Thursday, September 17, 2009


მიზნობრივი ქიმიოთერაპია გვერდითი მოვლენების გარეშე
Targeted chemotherapy - fighting cancer without the side effects
17 სექტემბერირობერტ გოლდმენი
...................................................


და აი, ცხრაწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. შეიქმნა საკმაოდ მარტივი ხელსაწყო, კათეტერი სახელწოდებით ”აიზოფლოუ”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ერთდროულად სიმსივნური წარმონაქმნისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტა, მათი იზოლირება პაციენტის სხეულის დაუავადებელი ნაწილისგან და დაავადებულ არეში ინტენსიური ქიმიოთერაპიული კურსის ჩატარება.
დაავადებული ორგანოს იზოლირუბულად მკურნლობის მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ არ ხდება ძლიერმოქმედი წამლის მთელ სხეულში გაბნევა და შესაბამისად, ამით მთელი ორგანიზმის მოწამვლა, რაც არსებული ქიმიოთერაპიული კურსების მთავარი და ძალიან ხშირად, დამღუპველი გვერდითი მოვლენაა.
კათეტერის შპრიცები
............................................................

”აიზოფლოუ” იმითაცაა საინტერესო, რომ მისი მეშვეობით, წამლის სასურველ ადგილას მაღალი კონცენტრაციით მიწოდებაა შესაძლებელი, რაც სიმსივნესთან უფრო ეფექტური ბრძოლის საშუალებას იძლევა. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ კათეტერმა აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციისგან, გამოყენების სერტიფიკატი უკვე მიიღო.
ქიმიოთერაპია ბევრ შემთხვევაში, კიბოს მკურნალობის აგრესიული და ეფექტური საშუალებაა, მაგრამ ხშირად, მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები იჩენს თავს, რაც მკურნალობის დადებით მხარეებს გადასწონის. ქიმიოთერაპიის მთავარი თვისება ისაა, რომ ის მთელ ორგანიზმში სწრაფად გამრავლებად უჯრედებს პოულობს და ანადგურებს. ასეთებს შორის, კიბოს უჯრედების გარდა, კანის, თმის და ძვლის ტვინის, ასევე პირის ღრუს და საჭმლის მომნელებელი ორგანოების უჯრედებიცაა.
ინტერნეტ-ჟურნალ www.gizmag.com-ის ჟურნალისტი, რომელმაც ეს სტატია გამოაქვეყნა, წერს, რომ რამდენიმე წლის წინ, მასაც დასჭირდა ქიმიოთერაპიის კურსის გავლა. ის ყვება, რომ მართალია, სხებთან შედარებით, მკურნალობისას მას არცთუ ძლიერი გვერდითი მოვლენები ჰქონდა, მაგრამ დასძენს, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჭამა არ შეეძლო, ერთთავად გაბრუებული და ღონემიხდილი იყო. ექიმებმა მას დაბალი ინტენსივობის, ხანმოკლე თერაპიით უმკურნალეს.
კათეტერი ძარღვის სიმსივნის სეგმენტს უახლოვდება
..............................................................................................

როგორ შეირჩა ეფექტური მეთოდი
ბიზნსმენი, რომლის მოწადინებითაც ”აიზოფლოუ” შეიქმნა, რობერტ გოლდმენია. 1990-იანი წლების მიწურულს, მის დას კიბოს ბოლო სტადიის დიაგნოზოზი დაუსვეს, რის გამოც სამკარნალოდ ქიმიოთერაპიის ინტენსიური კურსი დაუნიშნა. იმ იმედეთ, რომ იქნებ როგორმე დახმარებოდა, გოლდმენმა კიბოს სამკურნალო სხვადასხვა ექსპერიმენტული მეთოდების კლინიკური კვლევების ძიება დაიწყო. მას სჯეროდა, რომ მკურნალობის რაიმე ექსპერიმენტულ და შედარებით ეფექტურ საშუალებას მიაგნებდა, რომელიც ჯერ არ იყო ლიცენზირებული.
გოლდმენმა აღმოაჩინა, რომ ბევრი კვლევის დროს, კიბოს მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ეფექტს იძლეოდა, მაგრამ ისინი კლინიკურად დადასტურებული არ იყო და შესაბამისად, არ დანერგილა. ერთ-ერთ ასეთ კვლევაში ეწერა, რომ კიბოს ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია, თუ სამკურნალო საშუალება უშუალოდ სიმსივნურ წარმონაქმნს მიეწოდება. აღნიშნული კვლევა 1987 წელს ჩატარებულა, მაგრამ გაგრძელება არ მოჰყოლია.
გოლდმენმა კი მიზნად ამ მეთოდოლოგიის დახვეწა და ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება დაისახა, რომლითაც ამ კვლევის ეფექტურად განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი.
კათეტერმა სისხლძარღვის სიმსივნის სეგმენტი გასაბერი ბურთულაკებით გადაკეტა
..........................................................................................

