Thursday, March 18, 2010

საქარე შუშა მონიტორის როლში
GM shows off sensor-laden windshield
18 მარტი


”ჯენერალ მოტორსის” კვლევისა და განვითარების განყოფილებამ, სამხრეთ კალიფორნიისა და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად, შეიმუშავა უნივერსალური საქარე შუშა, რომელსაც მრავალფუნქციური მონიტორის როლის შესრულებაც შეუძლია.
”ჯენერალ მოტორსის” მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ტექნოლოგია HUD (ჰედ აპ დისპლეი), რომელიც სხვადასხვა მონაცემების საქარე შუშაზე პროექცირების საშუალებას იძლევა, ჯერ კიდევ 1988 წელს შეიმუშავა და ცალკეულ პროტოტიპებზე გამოსცადა.

ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ ჯერჯერობით, სპიდომეტრის, ტაქსომეტრის, სანავიგაციო სისტემისა და ღამის ხედვის სისტემის მონაცემების გამოტანა მხოლოდ საქარე შუშის მცირე სეგმენტზეა შესაძლებელი. მაგრამ ტექნოლოგია ვითარდება და მალე დამზადდება ისეთი საქარე შუშა, რომელიც მთლიანად მონიტორის მოვალეობას შეასრულებს. რა თქმა უნდა, შუშა კვლავაც გამჭვირვალე იქნება, პარალელურად კი მას მონიტორის ფუნქციაც ექნება.
სისტემას მრავალი ფუნქცია აქვს და მისი მეშვეობით, შეზღუდული ხედვის პირობებშიც კი, შესაძლებელი იქნება გზის და საგზაო ნიშნების ზუსტად აღქმა. მაგალითად, სიბნელეში გადაადგილებისას, საქარე შუშა თავისით გაანათებს გზის იმ მხარის კიდეს (ან ორივე კიდეს ერთდროულად), რომელზეც ავტომობილი მოძრაობს. მონიტორი თავისით გაანათებს გზასა და მის სიახლოვეს მოძრავ ცოცხალ და სატრანსპორტო ობიექტებს. ასევე განათდება საგზაო ნიშნები.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ”ჯენერალ მოტორსის” და მისი პარტნოირების მიერ შემუშავებილი საქარე შუშა გამჭვირვალე ლუმინოფორითაა დაფარული, რომელიც შუქს მაშინ ასხივებს, როდესაც მას ლაზერის სხივი ხვდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123