”რობონავტ 2” კოსმოსში გაფრინდება
NASA to Launch Robonaut 2 Robot to International Space Station
15 აპრილი
მალე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ახალი ასტრონავტი ეწვევა, რომელიც იქ სამუდამოდ დარჩება. რა თქმა უნდა, ის ადამიანი არაა. ესაა აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტოსა (NASA) და ”ჯენერალ მოტორსის” მიერ ერთობლივად შექმნილი რობოტი-ანდროიდი ”რობონავტ ”რობონავტ 2-ს” მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მას ადამიანთან ერთად და დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია და მარტივ ოპერაციებს იოლად ასრულებს. მისი მთავარი დანიშნულება კოსმოსში რთული სამუშაოების შესრულებაა. გარდა ამისა, ”ჯენერალ მოტორსი” თავის ქარხნებში მის გამოყენებასაც აპირებს.
სხვათა შორის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე დიდი ხანია მოქმედებს ერთი რობოტი (არა ადამიანის მსგავსი), სახელად ”დექსტრი”, რომელიც კანადის კოსმოსურ სააგენტოში დაამზადეს. ამ რობოტს ორი გრძელი ”ხელი” აქვს და მეტწილად სამუშაოებს ღია კოსმოსში ასრულებს. ეს ის სამუშაოებია, რომელთა შესასრულებლადაც, ასტრონავტებს სადგურის გარეთ ხანგრძლივად გასვლა მოუწევდათ.
რობოტი დაახლოებით 135 კილოგრამს იწონის და ის თავის, ორი ხელისა და ტანისგან (წელამდე) შედგება. წელს ქვემოთ, მასზე ურიკაა მიმაგრებული, რომლითაც გადაადგილებას ახერხებს. ანდროიდ-ასტრონავტს კოსმოსში ”შატლის” ისტორიაში ბოლო მისია (STS-133) გაიყვანს, რომელსაც ხომალდი ”დისქავერი” სექტემბერში შეასრულებს.
პირველ ხანებში, ”რობონავტს” შეამოწმებენ, თუ რამდენად კარგად მუშაობს ის უწონადობის პირობებში. მას ლაბორატორია ”დესტინიში”, ასტრონავტების დამხმარედ მუშაობა მოუწევს. სამომავლოდ კი NASA-ს და ”ჯენერალ მოტორსს”, მისი იმგვარად მოდიფიცირება აქვთ განზრახული, რომ რობოტმა ღია კოსმოსში გასვლა და იქ რთული სამუშაოების ავტონომიურად შესრულება შესძლოს.
”კოსმოსურ სადგურზე ”რობონავტ 2-ის” გაგზავნა მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი საქმისა, რომელიც კოსმოსის ათვისების საქმეში, ადამიანის მსგავსი რობოტების გამოყენებას ითვალისწინებს. ადამიანების და რობოტების პარტნიორობას, მზის სისტემის შესწავლისა და ათვისების საქმეში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მათი დახმარებით, ჩვენ ისეთ სამუშაოებსაც შევასრულებთ, რომელთა წარმოდგენაც კი, დღეს შეუძლებელია”, - ამბობს NASA-ს საკვლევი სისტემების ინტეგრაციის ოფისის დირექტორი ჯონ ოლსონი.
”რობონავტ 2” არამარტო ადამიანის მსგავსი აგებულებისაა, არამედ ადამიანივითვე მუშაობს. მას ადამიანის მსგავსი ხელები აქვს და იმავე ინსტრუმენტების გამოყენებაზეა სპეციალიზებული, რომლითაც ასტრონავტები სარგებლობენ. მომავალში ანდროიდები ზოგიერთი სამუშაოს დამოუკიდებლად შეასრულებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მათ მიერ ღია კოსმოსში გასვლა და იქ ისეთი ოპერაციების შესრულება იქნება, რომლებიც ადამიანისთვის სახიფათოა.
უნდა ითქვას, რომ ”რობონავტ
No comments:
Post a Comment