Friday, March 25, 2011

იაპონია დანგრეულიც გვაოცებს
Japanese repair quake-ravaged road in just six days
25 მარტი

იაპონია რომ 9-ბალიანმა მიწისძვრამ შეარყია და მერე 10-მეტრიანმა ცუნამიმ მიწასთან გაასწორა, ბევრს დაებადა კითხვა - რა დრო დასჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ სტიქიით გაპარტახებულ პრეფექტურებში ნორმალური ცხოვრების რეჟიმი დააბრუნოს.
ამომავალი მზის ქვეყანას ელექტროენერგიის რამდენიმე სერიოზული წყარო მოაკლდა, იგრძნობა წყლის და საკვების დეფიციტი, დასაბინავებელია ხალხი, გაჩერებულია ქარხნები. მოკლედ, სტიქიის რეგიონში ცხოვრება თითქოს პარალიზებულია, თუმცა როგორც ამ ფოტოებიდან ჩანს, არც ასეა საქმე.

Sunday, March 13, 2011

მეზობელი ვარსკვლავებისკენ თერმობირთვული „იკარუსი“ გაფრინდება
13 მარტი

„დედალუსი“
==============================

ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ვარსკვლავთშორისი ფრენებისთვის ვარგისი ხომალდის კონცეპციის შემუშავებას იწყებენ. ხომალდის, რომლითაც მეზობელ ვარსკვლავებამდე 50-100 წელიწადში მიღწევა იქნება შესაძლებელი. ასეთი ვადები ორიენტირად იმისთვის აირჩიეს, რომ მათ, ვინც აპარატის გაშვებაში მიიღებს მონაწილეობას, თუნდაც მცირე შანსი ჰქონდეთ იმისათვის, რომ მიზნის მიღწევის სიგნალის მიღებას მოესწრონ.

Tuesday, March 8, 2011

ისრაელში მზის მცურავი ელექტროსადგური მოიგონეს
8 მარტი
ებრაულმა კომპანია „სოლარის სინერჯიმ“ მზის გამოსხივებაზე მომუშავე უჩვეულო ელექტროსადგურის პროექტი შეიმუშავა, რომელიც სადგურის წყლის ზედაპირზე განთავსებას ითვალისწინებს. „სოლარის სინერჯის“ სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ სადგურის ცალკეული ელემენტები ტივტივა სტრუქტურაზე დაამაგრონ და ეს ელემენტები ზღვაში (ან ტბაში და წყალსაცავში) გაუშვან, სადაც მათს საფუძველზე, სადგური აიგება. ამგვარად, შესაძლებელი იქნება მზის სადგურის აშენება ისე, რომ მან ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი არ დაიკავოს.
პენტაგონმა მეცნიერებს რობოტები შეუკვეთა
8 მარტი
როგორც ჩანს, მალე ამერიკის შეიარაღებულ ძალებში რობოტი ჯარისკაცები გამოჩნდებიან. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობაა ის ფაქტი, რომ აშშ-ის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA - დიფენს ედვანსედ რისერჩ პროჯექტს ეგენსი) და კომპანია „ბოსტონ დაინემიქსმა“ გააფორმეს მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლის შესაბამისადაც, რობოტების შექმნაზე სეციალიზებულმა „ბოსტონ დაინემიქსმა“ ორი ტიპის საცდელი რობოტი უნდა დაამზადოს.

მთვლელი 123