Tuesday, March 8, 2011

პენტაგონმა მეცნიერებს რობოტები შეუკვეთა
8 მარტი
როგორც ჩანს, მალე ამერიკის შეიარაღებულ ძალებში რობოტი ჯარისკაცები გამოჩნდებიან. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობაა ის ფაქტი, რომ აშშ-ის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA - დიფენს ედვანსედ რისერჩ პროჯექტს ეგენსი) და კომპანია „ბოსტონ დაინემიქსმა“ გააფორმეს მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლის შესაბამისადაც, რობოტების შექმნაზე სეციალიზებულმა „ბოსტონ დაინემიქსმა“ ორი ტიპის საცდელი რობოტი უნდა დაამზადოს.


ამ ორიდან, ერთი ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფ ცხოველს - ჰეპარდს უნდა ჰგავდეს, მეორე კი - ადამიანს. სხვათა შორის, „ბოსტონ დაინემიქსს“ მსგავსი რობოტები - ორფეხა „პიტმენი“ და ოთხფეხა „ბიგდოგი“ უკვე შექმნილი აქვს, თუმცა, ამჯერად საქმე უფრო მაღალი დონის და დახვეწილ რობოტებს ეხება, რომლებიც სხვადასხვა დავალების შესრულებას შესძლებენ.

ადამიანის მსგავს რობოტს ამ ეტაპზე ატლასი უწოდეს, ოთხფეხას კი - ჩიტა, ინგლისურად სწორედ ასე ეძახიან ჰეპარდს. მათ შეიძლება მრავალმხრივი დანიშნულება ჰქობდეთ. კერძოდ: შეასრულონ სამხედრო დავალებები, ან მონაწილეობა მიიღონ სამაშველო ოპერაციებში, დაეხმარონ მეხანძრეებს და ფერმერებსაც კი.
ამ ორი რობოტისადმი მოთხოვნებიც განსხვავებულია. კერძოდ, ჩიტას ოთხი ფეხი უნდა ჰქონდეს და ჰეპარდის მსგავსად გადაადგილება შეეძლოს. გარდა ამისა, მას მოქნილი ხერხემალი უნდა ჰქონდეს, თავის და კუდის მოტრიალებაც შეეძლოს. გარდა ამისა, ის გარშემომყოფთა ქმედებებზე უნდა რეაგირებდეს და რა თქმა უნდა, ჰეპარდსავით სწრაფად გადაადგილება უნდა შეეძლოს. შემკვეთის მოთხოვნით, რობოტი ჩიტა 110 კმ/სთ სიჩქარეს უნდა ავითარებდეს. სირბილის დროს კი ის მკვეთრად მოხვევას და ზიგზაგევით გადაადგილებასაც ახერხებდეს.

ყველა ამ თვისებას ის სპეციალური დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს. ჩიტას პირველი პროტოტიპი 20 თვეში უნდა დამზადდეს და იმ დროისთვის, მას 30-35 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა უნდა შეეძლოს.
ატლასს ორი ფეხი და ამდენივე ხელი ექნება. სამაგიეროდ, ეს უთავო რობოტი უნდა იყოს. ხელებით მას უმარტივესი მოძრაობების შესრულება უნდა შეეძლოს, ფეხებით კი გრუნტიან გზებზე გადაადგილება უნდა შეძლოს. პირველ დავალებებს შორისაა მუხლებზე ხოხვა, რა დროსაც, ის წონასწორობას ხელების დახმარებით შეინარჩუნებს. სიარულისას ატლასი ტერფებს ადამიანის მსგავსად დაეყრდნობა - ანუ, ფეხის დადგმისას, მთელი წონით ჯერ ქუსლს დაეყრდნობა და შემდეგ თანდათან საყრდენ წერტილს ფეხის თითებისკენ გადაანაცვლებს. ამგვარად, ის ცნობილ რობოტ „ასიმოსგან“ სრულიად განსხვავებულად ივლის.
„ჩვენს თვითმიზანს არ წარმოადგენს შეკვეთილი რობოტების იმგვარად დამზადება, რომ მათ მისიების შესრულება შეძლონ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაა. მოგვიანებით კი გადავწყვეტთ, სად შეიძლება ამ რობოტების ეფექტურად გამოყენება“, - ამბობს „ბოსტონ დაინემიქსის“ პრეზიდენტი მარკ რეიბერტი (ზედა ფოტოზე ბიგდოგთან ერთად).

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123