31 იანვარი
ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, მშენებლობის მსოფლიო რეკორდი დამყარდა – კომპანია „ბროუდ სასტეინებლ ბილდინგის“ (BSB) 200–ს მშენებლებს სულ რაღაც 360 საათი ეყოთ მიმისათვის, რომ 30–სართულიანი სასტუმრო T30 აეგოთ. თანაც, მათ არამხოლოდ მზიდი სტრუქტურა ამოიყვანეს და გარედან მოაპირკეთეს, არამედ მთლიანად კეთილმოაწყვეს და დამკვეთს ჩააბარეს.
რა თქმა უნდა, მშენებლობის დროს ბეტონი არ გამოუყენებიათ. ამასთან, შენობა მონოლითური არაა და ის ფოლადის ცალკეული კონსტრუქციებისგან ააწყეს. ეს კონსტრუქციები BSB–ს ქარხანაში წინასწარ მომზადდა და ისინი სამშენებლო მოედანზე, მშენებლობის დაწყებამდე მიიტანეს. ფოლადისგან დამზადდა სართულებს შორის ტიხრები, ამ სტრუქტურებში კი წინასწარ გაიყვანეს ელექტროსადენები, კონდიცირების სისტემები. იატაკებიც კი წინასწარ ნაწილობრივ მოპირკეთებული იყო. წინასწარ მომზადებული იყო კიბეების სტრუქტურებიც და გარე კედლებიც, რომელთა სისქეც 15–სანტიმეტრს შეადგენს. კედლები წინასწარ შეფუთეს თბოიზოლაციით, გარეთა მხარეს კი შუშით შემოსეს. სიენენის ინფორმაციით, სამშენებლო მოედანზე, შენობის დაახლოებით 93 პროცენტი, მზა პროდუქციის სახით მიიტანეს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შენობის აწყობისას, მშენებლებს ცალკეული სტრუქტურების ერთმანეთთან მორგებაზე დრო არ ეკარგებოდათ, რადგან ქარხანაში ისინი +–0.2–მილიმეტრიანი სიზუსტით იყო დამზადებული. იმის გამო, რომ კონსტრუქციები ადგილზე მშენებლობის დაწყებამდე მიიტანეს, სამშენებლო მოედანს 17 000 კვადრატული მეტრი ფართი დაეთმო.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – კომპანია BSB–მა შენობის მაკეტს წინასწარ, ვიბრაციულ სტენდზე ჩაუტარა გამოცდა, რომელმაც აჩვენა, რომ სასტუმროს 9–ბალიანი მიწისძვრის გაძლება შეუძლია. სულ სასტუმროში 316 სტანდარტული, 32 ლუქს, 8 საელჩო ლუქს და ორიც საპრეზიდენტო ნომერია. ნომრების გარდა, შენობაში ასევე განთავსდა რესტორანი, ბარი, სავარჯიშო დარბაზი და აუზი, რომელიც ზედა სართულზე მდებარეობს. სასტუმროს აქვს პარკინგი 73 მანქანისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – კომპანია BSB–მა შენობის მაკეტს წინასწარ, ვიბრაციულ სტენდზე ჩაუტარა გამოცდა, რომელმაც აჩვენა, რომ სასტუმროს 9–ბალიანი მიწისძვრის გაძლება შეუძლია. სულ სასტუმროში 316 სტანდარტული, 32 ლუქს, 8 საელჩო ლუქს და ორიც საპრეზიდენტო ნომერია. ნომრების გარდა, შენობაში ასევე განთავსდა რესტორანი, ბარი, სავარჯიშო დარბაზი და აუზი, რომელიც ზედა სართულზე მდებარეობს. სასტუმროს აქვს პარკინგი 73 მანქანისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
ჩინური კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, T30 ჩვეულებრივ სასტუმროებზე ხუთჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. მისი სავენტილაციო სისტემა კი ჰაერის დაბინუძრებას 20–ჯერ ამცირებს. ეს სისტემა ენერგო გამცვლელებითაა აღჭურვილი, რომელიც გამავალი ჰაერისგან სითბოს ითვისებს და საკუთარი საჭიროებისთვის იყენებს.
სასტუმროს მშენებლობა 17 მილიონი დოლარი დაჯდა. BSB–ის ინფორმაციით, პროექტის სიიაფე არამხოლოდ მისი მშენებლობის სისწრაფემ განაპირობა, არამედ იმანაც, რომ ამ პროცესზე მცირე რაოდენობით ელექტროენერგია დაიხარჯა. ამასთან, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მცირე რაოდენობით ნაგავი იყო გასატანი. დაკიდევ, სწრაფი მშენებლობა იმისთვისაც იყო საჭირო, რომ მოედანზე მიტანილი სტრუქტურები წვიმას არ დაეზიანებინა.
