UGE installs its first wind-powered EV charging
station
19 აგვისტო
ბარსელონაში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა,
ქარის ენერგიაზე მომუშავე დამმუხტავმა სისტემამ, რომელიც ენერგიას აბსოლუტურად დამოუკიდებლად
გამოიმუშავებს. სისტემას „სანია სკაიპამპი“ ჰქვია. მასში ინტეგრირებულია ამერიკულ
კომპანია „ურბან გრინ ენერჯის“ (UGE) 4-კილოვატიანი ტურბინა და „ჯენერალ
ელექტრიკის“ დამმუხტავი სისტემა „ვატსტეიშნი“. ამ დანადგარის წყალობით, შესაძლებელი
იქნება ელექტრომობილების აბსოლუტურად სუფთა მეთოდებით გამომუშავებული ენერგიით
დამუხტვა.