Tuesday, December 13, 2011

„ვოიაჯერმა“ ახალ რეგიონს მიაღწია

NASA's Voyager Hits New Region At Solar System Edge
13 დეკემბერი
უკვე 34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ორი კოსმოსური ხომალდი, „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“ კოსმოსში, შორეულ მისიაში გაუშვა და ახლახანს, ერთ–ერთმა მათგანმა ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია.

„ვოიაჯერ 1–სგან“ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ის ჩვენი მზის სისტემისა და ვასრკვლავთშორის არსებულ სივრცეს მიაღწია. უფრო მეტიც, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მალე ის რეალურ ვასრკვლავთშორის სივრცეში გავა. ზონდისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერები აცხადებენ, რომ „ვოიაჯერ 1“ ეგრეთ წოდებულ სტაგნაციის რეგიონში იმყოფება. მათი თქმით, ეს რეგიონი იმით გამოირჩევა, რომ მასში თითქმის აღარაა მზისგან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების ქარები.
„ჩვენ „ვოიაჯერისგან“ ვღებულობთ ინფორმაციას, რომელიც გვეუბნება, რომ ის ჩვენი მზის სისტემის სარტყელის გარე ფენაში იმყოფება. ამჟამად მასზე პერიოდულად მოძრაობის საწინააღმდეგო ძალებიც მოქმედებს. ძალიან გვაინტერესებს რა წარმოშობა აქვს ამ ძალებს და როგორია ვარსკვლავებს შორის არსებული სივრცე“, – ამბობს პასადენაში არსებული კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტ „ვოიაჯერის“ მკვლევარი ედ სტოუნი.
ამჟამად „ვოიაჯერ 1“ მზისგან დაახლოებით 18 მილიარდი კილომეტრითაა (119 ასტრონომიული ერთეულით) დაშორებული, მაგრამ ვარსკვლავთშორის კოსმოსში ჯერ არ გასულა. მის მიერ გამოგზავნილი ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგნიტური ველის ხაზებს ცვლილება ჯერ არ განუცდია. ეს კი ნიშნავს, რომ ის ჯერ ისევ ჰელიოსფეროში იმყოფება. ეს ის სფეროა, რომელსაც მზისგან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკები წარმოქმნის. ამ მონაცემების მიხედვით, მეცნიერებს უჭირთ ვარაუდი, თუ როდის შეძლებს კოსმოსური ზონდი მზის ატმოსფეროდან გასვლას. მათი ვარაუდით, ეს შეიძლება თვეებში, ან რამდენიმე წელიწადში მოხდეს.
მეცნიერებმა მზის ქარის სიჩქარის ნულამდე შემცირება პირველად 2010 წლის აპრილში დააფიქსირეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ვოიაჯერი“ ახალ რეგიონში შევიდა. მაგრამ ამის დასამტკიცებლად, რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება გახდა საჭიროი. წლევანდელ გაზაფხულსა და ზაფხულში, მათ აპარატი რამდენჯერმე შეაბრუნეს, რათა დაედგინათ, მზის ქარი სხვა მიმართულებითაც ხომ არ მოძრაობს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ვოიაჯერის“ მაგნეტომეტრი ასევე აფიქსირებს, რომ სტაგნაციის რეგიონში, მაგნიტური ველის ინტენსიურობა გაორმაგებულია. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ვარსკვლავთშორისი სივრციდან წამოსული ზეწოლა მაგნიტურ ველს ამჭიდროვებს.
„ვოიაჯერის“ მიერ დაფიქსირებული დამუხტული ნაწილაკების ნაწილი მზისგანაა გამოფრქვეული, ნაწილი კი ვასრკსვლავთშორისი სივრციდან მოედინება. გასული წლის აპრილამდე, მზისგან წამოსული ნაწილაკების ინტენსივობა სტაბილური იყო. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათი ინტენსივობა კლებულობს. თითქოს, მათმა ნაწილმა, ვარსკვლავთშორის სივრცეში გაჟონაო. ამჟამად, ნაწილაკების აქტივობა თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე წინა ხუთი წლის განმავლობაში იყო. იმავდროულად, „ვოიაჯერი“ აფიქსირებს, რომ გარედან შემოსული მაღალი ენერგიის მქონე ელექტრონების ინტენსივობა თითქმის გაასმაგდა და ესეც მზის სისტემის საზღვარზე ყოფნის უტყუარი მანიშნებელია.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123