Tuesday, March 6, 2012

ლოტუსი, რომელიც მზის სხივებს აგროვებს

Multi-use solar collector inspired by lotus flower
5 მარტი
რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ყვავილ ლოტუსსა და ენერგეტიკას შორის? პირდაპირი არც არანაირი. მაგრამ თურმე, ყვავილის ბუნების შესწავლით, მეცნიერებმა შეიძლება შთაგონების ისეთი წყარო მიიღონ, რომელიც მათ ძალიან სასარგებლო სიახლის შექმნამდე მიიყვანს.
სწორედ ასე მოხდა კომპანია „მონარხ პაუერის“ შემთხვევაში, რომლის ინჟინრებმაც, დანადგარი სახელად „მონარხ ლოტუსი“ (თავიდან მას სოლარ ამბრელა, ანუ მზის ქოლგა ერქვა) შეიმუშავეს. მას სწორედ ლოტუსის ფორმა აქვს და განსაკუთრებით ეფექტურად აგროვებს როგორც სითბოს, ასევე შეუძია, ამ სითბოს ელექტროენერგიად გარდაქმნა.

„მონარხ ლოტუსი“ 18 ცალი ფურცლისგან შედგება, რომლებიც მზის სხივებს აგროვებენ. როცა „ყვავილი“გახსნილია, მისი დიამეტრი 4 მეტრია. შუქის შემგროვებელი ფურცლების ჯამური ფართობი 11 კვადრატულ მეტრს აღწევს. დანადგარის მიერ სხივების შეგროვების ხარისხი სამმაგია. მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდამქმნელი ელემენტების ფართობი მხოლოდ 120 კვადრატული სანტიმეტრია. ბლოკი 120 ცალი ელემენტისგან შედგება, რომელთა ფართობი 1 სანტიმეტრია. ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტი 39.2 პროცენტს აღწევს.
პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ თუნდაც არახელსაყრელ მეტეოპირობებში, თუნდაც არა ყველაზე ეფექტური ელემენტების გამოყენებით, მათ მიერ შემუშავებულ დანადგარს, 3 კილოვატამდე ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამასთან, დანადგარს ინტენსიური გაგრილება ესაჭიროება, რის გამოც, ის გაგრილების სისტემითაცაა აღჭურვილი, რომლის სამუშაო პროდუქტიც, ცხელი წყალია, რომელსაც ასევე დაახლოებით 3 კილოვატამდე თბური ენერგიის დაგროვების უნარი გააჩნია.
გარდა ამისა, „მონარხ პაუერი“ აცხადებს, რომ მათი დანადგარის მეშვეობით, დიდი რაოდენობით წყლის გასუფთავება-გამტკნარებაა შესაძლებელი. კერძოდ, 3-კილოვატიან დანადგარს, დღეში დაახლოებით 10 000 ლიტრი წყლის გასუფთავება შეუძლია, რაც 100 ადამიანისთვისაა საკმარისი.
რაც შეეხება დანადგარის იმ კონსტრუქციულ თავისებურებას, რომლის მეშვეობითაც, მისი დაკეცვაა შესაძლებელი, ეს მის გადატანას აადვილებს. გარდა ამისა, ძლიერი ქარის შემთხვევაში, დაკეცილის დაზიანების ალბათობა გაცილებით მცირდება.
„მონარხ პაუერს“ ყვავილოვანი დამგროვებელის პროტოტიპი დამზადებული აქვს, თუმცა მასზე ჯერ ფოტოელემენტები არ დაუყენებიათ. ამასთან, პარალელურად, მისი ინჟინრები მუშაობენ დანადგარის მეორე ვარიანტზე, რომელიც დაგროვილ თბურ ენერგიას ქვაბის მანქანას მიაწვდის, ეს კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
„მონარხ პაუერი“ ირწმუნება, რომ მის მიერ შემუშავებულ დანადგარს, არსებულ ანალოგებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა გააჩნია. ჯერ ერთი, ის (ფოტოელემენტებიანი) მსუბუქია - 100 კილოგრამს იწონის. ამას კი მისი კონსტრუქცია განაპირობებს, რომელიც ალუმინისა და პოლიმერული მასალებისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, როგორც ზევითაც ითქვა, ის ადვილად გადასატანია.
გარდა ამისა, „მონარხ ლოტუსის“ გამოყენების არეალიც ძალიან დიდია. კერძოდ, ის კარგად იმუშავებს ქალაქგარეთა კაფეებისა და საწვავით გასამართი სადგურებისთვის, ასევე მოტელებისთვის. რა თქმა უნდა, ის მისწრება იქნება ისეთ ადგილებში, რომლებიც ელექტროქსელისგან მოშორებით მდებარეობს. თანაც, ის არ მაგრდება სახურავზე, არამედ ხესავით, ცალკე დგება. დაბოლოს, „მონარხ ლოტუსის“ გამოყენება შესაძლებელია სტიქიური უბედურებების დროს.
ამერიკული კომპანია
კომპანიის შეფასებით, დანადგარი დაახლოებით 9 000 დოლარის ფარგლებში უნდა ღირდეს. გამოდს რომ, „მონარხ ლოტუსის“ ყოველი ვატი დადგმული ენერგია (თბულიც და ელექტრულიც) 1.5 დოლარი ღირს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მზის ყვავილოვანი კოლექტორის სერიული წარმოება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123