Monday, July 16, 2012

უნივერსალურ სარაკეტო-რეაქტიულ ძრავს წარმატებული ტესტები ჩაუტარდა

SABRE on course to chill SKYLON into orbit
16 ივლისი
ბრიტანულმა აეროკოსმოსურმა კომპანია „რეაქშნ ენჯინსმა“ გამოაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებულ რევოლუციურ უნივერსალურ სარაკეტო-რეაქტიულ ძრავს ერთ-ერთი მთავარი ელემენტის, წინასწარი გამაგრილებელი სეგმენტის წარმატებული ტესტები ჩაუტარდა. ძრავი SABRE-ს (სინერგიული აირით მსუნთქავი სარაკეტო ძრავი) სახელითაა ცნობილი და ის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია უფრო ფართომასშტაბიანი პროექტისა, რომელიც უნივერსალურ კოსმოსურ ხომალდ „სკაილონის“ აგებას ითვალისწინებს.
„რეაქშნ ენჯინსი“ ირწმუნება, რომ ასეთი ძრავებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, ჩვენი პლანეტის ნებისმიერი წერტილს მაქსიმუმ 4 საათში მიაღწევს. უფრო მეტიც, ის თავისუფლად შესძლებს კოსმოსში გასვლას და ორბიტამდე მიღწევას.
ძრავის წინასწარი გამაგრილებელი, მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობის საშუალებას იძლევა. რიგი პრობლემების დაძლევის, კერძოდ ძრავის წონის ეგრეთ წოდებულ საფრენ წონამდე შემცირების შემდეგ, მას პირველი ფუნქციური ტესტები ჩაუტარდა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ აგრეგატი სტრუქტურულად ინტეგრირებულია, არის აეროდინამიკურად მდგრადი და ვიბრაციისადმი მედეგი.
წინასწარი გამაგრილებლის ტესტები ზოგადია და სრულყოფილ სურათს არ იძლევა. მომდვნ ტესტების დროს, ამ სისტემას სრულფასოვანი ტესტები ჩაუტარდება, რომლის დროსაც მისი ქმედუნარიანობა და საიმედოობა შემოწმდება.
აღსანიშნავია, რომ „რეაქშნ ენჯინსმა“ SABRE-ს შემუშავება 22 წლის წინათ დაიწყო. პროექტზე სხვადასხვა დროს, 30-ზე მეტი მეცნიერი მუშაობდა. ტექნლოგიების განვითარებამ, მათ ბევრი ისეთი პრობლემის გადაჭრის საშუალება მისცა, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი ჩანდა.
ძრავში წინასწარი გამაგრილებელი უშუალოდ ჰაერის ამღების უკანაა მოთავსებული. მაღალი სიჩქარით ფრენისას, აქ შეკუმშული და გადახურებული ჰაერი ცივდება. ეს აირი სარაკეტო საქშენთან თხევად საწვავს (წყალბადს) ერევა, რა დროსაც ხდება აალება და წარმოქმნილი ჭავლი, გამწევ ძალას წარმოქმნის. მაღალ წნევამდე შეკუმშული ჰაერი იმის საშუალებას იძლევა, რომ ძრავმა ძალიან მაღალ სიჩქარესა და დიდ სიმაღლეზეც იმუშაოს. გამაგრილებელი კი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ძრავის ტანის კონსტრუქციაში შესაძლებელი იყოს ისეთი მსუბუქი მეტალის გამოყენება, როგორიც ალუმინია.
მას შემდეგ, რაც საფრენი აპარატი 28.5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწევს და ამ დროს მისი სიჩქარე 5 მახზე მეტი (ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი) იქნება, ძრავი დახურული ციკლით მუშაობას დაიწყებს და სპეციალურ ავზებში შენახული წყალბადის და ჟანგბადს შერევის (წვის) ხარჯზე იმუშავებს. ეს კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ „სკაილონმა“ ორბიტული სიჩქარე განავითაროს, ატმოსფერო დატოვოს და კოსმოსშ იმოგზაუროს.
„რეაქშნ ენჯინსმა“ თავისი ძრავი ფარნბოროს საავიავიო შოუზე გამოფინა.

1 comment:

  1. Why no casino is better than the casino
    With 제주도 출장마사지 hundreds 안동 출장안마 of players visiting 경상남도 출장샵 the casino daily, the excitement of the casino has been overwhelming. When it comes to quality 1xbet korean games, Jun 7, 2020 · Uploaded by Online 룰렛 게임 Gaming News

    ReplyDelete

მთვლელი 123