Thursday, June 17, 2010

იაპონელების ახალი კამერა კედლის იქითაც დაგინახავთ
17 ივნისი

იაპონიის ეროვნული საზოგადოებრივი ტელევიზიის (NHK) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ”მილიმეტრიანი ტალღის სატელევიზიო კამერა”, რომელიც იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც რადარი - გამოსახულების მისაღებად რადიო ტალღებს იყენებს და არა ხილულ სხივს. ექსპერიმენტული საგნებს იოლად არჩევს ისეთი წინაღობის იქით, როგორებიცაა ბოლი, ნისლი და ასე განსაჯეთ, დაპრესილი ნახერხის კედლის იქითაც შეუძლია მოძრავი ობიექტის დანახვა.

კამერა ასხივებს მილიმეტრიან ტალღებს, რომელთა სიხშირეც 60 გიგაჰერცია. ტალღა ობიექტს ხვდება, მისგან აირეკლება და მას კამერის მიმღები სეგმენტი იჭერს. მიმღებში ხდება მიღებული სურათის დალაგება და ორგანზომილებიან სივრცეში პროექცირება. კამერის თავისებურება ისაა, რომ შეიძლება ვერ გაარჩიოს უძრავი სხეული, მაგალითად კედელი, რომლისგან არეკლილ ტალღასაც მალე ღებულობს. სამაგიეროდ, თვალისთვის უხილავი საგნებიდან მობრუნებული ტალღები მიმღებში დაგვიენებით შედის და შესაბამისად, ისინი სურათში აისახება.
მართალია, კამერის მიერ აღქმული სურათი ბუნდოვანია, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მასზეც ძალიან ადვილია ისეთი ობიექტის გარჩევა, როგორიც მოძრავი ადამიანია. მოკლედ, ტელკომპანია NHK-ს ასეთი კამერა, რეპორტაჟების ჩასაწერად არ გამოადგება. სამაგიეროდ, ეს ტექნოლოგია ნამდვილი მისწრება იქნება სამაშველო სამსახურების, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებისთვის.
მაგრამ იაპონურ ტელეკომპანიაში ფიქრობენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიის დახვეწით, უფრო მკვეთრი და ხარისხიანი გამოსახულებების მიღება იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123