Thursday, October 15, 2009


ნობელი უჯრედების დაბერების მექანიზმისთვის
Nobel prize for medicine
15 ოქტომბერი


მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ნობელის წლევანდელი პრემია სამ ამერიკელ მეცნიერს გადაეცა იმისათვის, რომ მათ აღმოაჩინეს და შეისწავლეს ფერმენტი ტელომერაზა, რომელიც ხელს უშლის ქრომოსომების ცვეთას, რასაც შედეგად უჯრედების და შესაბამისად, ორგანიზმის დაბერება მოსდევს.

ელიზაბეთ ბლექბერნი
...................................................
ამ სამი მეცნიერიდან, ორი ქალია, ორიც ამერიკის გარეთ დაბადებული. ესენი არიან: ავსტრალიაში დაბადებული ელიზაბეთ ბლექბერნი, ბრიტანეთში დაბადებული ჯეკ შოსტაკი და კალიფორნიელი (სან დიეგო) ქეროლ გრეიდერი. ნობელის პრემიის ლაურეატები აღიარებასთან ერთად, 10 მილიონი შვედური კრონითაც (დაახლოებით1.42 მილიონი დოლარი) დაჯილდოვდებიან.
ქეროლ გრეიდერი
.............................................
”ეს აღმოჩენა ჩვენ უჯრედის უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს და სხვადასხვა მძიმე დაავადებათა მექანიზმების შესწავლაში გვეხმარება და მომავალში, მათი მკურნალობის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავების საშუალებას მოგვცემს”, - ნათქვამია შვედეთის სამეფო სამეცნიერო აკადემიის ნობელის პრემიის ჟიურის შეფასებაში.


ჯეკ შოსტაკი
.....................................
ამერიკული ტრიოს აღმოჩენის წყალობით, საფუძველი შეიქმნა ახალი გამოკვლევებისთვის, რომლებიც ტელომერაზას და ტელომერების (ქრომოსომების დაბოლოებებში არსებული წარმონაქმნები) შესწავლის საშუალებას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით, ადამიანს საშუალება ექნება, გაერკვეს ორგანიზმის დაბერების მექანიზმსა და კიბოს წარმომავლობაში.
ტრიოს მიერ აღმოჩენილი ფერმენტები გარკვეულ როლს თამაშობენ კიბოს დაავადების განვითარებასა და მათი უკონტროლო რეპროდუქციისთვის ხელსაყრელი პირობის შექმნაში. ამიტომ, ამ აღმოჩენის საფუძვლებს, კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებისას, ინტენსიურად იყენებენ ფარმაცევტული კომპანიები.
მაგალითისთვის, ბიოტექნიკური ფირმები ”მერკი” და ”გერონი” უკვე ერთი წელია, მუშაობენ ახალ, ეგრეთ წოდებულ თერაპიულ ვაქცინაზე, რომელიც ტელომერაზაზეა მიმართული. აღნუშნული ვაქცინით, დასახელებული კომპანიები ფიკტვისა და პროსტატის კიბოს ეფექტური სამკურნალ საშუალების შემუშავებას ცდილობენ.
ქალბატონი ბლექბერნი ამბობს, რომ არ ელოდა ასეთ აღიარებას. არადა, პროგნოზების სიაში მისი და მისი კოლეგების ნამუშევარი ყველაზე მაღალ ადგილზე იდგა. ის რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის კაბინეტში, ბიოტექნიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოში შედიოდა, მაგრამ იქიდან პრეზიდენტის კრიტიკის გამო დაითხოვეს. კრიტიკა კი ღეროვანი უჯრედების კვლევებისადმი პრეზიდენტის ორთოდოქსულ დამოკიდებულებას ეხებოდა.
ბლექბერნი კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან ფრანცისკო) მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორია. გრეიდერიც მოლეკულური ბიოლოგია და ის ბალტიმორში, ჯონ ჰოპკინსის სახელობის მედიცინის სკოლის პროფესორია, შოსტაკი კი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, გენეტიკის პროფესორად მოღვაწეობს და იმავდროულად, არის ბოსტონში მდებარე მასაჩუსეტსის მთავარი ჰოსპიტალისა და ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარ-კონსულტანტი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123