კომპანია BSB–ის ვიცე პრეზიდენტი ჯულიეტ ძიანი ირწმუნება, რომ მემონტაჟეების სათანადოდ გაწვრთნის შემდეგ, მსგავსი სტრუქტურების აშენება სულ რაღაც, 200 საათში იქნება შესაძლებელი. სკეპტიკოსების გასაგონად კი მან განაცხადა, რომ ასეთი შენობის საიმედობასა და ხარისხიანობაში დროთა განმავლობაში ყველა დარწმუნდება.ცნობისათვის, „ბროუდ გრუპმა“ სახელი ჯერ კიდევ 2010 წელს გაითქვა, როცა შანჰაის საერთაშორისო გამოფენაზე, საკუთარი 6–სართულიანი პავილიონი „ბროუდი“ 24 საათში ააგო. იმავე წელს, კომპანიამ 15–სართულიანი სასტუმრო „არკ ოტელი“ 6 დღეში ააშენა.
ძიანი დარწმუნებულია, რომ მალე სწრაფი მშენებლობა, მისი კომპანიის მთავარი ბიზნესი გახდება. ამჟამად კი მათი პროფილი, შენობების კონდიცირების ენერგო დამზოგავი კომპლექტებია, რომლებსაც BSB 75 ქვეყანაში ჰყიდის. მზა სტრუქტურებით მშენებლობის ტექნოლოგია კი „ლეგოს“ სათამაშოს პრინციპით შემუშავდა.
„მალე ჩვენი სიმძლავრეები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თვეში 20 ასეთი შენობა ავაგოთ. მოგვიანებით კი ეს რიცხვი 2.5–ჯერ გაიზრდება. და ამისათვის ერთადერთი ქარხნის სიმძლავრეები სრულიად საკმარისი იქნება“, – ამბობს სამრეწველო გიგანტ „ბროუდ გრუპის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, ჩინელი მილიარდერი ჯან იუე. სხვათა შორის, მისი კომპანია უკვე სამ ასეთ ქარხანას ფლობს, მალე კი მათი რიცხვი 40–მდე გაიზრდება.
ცნობისათვის, „ბროუდ გრუპმა“ სახელი ჯერ კიდევ 2010 წელს გაითქვა, როცა შანჰაის საერთაშორისო გამოფენაზე, საკუთარი 6–სართულიანი პავილიონი „ბროუდი“ 24 საათში ააგო. იმავე წელს, კომპანიამ 15–სართულიანი სასტუმრო „არკ ოტელი“ 6 დღეში ააშენა.
დაბოლოს, „ბროუდ გრუპს“ მომზდებული აქვს პროექტი „სკაი სიტი ვან“, რომელიც 666–მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს უნდა იყოს 200–სართულიანი შენობა, რომელიც T30–ზე აპრობირებული ტექნოლოგიით აიგება. პროექტით, „სკაი სიტი ვან–იც“ 9–ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და მასშიც ენერგო დამზოგ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. ცათამბჯენის საერთო საცხოვრებელი ფართი 1.61 მილიონი კვადრატული მეტრია და მასში ცხოვრებას 70–100 ათასი ადამიანი შესძლებს.
შენობა ნაწილობრივ საცხოვრებელი იქნება და მასში ბინების შეძენას შედარებით ღარიბი მოსახლეობაც კი შესძლებს. ამასთან, საცხოვრებლის გარდა, ცათამბჯენში უამრავი მაღაზია, ოფისი და კვების ობიექტი მოთავსდება და ამგვარად, მასშივე ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის ავტორები თვლიან, რომ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, ასეთი საცხოვრებელი კომპლექსი ცათამბჯენები ბევრ ურბანულ პრობლემას გადაწყვეტს. მათ შორის, ქუჩებში საცობების რაოდენობას შეამცირებს.
BSB–ის ინფორმაციით, „სკაი სიტი ვან–ის“ მშენებლობა სულ რაღაც, 4 თვეში დასრულდება, სულ კი ასეთი მხოლოდ ორი ცათამბჯენი აიგება.ვიდეო
T30–ის მშენებლობა
არკ ოტელის მშენებლობა
No comments:
Post a Comment