The Sunflower focuses sunlight where you want it
29 თებერვალი
შტატ მასაჩუსეტსში ბაზირებული კომპანია „ვიკოდას“ მიერ შექმნილი დანადგარი, სახელად „სანფლაუერი“ (მზესუმზირა), თქვენი სახლის ფანჯარას მზის სხივს იმ შემთხვევაშიც სტყორცნის, თუ მანათობელი სახლის მეორე მხრიდან ანათებს. სისტემა ჩვეულებრივი ჰელიოსტატია. მის მთავარ დეტალებს სარკეების სისტემა წარმოადგენს, რომელსაც ძრავიანი მექანიზმი ავტომტურად იმ მხარეს მიმართავს, საითაც დაავალებთ. მზის მოძრაობის კვალობაზე, ჰელიოსტატის სარკეების განლაგება ისე იცვლება, რომ ისინი სასურველი მიმართულებით სხივს მაინც გზავნიან. ამაში კი სპეციალური სენსორული სისტემა ეხმარება.
სისტემას, მისი მართვის პროცესორიანად, ენერგიით თავად მზე კვებავს. სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციას პროცესორი გადაამუშავებს და მოძრაობის სერვერებს შესაბამის ბრძანებებს უგზავნის. მცირე ელექტროძრავიც მზის ენერგიაზე მუშაობს. დანადგარის დამონტაჟებას სპეციალური მომზადბა და ინსტრუმენტები არ ესაჭიროება.
დამონტაჟების და დავალების მიცემის შემდეგ, „სანფლაუერი“ სრულიად ავტომატურ რეჟიმში იწყებს მუშაობას. ის მზის ამოსვლისთანავე აქტიურდება და სენსორების დახმარებით, სარკეებს მანათობლის ტრაექტორიის შესაბამისად, ისე გადააადგილებს, რომ მათგან არეკლილმა სხივებმა, სასურველი ფანჯარა გაანათოს. სარკეების ჯამური ფართობი, დაახლოებით ნახევარ კვადრატულ მეტრს აღწევს. მათი მეშვეობით, დაახლოებით 50 000 ლუმენის სხივს (100-ვატიანი ნათურა 1500 ლუმენს იძლევა) სასურველ ადგილას მიიღებთ. ბნელი ოთხაის განათების გარდა, სხივის გამოყენება საყვავილის გასანათებლად, სარეცხის გასაშრობად, ნესტიანი ადგილების გასაშრობად და სხვა დანიშნულებით შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ ამავე პრინციპით მომუშავე ჰელიოსტატებს ადამიანი ინდუსტრიულად უკვე იყენებს. ასეთი დანადგარები ყველაზე ხშირად მზის თბურ ელექტროსადგურებში გამოიყენება, სადაც სარკეების სისტემის მეშვეობით, მზის სხივების ერთ ადგილას კონცენტრირება და თბურ ენერგიად გარდაქმნა ხდება.
აღსანიშნავია, რომ მასაჩუსეტსში კიდევ ერთი კომპანია მოქმედებს, რომელიც ჰელიოსტატებს უშვებს. თუმცა მისი პროდუქცია მხოლოდ ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენება, რადგან აქამდე, პატარა ჰელიოსტატებზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა არ არსებობდა.
დაბოლოს, „ვიკოდა“ სახლის ჰელიოსტატ „სანფლაუერს“ საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ჰყიდის. თითოეული დანადგარი 399 დოლარი ღირს, რასაც დამონტაჟების საფასური - 50 დოლარი ემატება.
No comments:
Post a Comment