Monday, April 2, 2012

ქარის მფრინავი ტურბინა იაფფასიან ენერგიას იძლევა

Floating wind turbines to produce low cost renewable energy
2 აპრილი
ამერიკულმა კომპანია „ალტაეროს ენერჯიზმა“ უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა. ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.
პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდ, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

„ენვიამ“ რეკორდულად ტევადი ელემენტი შეიმუშავა

Envia Systems claims energy density record for lithium-ion batteries
2 აპრილი
კალიფორნიაში ბაზირებულმა კომპანია „ენვია სისტემზმა“ გამოაცხადა, რომ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ენერგიის რეკორდულად მაღალ სიმკვრივეს მიაღწია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტული ელემენტების ენერგოტევადობამ კილოგრამზე 400 ვატ-საათს მიაღწია. ეს კი ორ-სამჯერ მეტია იმ ელემენტების ტევადობაზე, რომლებსაც თანამედროვე ელექტრომობილებზე იყენებენ. უფრო მეტიც, „ენვია“ ირწმუნება, რომ მისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ელემენტები არსებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებზე ორჯერ იაფიც ეღირება.

Sunday, April 1, 2012

ჰიდროგელი გულის დაზიანებულ ქსოვილს აღადგენს

Hydrogel could grow new heart tissue, without the need for surgery
1 აპრილი
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და მეცნიერები ბევრს ფიქრობენ და შრომობენ იმაზე, რომ გულის შეტევის შედეგად დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების აღდგენა შეძლონ. მართალია, ორგანიზმი თავად ახერხებს გულის დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, მაგრამ ახალი ქსოვილი იმ თვისებებით არ გამოირჩევა, რაც გულს სჭირდება. ასე რომ, ადამიანის მთავარი მამოძრავებელი აგრეგატი ძალას თანდათან კარგავს.

ჯეიმს კამერონმა მარიანის ღრმული მოინახულა

James Cameron Completes Record-Breaking Mariana Trench Dive
31 მარტი
კანადური წარმოშობის ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯეიმს კამერონმა, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა, ოღონდ ამჯერად არა კინოს სამყაროში. ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც ეულად მოინახულა ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ადგილი - მარიანის ღრმული. ამასთან, ის გახდა მესამე ადამიანი, ვისაც ოდსმე ამ სიღრმისთვის მიუღწევია.

Monday, March 26, 2012

ახალი ტექნოლოგია მზის ელემენტების ფასს შეამცირებს

New production process could cut solar cell prices by half
25 მარტი
მზის ენერგიის უფრო ეფექტურად ასათვისებლად, ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად, მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდაა მიჩნეული. არის მეორე გზაც - ამ ელემენტების გაიაფება. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ენერგიის მისაღებად, ელემენტების რიცხვის ზრდაც საკმარისი იქნება. მისისიპიში ბაზირებულმა კომპანია „ტუინ ქრიკს ტექნლოჯიზმა“ შეიმუშავა მზის ელემენტების წარმოების სრულიად ახალი პროცესი, რომელიც უფრო მეტი და ეფექტური ელემენტის ორჯერ იაფად წარმოების საშუალებას იძლევა.

Friday, March 16, 2012

„გუდიარი“ კოსმოსის მკვლევარებისთვის „ზამბაროვან საბურავებს“ ქმნის

Goodyear develops new 'Spring Tire' for space exploration
16 მარტი
„გუდიარის“ სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ. ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.

Tuesday, March 6, 2012

ლოტუსი, რომელიც მზის სხივებს აგროვებს

Multi-use solar collector inspired by lotus flower
5 მარტი
რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ყვავილ ლოტუსსა და ენერგეტიკას შორის? პირდაპირი არც არანაირი. მაგრამ თურმე, ყვავილის ბუნების შესწავლით, მეცნიერებმა შეიძლება შთაგონების ისეთი წყარო მიიღონ, რომელიც მათ ძალიან სასარგებლო სიახლის შექმნამდე მიიყვანს.
სწორედ ასე მოხდა კომპანია „მონარხ პაუერის“ შემთხვევაში, რომლის ინჟინრებმაც, დანადგარი სახელად „მონარხ ლოტუსი“ (თავიდან მას სოლარ ამბრელა, ანუ მზის ქოლგა ერქვა) შეიმუშავეს. მას სწორედ ლოტუსის ფორმა აქვს და განსაკუთრებით ეფექტურად აგროვებს როგორც სითბოს, ასევე შეუძია, ამ სითბოს ელექტროენერგიად გარდაქმნა.

Monday, March 5, 2012

„გოუჯეტ“ - უპილოტო თვითმფრინავი რეკორდული სიჩქარით

Record-breaking supersonic UAV jet in the works
4 მარტი
კოლორადოს უნივერსიტეტის აეროკოსმოსური დარგის ინჟინერი რაიან სტარკი მუშაობს უპილოტო ჰიპერბგერით თვითმფრინავზე, რომელიც მისი თქმით, თავის კლასში ყველაზე სწრაფიც იქნება და რომელიც საწვავის ეკონომიური ხარჯვით უნდა გამოირჩეოდეს.

