწყება. ამიტომ, ყველა საავტომობილო კომპანია ცდილობს, შესაბამის ტექნოლოგიას დაეუფლოს და ის წარმოებაში დანერგოს.
მაგრამ არსებობს ერთი წინააღმდეგობა, რომელიც ელექტრომობილების სწრაფ დამკვიდრებას უშლის ხელს. ეს წინააღმდეგობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობაა. ანუ, დასამუხტი სადგურების ფართო ქსელის არარსებობა. განვითარებულ ქვყნებში ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. და ეს ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპზეც აისახება. თუმცა ეს საკმარისი მაინც არაა.
ამ პრობლემის მოგვარებაზე, სხვებთან ერთად, ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს, რომელმაც ელექტრომობილების დამუხტვის განსხვავებული - უსადენო ტექნოლოგია (ჰალოIPT) შეიმუშავა და მის წარმოდგენას ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე აპირებს. ჯგუფის (CABLED - ქოვენთრი ენდ ბირმინგემ ლოუ ემიშნ დემონსტრატორს) ლიდერია ნილ ბატჩერი, რომელიც კონცეპტუალურ ტექნოლოგიას ასე აღწერს:
კონცეპციის იდეა, ელექტროენერგიის ელექტრომაგნიტური ველით გადაცემას ეყრდნობა. მანქანის ძირზე მაგრდება სპეციალური ელექტრომაგნიტური ფირფიტა მაგრდება. ამასთან, ავტომობილი აღჭურვილია ინტერაქტიური სისტემებით, რომლებიც ელექტროენერგიის უკაბელოდ გადაცემის პროცესში მონაწილეობს. მათი დახმარებით, ავტომობილის ელექტრომაგნიტური ფირფიტა იმ ფირფიტასთან ამყარებს კავშირს, რომელიც გასამართ სადგურში, გზის საფარშია მოთავსებული. მანქანა ისე დგება, რომ მისი და გზაში ჩამონტაჟებული ფირფიტები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდეს. მერე კი სისტემა ყველაფერს თავისით, სხვისი ჩარევის გარეშე აკეთებს - ავტომობილის აკუმულატორების ბლოკს მუხტავს. როცა დამუხტვა დასრულდება, სისტემა მძღოლს ამის შესახებ შუქ-ინდიკატორით აცნობებს, თუმცა ამ უკანასკნელის საქმეში ჩარევა არც ამის შემდეგ იქნება საჭირო.
ბატჩერი ამბობს, რომ შესაძლებელია ასეთი უკაბელო დამმუხტავი ფირფიტების გზის საფარში, იმ ადგილებში (შუქნიშნებთან) ჩამონტაჟება, სადაც ავტომობილს გაჩერება უწევს. ამ შემთხვევაში, მოძრაობის დროს, ავტომობილი ენერგიასაც შეივსებს და მას იშვიათად დასჭირდება აკუმულატორების დასამუხტად გაჩერება. რა ტქმა უნდა, ამ პროექტის განხორციელებას დრო, მასშტაბური ინფრასტრუქტურის მოწყობა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები დასჭირდება. თუმცა, ამის მიუცედავად, პროექტს პერსპექტივა მაინც აქვს.
No comments:
Post a Comment