11 ივლისი
შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ეპოქა მალე ჩაივლის. ადამიანი ასეთი აგრეგატების ექსპლუატაციას მას შემდეგაც გააგრძელებს, რაც ნავთობის მარაგი ამოიწურება, მაგრამ რა თქმა უნდა, არა იმ მასშტაბით, როგორითაც ახლა. ამჟამად მეცნიერები ავტომობილისთვის ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ. ჯერჯერობით, ყველაზე მისაღები ელექტროენერგია ჩანს. თუმცა არიან გამომგონებლები, რომლებიც ალტერნატიულ, ხშირად კი რეალობისგან შორსმდგარ გადაწყვეტებსაც კი გვთავაზობენ.ამერიკელმა ინჟინერმა რიკ კავალარომ ოთხბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება, „ბლექბირდი“ დაამზადა, რომელიც ქარის ძალას იყენებს. ეგ კიდევ არაფერი, ქარზე სწრაფად მოძრაობა შეუძლია და ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, იმავე ქარზე ორჯერ მეტ სიჩქარესაც კი ავითარებს!
კალიფორნიაში, ნიუ იერუსალემის მახლობლად არსებულ
აეროპორტის ასაფრენ ზოლში ტესტირებისას, ქარის მოძრაობის მიმართულებით
გადაადგილების დროს, „ბლექბირდმა“ მის მამოძრავებელ ქარზე 2.86-ჯერ მეტი სიჩქარე
განავითარა, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისას კი მისი სიჩქარე ქარისას
2.01-ჯერ აღემატებოდა.


სხვათა შორის, სატრანსპორტო ნაოსნობაში უკვე
იყენებენ ქარის ძალას და შორს არც ის დროა, როდესაც ამ ძალით, უზარმაზარი
ტანკერებიც ისარგებლებენ...
ვიდეო
No comments:
Post a Comment