Sunday, August 14, 2011

”გუდიარი” თვითდაბერვად საბურავებს შეიმუშავებს

Goodyear developing self-inflating tires
13 აგვისტო


საბურავების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ახალ სისტემაზე მუშაობს, რომელიც მალე კომპრესორებს და საბურავის წნევის საზომებს დაგავიწყებთ. ეს სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, თავად დაბერავს საბურავს საჭირო წნევამდე. ამასთან, ის საბურავის შიგნით მოთავსდება და დამატებითი მოწყობილობები არ დასჭირდება.

”გუდიარი” აცხადებს, რომ მისი ახალი სისტემა, გარე ჩარევის გარეშე შეძლებს საბურავში საჭირო წნევის შენარჩუნებას და მას დაშვების საშუალებას არ მისცემს. ეს კი დადებითად აისახება ავტომობილის ეკონომიურობასა და მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაზე. ასევე უსაფრთხოებაზე, მართვადობასა და საბურავების გამძლეობაზე. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ზედმეტად, ან ნაკლებად დაბერილი საბურავები, საწვავის ხარჯს დაახლოებით, 2.5-3.3 პროცენტით ზრდის.
ამ პროექტის განვითარებისთვის, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის საავტომობილო ტექნოლოგიების შტომ ”გუდიარს” გრანტის სახით, 1.5 მილიონი დოლარი გამოუყო, რასაც საბურავების მწარმოებელი მთლიანად სისტემის შემუშავებაზე, კვლევასა და სადემონსტრაციო ეგზემპლარის დამზადებაზე გამოიყენებს. ეს სამუშაოები ”გუდიარის” ინოვაციების ცენტრში ტარდება, რომელიც ქალაქ აკრონში (შტატი ოჰაიო) მდებარეობს. ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა კომპანიამ ზუსტად იმავე მოცულობის გრანტი, ლუქსემბურგის მთავრობისგანაც მიიღო და იმ თანხას, მთლიანად თავის ლუქსემბურგულ ტექნიკურ ცენტრში აითვისებს.
ერთსადაიმავე სისტემაზე ორ ცენტრში მუშაობას ”გუდიარი” იმ გარემოებით ხსნის, რომ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების საბურავებისთვის, ეს სისტემა განსხვავებულად მუშაობს.
ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ როდს გამოჩნდბა ბაზარზე ეს სისტემა და რა ეღირება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123