Wednesday, September 7, 2011

ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს

7 სექტემბერი
რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. ბრიტანულმა სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა ”BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიასდ ”ადაპტივ” შეარქვეს და მას საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ.

გენეტიკოსებმა კიბოს უჯრედები გაანადგურეს

7 სექტემბერი
შვეიცარიის (ციურიხი) ფედერალური უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის (კემბრიჯი, აშშ) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგებმა, გენების ჯაჭვი შეიმუშავეს, რომელსაც კომპიუტერივით მუშაობა შეუძლია და უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ლოგიკურ ოპერაციებს ასრულებს - უჯრედის მდგომარეობას აანალიზებს და კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე, მისი განადგურების ოპერაციას ასრულებს.

ფილიპინებზე გიგანტური ნიანგი დაიჭირეს

7 სექტემბერი
ფილიპინების სოფელ კონსუელოს მახლობლად, სპეციალურმა ჯგუფმა გიგანტური ნიანგი დაიჭირა, რომელიც შესაძლოა, მალე გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანონ. ნიანგს სახელად ლოლონგი შეარქვეს. ის ზღვის (ეგრეთ წოდებულ სავარცხლისებრთა) სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ამ ნიანგებს შორის ყველაზე დიდია.

მთვლელი 123