Solar Roadways
28 აგვისტო
ამერიკელი ელექტროინჟინრის, სკოტ ბრუსოუს და მისი მეუღლის, ფსიქოლოგ ჯული ბრუსოუს მიერ შემოშავებულმა პროექტმა, სახელწოდებით ”სოლარ როუდვეის”, აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ყურადღება მიიქცია. დაინტერესება იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ დეპარტამენტმა პროექტის შესასწავლად 100 000 აშშ დოლარი გამოჰყო. ეს ფული, გზის მცირე ექსპერიმენტული მონაკვეთის შექმნას მოხმარდება.პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, ”სოლარ როუდვეი” მრავალფუნქციური გზების შექმნას ითვალისწინებს. ასეთ გზებზე, სავალი ზადაპირის ფენებში მზის ელემენტები მონტაჯდება. გარდა ამისა, გზის სტრუქტურაში შუქდიოდებისა და სამართავი ელექტრონიკის ინტეგრირებაა გათვალისწინებული. გზის ასეთი მრავალფუნქციური სეგმენტები განსაკუთრებით მისწრება გზაჯვარედინებსა და ავტოსადგომებზე იქნება, სადაც შუქნიშნებისთვის ელექტროენერგიაა საჭირო.
ასეთი გზები, გარდა იმისა, რომ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ღამით ავტომობილების მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. გზაზე შესაძლებელი იქნება გამაფრთხილებელი ნიშნების ანთება. ასევე, განათდება გამყოფი ზოლი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გზის რომელიმე მხარეს გადაინაცვლებს.
”სოლარ როუდვეი” ასევე იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მასში გამათბობლები ჩამონტაჟდეს. მათი მეშვეობით, ზამთარში გზა არასდროს გაიყინება. გათბობისთვის საჭირო ენერგიას კი ის მასში ჩამონტჟებული ფოტოელემენტების მეშვეობით გამოიმუშავებს.
პროექტს მცირე ნაკლიც აქვს - იმ ადგილებში, სადაც გზა ხშირად მტვრიანდება, მას რეგულარული წმენდა დასჭირდება. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შემთხვევისთვის, მისწრება იქნება თვითგამწმენდიზი მასალების გამოყენება.
პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ 1.52 მ X 1.52 მ ზომის 5 მილიარდი ასეთი პანელი სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ აშშ-ის საავტომობილო გზების ზედაპირი სრულად დაიფაროს. თუ ეს გრანდიოზული იდეა განხორციელდა, მარტო გზების მეშვეობით, ამერიკელები იმაზე დაახლოებით სამჯერ მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, ვიდრე დღესდღეობით მოიხმარენ. ამგვარად, ქვეყანა დიდწილად მოიხსნის იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულებას.
სკოტ და ჯული ბრუსოუ.................................................................................
მაგრამ პროექტს ერთი სერიოზული ნაკლი აქვს - თითო პანელი დაახლოებით 7 000 დოლარი ეღირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის საავტომობილო გზების სრულად დასაფარად, 35 ტრილიონი დოლარი იქნება საჭირო. სამაგიეროდ, თითო პანელი მზიან ამინდში, დღის განმავლობაში დაახლოებით 7.6 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
სხვათა შორის, სკოტ ბრუსოუს ასეთი გზების შექმნის იდეა ჯერ კიდევ ბავშვობაში გასჩენია, იმ დროს, როდესაც მზის ენერგიის ინდუსტრიული ათვისება ჯერ დაწყებულიც არ იყო...
No comments:
Post a Comment