Wednesday, November 30, 2011

ესპანელმა ინჟინერმა მსოფლიოში ყველაზე პატარა V12 ძრავი შექმნა

Spanish engineer crafts "world's smallest" V-12 engine
30 ნოემბერი
ესპანელ ინჟინერს, სახელად პატელო, 1200 საათი დასჭირდა, რათა თავისი დიდი ხნის ოცნება – V12 კონფიგურაციის მინიატურული შიდაწვის ძრავი შეექმნა. მანვე დახაზა, თავადვე ჩარხავდა და ბურღავდა. მასალად ალუმინს, ბრინჯაოს და უჟანგავ ფოლადს იყენებდა. და როგორც თავადვე ამბობს, მსოფლიოში ყველაზე პატარა V12 ძრავი შექმნა.

ამ პატარა აგრეგატის მუშა მოცულობა, სულ რაღაც 12 კუბური სანტიმეტრია. საწვავ აირად, შეკუმშულ გაზს იყენებენ, რომელიც წვის კამერას 0.1 კგ/სმ2 წნევით მიეწოდება. თითოეული ცილინდრის დიამეტრი სულ რაღაც, 11.3 მილიმეტრია. საბოლოო აგრეგატი, როგორც იტყვიან, საათივით მუშაობს.
პატელო ამბობს, რომ ეს ძრავი საგანმანათლებლო მიზნით შექმნა და მის გაყიდვას არ აპირებს. ეს საინჟინრო და ტექნიკური ხელოვნების შედევრი მან თავის ოთხ შვილიშვილს მიუძღვნა. ძრავი სულ 261 ნაწილისგან შედგება, რომლებიც პატელომ თავად გამოხაზა და დაამზადა. შეიძინა მხოლოდ 222 ცალი ჭანჭიკი და ქანჩი და მათს დამზადბაზე დრო მხოლოდ იმიტომ არ დაკარგა, რომ შვილიშვილებისთვის ყურადღება არ მოეკლო...


No comments:

Post a Comment

მთვლელი 123