Wednesday, December 7, 2011

ავსტრალიელები ტალღის ენერგიას ითვისებენ

New wave of ocean energy to be trialed off the coast of Australia
7 დეკემბერი
წყლის ზედაპირზე მოდებულ წყალმცენარეებზე დაკვირვებამ, ავსტრალიურ კომპანია „ბიოუეივ სისტემზის“ მკვლევარები საინტერესო იდეამდე მიიყვანა, რომლის გაანალიზების შედეგადაც, მათ ტალღურ ენერგიაზე მომუშავე საინტერესო ენერგეტიკული დანადგარი შეიმუშავეს. ამ დანადგარის თავისებურება ისაა, რომ ის ზღვის და ოკეანის ტალღების ენერგიას, ელექტროენერგიად გადაამუშავებს.
„ბიოუეივი“ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური სისტემაა, მაგრამ იმდენად რეალურია, რომ მისი საცდელი პროტოტიპის დასამონტაჟებლად, ავსტრალიის შტატ ვიქტორიას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, გრანტის სახით, 5 მილიონი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 5.1 ამერიკული დოლარი)  გამოჰყო.
დანადგარი სამკუთხა საძირკველს (რომელსაც ღუზის დანიშნულება აქვს) ეყრდნობა, რომელიც მას ზღვის ფსკერზე აფიქსირებს. სამკუთხედის ცენტრში ამომართულია ცენტრალური სვეტი, რომელიც ცილინდრული ტივტივებით ბოლოვდება. ამგვარი კონსტრუქციით, დანადგარი წყალმცენარის აგებულებაზეა მიმსგავსებული. სვეტის სიმაღლე, იმ ადგილის სიღრმის შესაბამისად რეგულირდება, სადაც დანადგარი მაგრდება. მთავარია, რომ ცილინდრების ზედა ბოლოები ახლოს იყოს წყლის ზედაპირთან, ან ოდნავ ჰქონდეს თავი ამოყოფილი. სვეტი საძირკველთან სახსრითაა დაკავშირებული, რაც მას ტალღის მოძრაობაზე აყოლის და საათის ქანქარას მსგავსად მოძრაობის საშუალებას აძლევს.
სვეტის ქვედა ნაწილში მოთავსებულია ჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც სვეტის ქანაობის დროს, ამორტიზატორის მსგავს ცილინდრებში, წყალს ტუმბავს და მის ნაკადს წარმოქმნის. ამ ნკადს სპეციალური მოდული (O–დრაივ) ერთ ძლიერ ჭავლად გადაამუშავებს და გენერატორზე მიმართავს, რომელიც წყლის ჭავლის კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ბოლოს კი მეღებული ელექტრობა, კაბელების დახმარებით, ხმელეთისკენ მიემართება.
„ბიოუეივ სისტემზი“ აცხადბს, რომ მის მიერ შემშავებული დანადგარის დამონტაჟებას სპეციალური ეკიპირება არ ესაჭიროება. მის ყველა კომპონენტს ადგილზე გემით მიიტანენ და სპეციალური ამწეების დახმარებით, მათ სპეციალურად გაწვრთნილი მყვინთავები დაამონტაჟებენ. რემონტის საჭიროების შემთხვევაში, მოდულ „O–დრაივს“ მოხსნიან და მის ადგილზე სხვას დააყენებენ.
დანდგარი იმითაც გამოირჩევა, რომ თავად შეუძლია ძლიერი ტალღების დაფიქსირება. ამ შემთხვევაში, ის ფსკერზე წვება და ელოდება, სანამ ზღვა დაწყნრდება. პერსპექტივაში, უფრო ძლიერი ტალღების ამტანი დანადგარის აგებაც შესაძლებელია, ოღონდ ის გაცილებით ძვირი დაჯდება.
პირველი საცდელი დანადგარი შტატ ვიქტორიას ქალაქ პორტ ფეირის მახლობლად უნდა აიგოს, რისთვისაც 14 მილიონი ავსტრალიური დოლარია საჭირო. შტატის მიერ გამოყოფილი გრანტის გარდა, „ბიოუეივ სისტემზმა“ თანხები სხვა არხებიდანაც მოიპოვა, თუმცა 3.6 მილიონი არ ჰყოფნის. საპილოტო დანადგარი 30–მეტრიან სიღრმეში დაიდგმება და მისი სიმძლავრე 250 კილოვატი იქნება. ამასთან, ავსტრალიური კომპანია უკვე ემზადება კომერციული დანადგარის ასაგებად, რომლის სიმძლავრეც 1 მეგავატი იქნება. ოღონდ, ასეთს 40 მეტრის სიღრმეში დაამაგრებენ. ოღონდ, მეგავატიანი სისტემა მხოლოდ ერთსვეტიანი იქნება და ის ოთხ მოდულ „O–დრაივს“ მოემსახურება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123