ზურგზე მოკიდებული ჰიდროელექტროსადგური
Hydroelectric generator can be carried like a backpack
26 მარტი
კალიფორნიული კომპანია ”ბურნ ენერჯი” ცნობილია მის მიერ შემუშავებული საინტერესო კონსტრუქციებით, რომლებიც წყლის ენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. და თუ მისი წინა ქმნილებები სტაციონარულად მუშაობს, ახალი გენერატორი გადასატანი, საკმაოდ მძლავრი და კომპაქტურია. იმდენად კომპაქტური, რომ მისი ზურგით ტარება პრობლემას არ წარმოადგენს.
”ბურნ ენერჯის” წინა პროექტი სამდინარო ელექტროსადგურია, რომლის თავისებურებაც ისაა, რომ კაშხალი არ ესაჭიროება. ამ სადგურის ძირითადი კომპონენტები მცირე ტურბინებია, რომლებიც ნაპირებს შორის გაბმულ გვარლზეა დაკიდებული, ტურბინების ფრთები კი მდინარის ტალღების ენერგიას ითვისებს და მათთან შეწყვილებულ გენერატორებს ამუშავებს.
რივერსტარ-50
ახალი დანადგარიც, სახელად ”ბექპაკ პაუა პლანტ” (BPP - ზურგის ძალური დანადგარი) მსგავსი პრინციპით მუშაობს, ოღონდ გაცილებით კომპაქტურია. მის ასამუშავებლად, საჭიროა ღუზა (რომელიც დანადგარის კომპლექტში შედის), რომელიც წინასწარ მომზადებულ თხრილში მაგრდება, მასზე კი, სინთეტური გვარლით მინი გენერატორი ებმება, რომელსაც ერთგვარი მილის, უფრო კი ტორპედოს ფორმა აქვს.
”ბურნ ენერჯიმ” ორი ტიპის დანადგარი (BPP) მოამზადა. მათგან უფრო სუსტი (სამოქალაქო დანიშნულების) - BPP1-ია, რომლის სიგრძე სულ რაღაც 0.9 მეტრი, წონა კი მხოლოდ 13 კილოგრამია. მისი ნომინალური სიმძლავრე 500 ვატს შეადგენს (როდესაც დინების სიჩქარე 2.3 მ/წმ-ია). დანადგარის მილისებრ კორპუსში განთავსებულია გენერატორი, მართვის და გაგრილების სისტემები. ტურბინის ფრთები კი მასზე ცალკე მაგრდება.
ასეთი დანადგარის ასამუშავებლად საჭიროა, რომ მონაკვეთში, სადაც ის დამაგრდება, მდინარის სიღრმე 1.2 მეტრზე მეტი იყოს. ამასთან, როგორც კომპანია აცხადებს, შესაძლებელია ერთ მონაკვეთში რამდენიმე BPP1-ის დამაგრება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც რამდენიმე ათეულ კილოვატს მიაღწევს.
პირველი დანადგარის ბაზაზეა შექმნილი უფრო მძლავრი BPP2, რომელსაც სამხედრო დანიშნულება აქვს. ამის ზომა BPP1-ის იდენტურია, თუმცა მასზე 2 კილოგრამით მსუბუქია და 600 ვატს იძლევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეფექტურად მუშაობა უფრო სუსტი დინების შემთხვევაშიც შეუძლია. ეს დანადგარი სამ ძირითად ნაწილად იშლება და მოზრდილ ზურგჩანთაში თავსდება. ამასთან მისი მდინარის ფსკერზე დამაგრება შეიძლება, რაც მას შეუმჩნეველს ხდის.
”ბურნ ენერჯი” თავის კომპაქტურ ელექტროსადგურს 3 000 დოლარად აფასებს. მისი წარმოების ორგანიზებისთვის კი აჟამად ინვესტორის ძიებაშია. კალიფორნიული კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ BPP მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მცხოვრებთ (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში) და სამხედროებს დააინტერესებს.
კომპაქტური სადგურის გარდა, ”ბურნ ენერჯი” შედარებით მსხვილ დანადგარებსაც ქმნის. მაგალითად, მალე ექსპლუატაციაში შევა სადგური ”რივერსტარ-
No comments:
Post a Comment