Thursday, June 28, 2012

„კონკორდის“ შემცვლელს ფარნბოროში გაგვაცნობენ


"Son of Concorde" to fly London-to-Sydney in 4 hours?
28 ივნისი
„კონკორდის შვილი“
„კონკორდის შვილი“ - ამჟამად ასე მოიხსენიებენ მომავლის ზებგერით თვითმფრინავს, რომელსაც ლონდონიდან სიდნეიმდე მგზავრების ოთხ საათში გადაყვანის უნარი ექნება. მისი სიჩქარე 4 000 კმ/სთ-ს მიაღწევს, რაც „კონკორდის“ მაქსიმალურ სიჩქარეზე თითქმის ორჯერ მეტია.

ამ თვითმფრინავის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თუმცა, მალე მის შესახებ ერთობლივ განცხადებას აეროკოსმოსური გიგანტების, „ბოინგის“ და „ლოკჰიდ მარტინის“, ასევე რეაქტიული ბიზნეს თვითმფრინავების მწარმოებელი „გალფსტრიმ აეროსპეისის“ წარმომადგენლები გამოაქვეყნებენ. ეს ლონდონის მახლობლად, ფარნბოროს საავიაციო გამოფენა-შოუზე მოხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი კომპანია ახალ ზებგერით თვითმფრინავის პროექტს ერთობლივად შეიმუშავებს და ისინი წარმოებისთვის მის მომზადებასა და წარმოებასაც გადაინაწილებენ. მათ გარდა, ამ პროექტში მონაწილეობით დაინტერესებას NASA-ც გამოხატავს, რომელიც მზადაა, თავისი ტექნოლოგიები და სხვა რესურსები მოახმროს პროექტს.
„გალფსტრიმ აეროსპეისს“ შემუშავებული აქვს პროექტი, სახელად X-54, რომელიც მომავალი ზებგერითის პირვანდელი პროტოტიპია. ამ პროექტზე მუშავდება ზებგერითი სიჩქარისას ფრენის სხვადასხვა ასპექტები და მუშავდება აეროდინამიკური კონფიგურაცია, რომელმაც რიგი პრობლემების გადაჭრა უნდა გააადვილოს.
კონკორდი
ინტერნეტით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, სამ კომპანიას პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს ეგრეთ წოდებული ზებგერითი დარტყმის პრობლემა. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ „კონკორდს“ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი აეროპორტები ღებულობდა - ზებგერით სიჩქარეზე გადასვლას მძლავრი ბგერითი დარტყმა სდევს, რაც დასახლებულ პუნქტებში არასასურველი და აკრძალულია.
„გალფსტრიმ აეროსპეისი“ საცდელ X-54-ზე სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობს. მისი სპეციალისტები გვპირდებიან, რომ მომავალ ზებგერით ლაინერს დაახლოებით ისეთივე ხმა ექნება, რაც ტაშის შემოკვრას. სპეციალისტებს აინტერესებთ, რის ხარჯზე მოხერხდება ეს. ასევე საინტერესოა, გარეგნობის მხრივ, ახალ თვითმფრინავს რამე საერთო თუ ექნება „კონკორდთან“.
ახალი თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია უაღრესად გასაიდუმლოებულია. მართალია, პერიოდულად მწირი ინფორმაცია გაჟონავს ხოლმე, მაგრამ მთავარი პარამეტრები საიდუმლოდ ინახება, რათა მათი გამოყენება კონკურენტებმა ვერ შეძლონ. სხვათა შორის, პერესტროიკის შემდეგ, „გალფსტრიმი“ რუსულ „სუხოისთან“ პარტნიორობით აპირებდა ზებგერითი ბიზნეს თვითმფრინავის შექმნას, რომლის ბაზისადაც გამანადგურებელ სუ-27-ის გამოყენება იგეგმებოდა. თუმცა შემდეგ ეს პროექტი ჩაიშალა.
ცნობისათვის, ფარნბოროს საავიაციო შოუ სტარტს 12 ივლისს აღებსი

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123