Tuesday, August 30, 2011

მეცნიერებმა უჯრედის დაბერების პროცესის კონტრლი ისწავლეს
11 მაისი

შვედმა გენეტიკოსებმა ცილების მთელი ჯგუფი გამოავლინეს, რომელთა დაბლოკვის შემთხვევაშიც, რადიკალურად იცვლება მიტოქონდრიების (უჯრედის მცირე ნაწილი, რომელსაც ხშირად უჯრედის ენერგოსადგურებსაც უწოდებენ) ფუნქციონირების პროცესი. ამას კი შედეგად უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და ადამიანის, ან ცხოველის ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელება მოჰყვება.

გამოცემა „საიენს დეილი“, გიოტებორგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის ძირითად ასპექტებს გვაცნობს. შვედმა გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ გენ SOV1-ის დეაქტივაცია, უჯრედებში MTC ჯგუფის (მიტოქონდრიალ ტრანსლეიშნ კონტროლ) რამდენიმე ცილის თანდათან გაქრობას იწვევს. ეს ცილები მიტოქონდრიების ნორმალური მუშაობისთვისაა საჭირო. მაგრამ როგორც გაირკვა, ამავე ჯგუფის სხვა ცილები, დაზიანებული და გამქრალი ცილების ფუნქციებს ითვისებენ და რეაქციების მთელ ჯაჭვს იწყებენ, რომლებიც გენომის სტაბილიზაციას და დაზიანებული ცილების გამოდევნას უწყობენ ხელს. ყველაფერი ეს კი უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას იწვევს.
უჯრედის დაბერების პროცესსა და მიტოქონდრიების მუშაობის მარეგულირებელი გენების ზემოქმედებას შორის კავშირზე, მეცნიერები უკვე დიდი ხანია, მსჯელობენ. არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომელთა გამოყენებითაც, დაბერების პროცესის შენელება თეორიულად შესაძლებელია. მაგრამ მეცნიერებმა ისიც იციან, რომ ამ ზემოქმედების ყველა ასპექტი დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს, რადგან მას გაუთვალისწინებელი გართულებები არ მოჰყვეს.
მეცნიერებს ასევე დადგენილი აქვთ, რომ შვედების მიერ აღწერილი კონტროლის მექანიზმი, იმავე სასიგნალო გზებს იყენებს, რომლებიც ადამიანის მიერ კალორიების მოხმარების შემცირებისას აქტიურდება. სხვათა შორის, არაერთმა კვლევამ დაადგინა, რომ საკვებში კალორიების შეზღუდვა, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას იწვევს...
დაკიდევ, შვედი მეცნიერების მიერ გამოვლენილი ცილები ადამიანის უჯრედებშიც არსებობს. ამიტომ, ისინი ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც, მათ მიტოქონდრიებზე ზემოქმედების ანალოგიური მექანიზმი გააჩნიათ. ესე იგი, დაბერების პროცესზე გავლენის მოხდენაც შეუძლიათ. მთავარია, მეცნიერებმა MTC ჯგუფის ცილების აქტივობის რეგულირება ისწავლონ. ამ გზით, ასევე შესაძლებელი იქნება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა კიბო, პარკინსონის სინდრომი და სხვა...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123