მიზნობრივი ქიმიოთერაპია
კიბოს ერთი საინტერესო თვისება აქვს - ის საკუთარი სისხლძარღვების მეშვეობით, სისხლის მიმწოდებელ ვენას უკავშირდება და მისგან ჟანგბადით მდიდარი სისხლით საზრდოობს. ჟანგბადი მისი არსებობისა და გამრავლებისთვის აუცილებელი საზრდოა.
გოლდმენმა წამოაყენა იდეა, რომელიც იმდენად წვრილი კათეტერის შექმნას ითვალისწინებდა, რომ მას პაციენტის სისხლძარღვებში შეეღწია. სიმსივნური წარმონაქმნის სიახლოვეს ”დაბანაკების” შემდეგ, კათეტერს ძარღვის შიგნით, ჩაკეტილი ზონა უნდა შეექმნა, რომელიც სისხლს შიდა მილით ისე გაატარებდა, რომ კიბოს სისხლძარღვებისთვის გვერდი აევლო. როგორც კი სიმსივნურ წარმონაქმნს სისხლის მიწოდება შეუწყდბოდა, სისტემას ძარღვის დამშრალ სადინარში, რომელთანაც კიბოს სისხლძარღვებია დაკავშირებული, სამკურნალო საშუალება უნდა შეეშვა.
ამ შემთხვევაში, ქიმიოთერაპიული საშუალება გამანადგურებლად მხოლოდ კიბოს უჯრედებზე იმოქმედებდა, პაციენტის ჯანმრთელ ორგანოებს კი პრაქტიკულად არ დააზიანებდა. გოლდმენმა ორი წლის განმავლობაში კვლევებს 1.8 მილიონი დოლარი მოახმარა და შედეგად, შექმნა კათეტერი მის მიერვე მოფიქრებული სახელწოდებით ”აიზოფლოუ ინფუჟნ კათეტერ”, შემდეგ ახალი კომპანია ”ვასკულარ დიზაინსი” დააარსა და მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის ტექნოზოლოგიური დამუშავება დაიწყო და იმდენს მიაღწია, რომ მისი კათეტერის აშშ-ში გამოყენების უფლება მოიპოვა.
კათეტერ ”აიზოფლოუს” ძირითადიზი ნაწილი წვრილი მილია, რომლის საჭირო ადგილამდე მიღწევა და მართვაც მის შიგნით მდებარე მავთულით ხდება. პაციენტის სხეულის გარეთ რჩება ორი შპრიცი, რომელთაგან ერთი სისხლძარღვის გადასაკეტად განკუთვნილ მცირე ბურთულაკების გაბერვას უზრუნველყოფს (რის შემდეგაც სისხლძარღვის არჩეული სეგმენტი ჩაიკეტება), მეორეში კი ქიმიოთერაპიული საშუალებაა მოთავსებული.
მილში კიდევ ორი გამტარი მილაკია. ერთი იმისთვის, რომ ვენის ჩაკეტილი უბნის გვერდის ავლით, სისხლის ჩვეულებრივი მიმოქცევა უზრუნველყოს. მეორე კი ჩაკეტილ სეგმენტში წამლის შესაშვებად გამოიყენება. როგორც კი ვენის ჩაკეტილ უბანში წამალი მოხვდება, კიბოს სხეულის სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვები მას შეიწოვენ და კიბოსკენ მიმართავენ. წამლის მიწოდება ლოკალურია და ის პაციენტის სხეულის დაუავადებელ ნაწილში არ ხვდება. შედეგად, მკურნალობის ამ მეთოდს გვერდითი მოვლენებიც არ აქვს. იმავდროულად, წამალი პირდაპირ მოქმედებს კიბოზე და მას ანადგურებს.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ ამ პრინციპის ანიმაციური მოდელი შემდეგ მისამართზე:
სიმსივნისთვის ქიმიის მიწოდება დაიწყო
.......................................................................................

***
”ვასკულარ დიზაინსს” 7 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ აშშ-ის კვებისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის და კათეტერის სამკურნალოდ გამოყენების უფლება მიეღო. ბოლო კლინიკური ”გამოცდა” ახალი ჩაბარებულია და როგორც ”ვასკულარ დიზაინსი” იუწყება, 1-2 თვეში პირველი პაციენტების მკურნალობას დაიწყებს. ამასთან, გოლდმენის კომპანია ვარაუდობს, რომ მალე მის მეთოდოლოგიას სხვა ქვეყნებშიც აუნთებენ მწვანე შუქს.
გოლდმენი ამბობს, რომ მისი კათეტერით შესაძლებელია ისეთი სიმსივნეების მკურნალობა, რომლებიც ჯანმრთელი სხეულისგან გამოკვეთილია და სისხლის ავტონომიური მომარაგების სისტემა გააჩნია. ამასთან ამ მეთოდით შესაძლებელი იქნება ბევრი ისეთი პაციენტის განკურნებაც, რომელთა სიმსივნეც ჩვეულებრივ ქიმიოთერაპიულ კურსზე არ რეაგირებს. დაკიდევ, ამიერიდან, ექიმებს კიბოსათვის იმაზე გაცილებით მომაკვდინებელი წამლების გამოყენეების საშუალება მიეცემათ, ვიდრე ახლა იყენებენ...
პუბლიკაცია მომზადებულია www.gizmag.com-ში გამოქვეყნებული ლოზ ბლეინის (Loz Blain) სტატიის მიხედვით, მერაბ ლორთქიფანიძის მიერ

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123