Monday, April 2, 2012

ქარის მფრინავი ტურბინა იაფფასიან ენერგიას იძლევა

Floating wind turbines to produce low cost renewable energy
2 აპრილი
ამერიკულმა კომპანია „ალტაეროს ენერჯიზმა“ უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა. ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.
პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდ, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

„ენვიამ“ რეკორდულად ტევადი ელემენტი შეიმუშავა

Envia Systems claims energy density record for lithium-ion batteries
2 აპრილი
კალიფორნიაში ბაზირებულმა კომპანია „ენვია სისტემზმა“ გამოაცხადა, რომ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ენერგიის რეკორდულად მაღალ სიმკვრივეს მიაღწია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტული ელემენტების ენერგოტევადობამ კილოგრამზე 400 ვატ-საათს მიაღწია. ეს კი ორ-სამჯერ მეტია იმ ელემენტების ტევადობაზე, რომლებსაც თანამედროვე ელექტრომობილებზე იყენებენ. უფრო მეტიც, „ენვია“ ირწმუნება, რომ მისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ელემენტები არსებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებზე ორჯერ იაფიც ეღირება.

Sunday, April 1, 2012

ჰიდროგელი გულის დაზიანებულ ქსოვილს აღადგენს

Hydrogel could grow new heart tissue, without the need for surgery
1 აპრილი
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და მეცნიერები ბევრს ფიქრობენ და შრომობენ იმაზე, რომ გულის შეტევის შედეგად დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების აღდგენა შეძლონ. მართალია, ორგანიზმი თავად ახერხებს გულის დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, მაგრამ ახალი ქსოვილი იმ თვისებებით არ გამოირჩევა, რაც გულს სჭირდება. ასე რომ, ადამიანის მთავარი მამოძრავებელი აგრეგატი ძალას თანდათან კარგავს.

ჯეიმს კამერონმა მარიანის ღრმული მოინახულა

James Cameron Completes Record-Breaking Mariana Trench Dive
31 მარტი
კანადური წარმოშობის ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯეიმს კამერონმა, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა, ოღონდ ამჯერად არა კინოს სამყაროში. ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც ეულად მოინახულა ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ადგილი - მარიანის ღრმული. ამასთან, ის გახდა მესამე ადამიანი, ვისაც ოდსმე ამ სიღრმისთვის მიუღწევია.

მთვლელი 123