Monday, March 5, 2012

„გოუჯეტ“ - უპილოტო თვითმფრინავი რეკორდული სიჩქარით

Record-breaking supersonic UAV jet in the works
4 მარტი
კოლორადოს უნივერსიტეტის აეროკოსმოსური დარგის ინჟინერი რაიან სტარკი მუშაობს უპილოტო ჰიპერბგერით თვითმფრინავზე, რომელიც მისი თქმით, თავის კლასში ყველაზე სწრაფიც იქნება და რომელიც საწვავის ეკონომიური ხარჯვით უნდა გამოირჩეოდეს.

თვითმფრინავს „გოუჯეტ“ ჰქვია და ის ახალი ტიპის ტურბორეაქტიული ძრავითაა (L-FX00) აღჭურვილი, რომელიც ასევე სტარკის მიერაა შემუშავებული. პროექტის ავტორის თქმით, ეს აგრეგატი, თავისი ტიპის ძრავებზე თითქმის ორჯერ ეკონომიურია. ამასთან, ის ფიქრობს, რომ პირველი ტესტების შემდეგ, ამ ძრავის ეფექტურობა ორჯერ გაუმჯობესდება.
სტარკი თავისი თვითმფრინავის აგებას მალე შეუდგება. „გოუჯეტის“ წონა სულ რაღაც, 50 კილოგრამი იქნება, გაბარიტები კი - 1.8 მეტრი სიგრძეში და 1.5 მეტრი სიგანეში. ძრავის გამწევი ძალა (არ კონკრეტდება) საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საფრენ აპარატს 1.4 მახი სიჩქარე (ბგერის სიჩქარეზე - დაახლოებით 1218 კმ/სთ, 1.4-ჯერ მეტი). სტარკი ირწმუნება, რომ ამ კლასისა და ზომის თვითმფრინავებისთვის, ეს სიჩქარის რეკორდია.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ასეთი შესანიშნავი მონაცემების მქონე თვითმფრინავი დაახლოებით 50-100 ათასი დოლარი ეღირება, რაც ძვირად არ შეიძლება ჩაითვალოს. სხვა თუ არაფერი, ტესტების პროცესში თვითმფრინავის დაკარგვა, პროექტის მსვლელობას დიდად არ შეაფერხებს.
სტარკი და მისი სტუდენტები
სტარკი თავის პროექტზე სამი წელია, მუშაობს. თვითმფრინავის ფორმის შემუშავებისას, მან შთაგონების წყაროდ, ექსპერიმენტული ზებგერით თვითმფრინავ X-15-სგან მიიღო, რომელსაც სიმაღლის და სიჩქარის არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული.
სტარკი ვარაუდობს, რომ „გოუჯეტის“ პირველი პროტოტიპი აპრილში მზად იქნება, თავიდან მასზე სხვა ძრავს (AT-450) დაამაგრებენ, პირველ საცდელ ფრენას კი აგვისტოში შეასრულებენ. ამ ძრავით დაბალსიჩქარიანი ტესტები შესრულდება, მოგვიანებით კი მას ჯერ „ტიტანის“ ძრავით, ბოლოს კი L-FX00-ით შეცვლიან, რომელიც სტარკის კუთვნილ კომანია „სტარკორის“ მიერაა შემუშავებული და რომლის გამოყენებაც, ფრთოსან რაკეტებშიც თავისუფლად შეიძლება.
ტესტების დროს, თვითმფრინავის მანევრირება ელევონების და სითხის გამფრქვევი სისტემის მეშვეობით განხორციელდება. სტარკი ფიქრობს, რომ 1.4 მახი სიჩქარის მიღწევის შემდეგ, „გოუჯეტის“ დატვირთვას გაზრდის და მას 1.6-1.7 მახ სიჩქარეზეც გამოსცდის.
სტარკი პროექტზე კოლორადოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობს. მართალია, თვითმფრინავის აგება ძვირი არ ჯდება, მაგრამ მის ტესტებსა და მომსახურებას სოლიდური ინვესტიცია სჭირდება. სწორედ ფულადი სახსრების მოსაზიდად ჩამოაყალიბა მან საკუთარი კომპანია და ასევე შექმნა არაკომერციული ბიზნეს-ინკუბატორი „eსპეისი“.
დაბოლოს, სტარკი ამბობს, რომ „გოუჯეტის“ გამოყენება მისწრება იქნება შტორმების ხასიათის შესასწავლად. რა თქმა უნდა, ეს თვითმფრინავი ამერიკის არმიის, NASA-ს (აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია) და DARPA-საც (თავდაცვითი მოწინავე საკვლევი პროექტების ლაბორატორია) ინტერესის სფეროშიც მოექცა.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123