Thursday, March 1, 2012

იაპონური კომპანია კოსმოსურ ლიფტს 2050 წლისთვის გვპირდება

Japanese company plans to have space elevator "up" and running by 2050
29 თებერვალი
იაპონური სამშენებლო კომპანია „ობაიაში კორპორეიშნი“ გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს. როგორც გაზეთი „დეილი იომიური“ იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

Wednesday, February 29, 2012

„სანფლაუერი“ სახლს მზის შუქით გაგინათებთ

The Sunflower focuses sunlight where you want it
29 თებერვალი
შტატ მასაჩუსეტსში ბაზირებული კომპანია „ვიკოდას“ მიერ შექმნილი დანადგარი, სახელად „სანფლაუერი“ (მზესუმზირა), თქვენი სახლის ფანჯარას მზის სხივს იმ შემთხვევაშიც სტყორცნის, თუ მანათობელი სახლის მეორე მხრიდან ანათებს. სისტემა ჩვეულებრივი ჰელიოსტატია. მის მთავარ დეტალებს სარკეების სისტემა წარმოადგენს, რომელსაც ძრავიანი მექანიზმი ავტომტურად იმ მხარეს მიმართავს, საითაც დაავალებთ. მზის მოძრაობის კვალობაზე, ჰელიოსტატის სარკეების განლაგება ისე იცვლება, რომ ისინი სასურველი მიმართულებით სხივს მაინც გზავნიან. ამაში კი სპეციალური სენსორული სისტემა ეხმარება.

Wednesday, February 15, 2012

„მოლერი“ ახალი ტიპის მფრინავ ავტომობილზე მუშაობს

MOLLER INTERNATIONAL DEVELOPS TWO NEW LIGHT-SPORT SKYCARS
15 თებერვალი
ამერიკულმა კომპანია „მოლერ ინტერნეიშნლმა“ გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი. ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად „სკაიქარ 100LS“ უწოდეს, ხოლო მეორე - „სკაიქარ 200LS“, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, „სკაიქარ 100LS-ზე“ ისინი მანქანის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, „სკაიქარ 200LS-ზე“ კი - გვერდებზე.

Tuesday, February 14, 2012

ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების უდიდესი საზღვაო ფერმა ამოქმედდა

14 თებერვალი
ბრიტანეთში, ირლანდიის ზღვის სანაპირო ზოლში, ქარის ახალი ელექტროსადგური ამოქმედდა, რომელშიც „სიმენსის“ წარმოების 102 უზარმაზარი ტურბინაა გაერთიანებული. ტურბინების ფრთების დიამეტრი 107 და 120 მეტრია. ელექტროსადგურს ენერგიით 320 000 სახლის უზრუნველყოფა შეუძლია.

Wednesday, February 8, 2012

როლერ ქოსტერი უწონადობის შეგრძნებით

A Roller Coaster That'll Leave You Weightless for Eight Long Seconds
7 თებერვალი

დღეისათვის, მსოფლიოში უსწრაფესი როლერ ქოსტერი (ეგრეთ წოდებული ამერიკული გორაკები), სახელად „ფორმულა როსა“, აბუ დაბიში, „ფერარის“ მსოფლიო გასართობ ცენტრში მოქმედებს. ის იტალიური კომპანიის მონაწილეობით შეიმუშავეს და რა თქმა უნდა, მისი ვაგონები „ფერარის“ ფორმულა ერთის ბოლიდებს მოგაგონებთ, მათზე გასეირნებით კი მძაფრი შეგრძნებები გარანტირებული გაქვთ.

Tuesday, February 7, 2012

ამერიკელებმა მართვადი ტყვია შეიმუშავეს

7 თებერვალი

ამერიკული ჯარის განკარგულებაში, მალე მართვადი ტყვიები გამოჩნდება, რომლებიც მიზანს ლაზერული სხივის დახმარებით მიაღწევენ. პენტაგონის დაკვეთით, ასეთი იარაღის პროტოტიპი კორპორაცია „სანდიას“ (კომპანია ლოკჰიდ მარტინს ეკუთვნის) ეროვნულ ლაბორატორია „სანდიას“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ტყვია ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს, თუმცა ლაბორატორიაში ჩატარებულმა ცდებმა და კომპიუტერულმა მოდელირებამ ცხადყო, რომ ის სრულიად განხორციელებადია.

Tuesday, January 31, 2012

ჩინელებმა 15 დღეში 30–სართულიანი სასტუმრო ააგეს (ვიდეო)

31 იანვარი
ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, მშენებლობის მსოფლიო რეკორდი დამყარდა – კომპანია „ბროუდ სასტეინებლ ბილდინგის“ (BSB) 200–ს მშენებლებს სულ რაღაც 360 საათი ეყოთ მიმისათვის, რომ 30–სართულიანი სასტუმრო T30 აეგოთ. თანაც, მათ არამხოლოდ მზიდი სტრუქტურა ამოიყვანეს და გარედან მოაპირკეთეს, არამედ მთლიანად კეთილმოაწყვეს და დამკვეთს ჩააბარეს.

მთვლელი 123