Thursday, November 25, 2010

”ვოლვოს” თვითმართვადი ავტომობილები ტესტებისთვის მზადაა
Volvo Self-Driving Cars Ready for Testing
25 ნოემბერი

”აუდის” თვითმავალი სისტემა ”შელი” შესაძლოა, ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებათა ხანის პირველი მერცხალი იყოს, თუმცა მისი შემქმნელები გვპირდებიან, რომ მათს მიზანს, მძღოლის შეცვლა არ წარმოადგენს. ასეა თუ ისე, ინდუსტრია სწორედ აქეთ მიდის. ყოველ შემთხვევაში, მსგავს პროექტებზე სხვა ავტომწარმოებლებიც მუშაობენ. მაგალითად, ”ვოლვო”...
უპილოტო ”აუდიმ” პაიკს პიკი დაიპყრო
Autonomous Audi TTS Takes Pikes Peak
25 ნოემბერი

20 კილომეტრი აღმართში და სარბოლ რეჟიმში, ოღონდ მძღოლის გარეშე - ეს მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში შეტანას ნამდვილად იმსახურებს. თუ გინესის წიგნში არა, ავტოინდუსტრიის ისტორიაში მაინც, რადგან არაა გამორიცხული, სწორედ ამ მიღწევით ედება დასაბამი ახალ ერას, რომლის დროსაც ავტომობილები მძღოლის გარეშე, წინასწარ მითითებული მარშრუტის შესაბამისად იმოძრავებენ.

Tuesday, November 9, 2010

თვითმფრინავის ახალი კონსტრუქცია მოკლე ასაფრენ-დასაშვები ბილიკისთვის
Designers rethink jet aircraft in the quest for shorter take-offs
9 ნოემბერი

CESTOL ტიპის თვითმფრინავი
..............................
თანამედროვე თვითმფრინავებზე ძრავები თითქმის ყოველთვის, ფრთის ქვეშაა დაკიდული და აქედან გამომდინარე, ამ ფოტოზე გამოსახული ესკიზი უცნაურად მოჩანს. მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი შეთანწყობა თანდათან შეცვლის ტრადიციულს, რადგან ასეთ განლაგებას არაერთი დადებითი შედეგი მოაქვს. კერძოდ, ასე შესაძლებელია როგორც ფრენის ეკონომიურობის გაუმჯობესება, ასევე ასაფრენი და დასაჯდომი მანძილების შემცირება.
კალიფორნიაში ავტომაგისტრალებს მზის ენერგიის მისაღებად გამოიყენებენ
Turning freeways into electricity generating 'Solar Serpents'
9 ნოემბერი

შვედმა არქიტექტორმა მანს თამმა მზის პანელების ურბანულ არეალში განთავსების ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა - მის მიერ მომზადებული პროექტით, ლოს ანჯელესის ხელისუფლებას ის საგზაო მაგისტრალების გადახურვას და სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას სთავაზობს.

Wednesday, November 3, 2010

გერმანელებმა რეკორდული ტევადობის აკუმულატორი შექმნეს
3 ნოემბერი

მირკო ჰანემანი (სურათზე, მანქანიდან გადმოდის) 27 წლის ფიზიკოსია, დამთავრებული აქვს ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტი
..............................
მსოფლიო ავტოინდუსტრია მალე ელექტრომობილების წარმოებას მასობრივად დაიწყებს. თუმცა ელექტრონული რევოლუცია საკმაოდ სერიოზულ პრობლემას აწყდება და ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ არ შემუშავებულა საკმაოდ ტევადი აკუმულატორები. ამასთან, ენერგიის შენახვის ეს საშუალება მეტისმეტად ძვირიც ჯდება.
თუმცა, მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ორმა გერმანულმა, ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ, ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა - მათ მიერ ელექტრომობილად გადაკეთებულმა ”აუდ A2-მა” მიუნხენიდან ბერლინამდე აკუმულატორების ერთი დამუხტვით მიაღწია.

მთვლელი 123