Thursday, February 25, 2010

NASA შატლების გასაყიდ ფასს ამცირებს
NASA Cuts Price for Retired Space Shuttles
25 თებერვალი


ამერიკის აეროკოსმოსურმა სააგენტომ (NASA) გადაწყვიტა, მნიშვნელოვნად შეამციროს იმ კოსმოსური ხომალდების გასაყიდი ფასი, რომლებსაც ხმარებიდან მალე ამოიღებს. ”შატლის” კოსმოსური პროგრამა ჯერ არ დასრულებულა - ამ ტიპის ხომალდებს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ხუთი მისია ჯერაც შესასრულებელი დარჩათ, მაგრამ სააგენტომ მათ გაყიდვაზე თადარიგი უკვე დაიჭირა.

NASA-მ ”ატლანტისის”, ”ენდევორის” და ”დისქავერის” გაყიდვაზე პირველი განცხადება ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოაქვეყნა. მაშინ ”შატლების” ფასად 42 მილიონი დოლარი გამოცხადდა. ამასთან, ისიც დაზუსტდა, რომ მყიდველი შენაძენს 2012 წლის მაისამდე ვერ მიიღებდა.
მაგრამ ახლა ”შატლების” გაყიდვის პირობები შეიცვალა. თითოეული ხომალდის გასაყიდი ფასი ამიერიდან 28.8 მილიონი დოლარია, მყიდველი კი მათ წაღებას 2011 წლის ბოლომდე შეძლებს. ამასთან, ხომალდებიდან ყველაზე ძველი - ”დისქავერი” აღარ გაიყიდება - მას სმითსონიანის ეროვნული აეროკოსმოსური მუზეუმი საჩუქრად მიიღებს. სხვათა შორის, ამ მუზეუმში მსგავსი ხომალდი უკვე დგას. ესაა ”ენტერპრაიზი”, რომელიც სატესტო მოვალეობებს ასრულებდა და კოსმოსში ერთხელაც არ გაფრენილა.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123